ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

სამოთხე დედამიწაზე - ადგილი სადაც ზღვა და მთა ერთიანდება

აჭარა არის ადგილი სადაც ყველაფრის ნახვა შეგიძლიათ, გააჩნია რა ტიპის დასვენებას არჩევთ: ოჯახთან ერთად გსურთ შვებულების გატარება და ზღვაზე მშვიდად დასვენება, თუ თავგადასავლები გირჩევნიათ მეგობრებთან ერთად; მთიან აჭარაში ზურგჩანთით და კარვებით მოგზაურობა გაქვთ გეგმაში, თუ თანამედროვე სასტუმროების კომფორტს ირჩევთ – აჭარაში ყველა ტიპის  დამსვენებელი იპოვის მისთვის სასურველ გარემოს.  

ოჯახური დასვენებისთვის აჭარაში ზღვისპირა კურორტების დიდი არჩევანია: ბათუმი, ქობულეთი, სარფი, კვარიათი, გონიო, ციხისძირი, ჩაქვი და მწვანე კონცხი…

  • ბათუმი ზღვისპირას აქტიური დასვენების, ქუჩებში სეირნობის, ქალაქური კაფეებისა და რესტორნების მოყვარულებს იზიდავს;
  • ქობულეთის ხიბლი სანაპირო, ფიჭვნარი და ბუნგალოების ფართო არჩევანია;
  • მწვანე კონცხი, ჩაქვი, ციხისძირი, გონიო, სარფი და კვარიათი ეს ადგილები განკუთვნილია მათთვის ვისაც ქალაქისგან დასვენება და ულამაზესი ბუნებით დატკბობა სურს.  

ზღვაზე დასვენების შემდეგ შეგიძლიათ მთიან აჭარას ეწვიოთ. საქართველოს მთიანი რეგიონი, აჭარა, ცნობილია ულამაზესი ბუნებითა და ისტორიული ძეგლებით. თუ გადაწყვეტთ ზაფხულის არდადეგების აჭარაში გატარებას, აუცილებლად დაგეგმეთ მოგზაურობა აჭარის შემოგარენში და ისიამოვნეთ მისი ბუნების თვალწარმტაცი სილამაზით, რომელსაც მაღალმთიანი რეგიონი გთავაზობთ: ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო და ქობულეთი ერთმანეთისგან  სრულიად განსხვავებულ შთაბეჭდილებებს და თავგადასავლებს  შემოგთავაზებენ. თითოეული მუნიციპალიტეტი გამორჩეულია თავისი მდიდარი კულტურითა და ტრადიციებით.  

 

 

ვისაც ექსტრემალური თავგადასავლები გიტაცებთ, აჭარაში ზღვაზე დასვენებისას კატერით ან სკუტერით შეგიძლიათ ისეირნოთ, იფრინოთ პარაპლანით ან პარაშუტით, მაგრამ აჭარა ზღვის მიღმაც ბევრ სხვა მარშრუტს გთავაზობთ. ექსტრემალური დასვენებისთვის, მაგალითად მტირალას ეროვნული პარკის ზიპლაინით დაიწყოთ და ხეებს შორის, ტყეში გაბმულ თოკებზე ისრიალოთ ჰაერში გამოკიდებულებმა. ასევე მოყვარულებს შეგიძლიათ ველოტური მოაწყონ ბათუმიდან 27 კილომეტრით დაშორებულ სოფელ მერისამდე, მერისი პატარა სოფელია კოლხური ბზის ტყით, ჩანჩქერით, ხეებით დაბურული ორღობეებით, მეცამეტე საუკუნის თაღოვანი ხიდით და ჭოროხის სანაპიროებით, სადაც ჯომარდობის ტურები ეწყობა. ჯომარდობა ჭოროხზე აჭარაში ჩამოსული ექსტრემალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სპორტია.  

სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებს შეუძლიათ ლანდშაფტზე დაკვირვება და  დაცული ტერიტორიები მოინახულოს, მტირალას, კინტრიშისა და მაჭახელას ხეობები. „მაჭახელას თოფის გზა“ აჭარის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მარშრუტია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ერთდროულად მოინახულოთ ცხემლარას თაღოვანი ხიდი, ჩანჩქერი, გვარას ციხის ნანგრევები, 200 წლის ულამაზეს მეჩეთში განთავსებული სოფელ ზედა ჩხუტუნეთის ისტორიულ- ეთნოგრაფიული მუზეუმი და მაჭახელას ეროვნული პარკის ულამაზესი ბუნება: ქოქოლეთის, ტყუპი ჩანჩქერისა და მთავარანგელოზის ბილიკები. მტირალას ეროვნულ პარკში ნახავთ ორასწლოვან წყლის წისქვილებს, ტბას, ჩანჩქერს, ხელუხლებელ კოლხურ ტყეს და გაზაფხულზე როდოდენდრონის ყვავილობას.  

თავგადასავლების მოყვარულებისთვის აუცილებლად სანახავი ადგილია მწვანე ტბა. ეს მარშრუტი კურორტ ბეშუმისა და გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღსაც მოიცავს.  

აჭარა — საქართველოს უმშვენიერესი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, რომლის მონახულებაც თქვენ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის. ეს არის ადგილი, სადაც ნებისმიერი ადამიან შეძლებს საკუთარი თავის აღმოჩენას.

მთისა და ზღვის წარმტაცი პეიზაჟები, ბუნებრივი ნაკრძალებისა და ულამაზესი პარკების სიმდიდრე, საუცხოო სამზარეულო და თვითმყოფადი ტრადიციები ერთმანეთს ავსებს და ერთნაირად იზიდავს ქართველ თუ უცხოელ დამსვენებლებს - ეს არის ადგილ, რომელსაც ვერასდროს ვერ დაივიწყებთ და სადაც ყოველთვის მოგინდებათ დაბრუნება.  

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია