ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

საუკეთესო ადგილები აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის

საქართველოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება ეკოტურიზმის ერთ-ერთი ეგზოტიკური ფორმა - “ფრინველებზე დაკვირვება’’. აჭარას კლიმატის, რელიეფისა და ფლორა-ფაუნის წარმომადგენელთა მრავალფეროვნების გამო დიდი პოტენციალი აქვს, რომ ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი განავითაროს და პოპულარული გახადოს. ამ პროცესის მთელი არსი და ხიბლი ისაა რომ, ბუნების მოყვარულები ფრინველებზე „სათვალთვალოდ“ აღიჭურვებიან დურბინდით ან ტელესკოპით და გადიან ველურ ბუნებაში. ამ ბლოგში წარმოგიდგენთ იმ ადგილებს აჭარაში, სადაც ფრინველებზე დაკვირვებას შეძლებთ:

 

მტირალას ეროვნული პარკი - შავ ზღვასა და აჭარის მთათა სისტემას შორის მდებარეობს და საქართველოში ყველაზე ტენიან ადგილად ითვლება. პარკი მდიდარია გამორჩეული ფლორითა და ფაუნით, რომელთა ბევრი წარმომადგენელი საქართველოს „წითელ წიგნშია“ შეტანილი. მტირალას ეროვნულ პარკში შევხვდებით როგორც გადამფრენ, ისე ენდემურ ფრინველებს, მტაცებელი ფრინველებიდან ბინადრობენ: ჩია არწივი, კაკაჩა, ქორი, მიმინო, მარჯანი, ჩვეულებრივი კირკიტა, კოდალა, ყორანი, შაშვი, მოლაღური. 

 

 

ბათუმის ზღვის სანაპირო - ბათუმი გადამფრენ ფრინველთა „აღმოსავლეთ შავი ზღვის საემიგრაციო დერეფნის“ სახელითაა ცნობილი, რადგან ზაფხულის და შემოდგომის სეზონზე აქედან მილიონობით გადამფრენი ფრინველი მიდი აფრიკის კონტინენტზე. ბათუმის ადგილმდებარეობა საშუალებას გაძლევთ იშვიათი სახეობის ფრინველიც კი შესამჩნევ ადგილას დაინახოთ. ქალაქის პარკებში, ბულვარში ან პორტთან სეირნობისას შეხვდებით ბეღურასნაირ ფრინველთა რიგის მრავალ წარმომადგენელს, მათ შორის ყველაზე ხშირად ჩვეულებრივ ბოლოცეცხლას. 

 

 

ჭოროხის დელტა - ბათუმის სამხრეთით მდებარე ჭოროხის დელტა ფრინველებზე დაკვირვებისთვის საუკეთესო ადგილადაა აღიარებული, თავისი ბიოტოპების მრავალფეროვნების გამო. ბუჩქები, მშრალი და სველი ბალახით დაფარული ბარი , ჭაობები, კლდეები და ზღვისპირი ჭოროხის დელტის შემადგენელი ნაწილებია. მიგრაციის სეზონის დროს, მექვიშიები, თევზიყლაპიები და ბეღურები ყველაზე საინტერესო სათვალთვალო ობიექტებია დელტაში. ზამთარში აქ დიდი რაოდენობით გარეულ იხვს შეხვდებით. ჭაობებში შეგიძლიათ იხილოთ ლელწამა, ყვითელი და წითური ყანჩები, პორფირიონი, ჭაობის პატარა ქათამურა, თეთრთვალა ყურყუმელა, თეთრფრთიანი და თეთრლოყება თევზიყლაპიები. ტოროლა, შავშუბლა ღაჟო, მინდვრის მწყერჩიტა, ბოლოქანქარა, და ტარბის პატარა გუნდები ხშირად შეგხვდებათ ჭოროხის დელტის ვაკეში. ეს არეალები საერთაშორისო მნიშვნელობისაა და გამოიყენება ფრინველთა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის თვალსაზრისით.

 

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია