ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

შავი ზღვა სასარგებლო თვისებები - დაავადებები, რომელსაც ის კურნავს

ზღვის წყალს საკმაოდ რთული შემადგენლობა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ის პერიოდული სისტემის თითქმის  ყველა ქიმიურ ელემენტს შეიცავს. ზღვის წყალში გახსნილია მინერალური მარილები, აირები, ქიმიური ელემენტები და ორგანული ნივთიერებები.  

ზღვის მარილი ძვირფასი მინერალური შემადგენლობის წყალობით აძლიერებს და კვებავს კანსა და კანქვეშა ქსოვილებს, თმასა და ფრჩხილებს. მისი ზემოქმედებით კანქვეშა ქსოვილები ტოქსინებისგან თავისუფლდება. ამის შედეგად იმატებს ტონუსი, უმჯობესდება გუნება-განწყობა.  

შავი ზღვა მარილის კონცენტრაციის თვალსაზრისით ყველაზე სასარგებლოა (17.6-18 გ 1 ლიტრზე) ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ის არ აღიზიანებს ლორწოვან გარსს და კანს, არამედ პირიქით, ხელს უწყობს მათ მკურნალობას.  სწორედ ამის გამო   ექიმები  კანის დაავადებების სამკურნალოდ შავ  ზღვაზე წასვლას გვირჩევენ. შავი ზღვის ჰაერის მხოლოდ ერთ მილილიტრში  ზღვის მარილის ათასი ნაწილაკია. ასე რომ, ზღვის პირას გატარებულ ერთ დღეში ადამიანი უამრავ სასარგებლო ნაწილაკს ისუნთქავს. 

მეცნიერებმა, რომლებმაც შეისწავლეს შავი ზღვის წყლის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე, დაადგინეს, რომ მასში არსებული  მიკროელემენტების შემადგენლობა  შემცველობით ყველაზე ახლოს არის ადამიანის სისხლის პლაზმის შემადგენლობასთან. 

შავი ზღვის წყალი შეიცავს  ადამიანისთვის სასარგებლო უამრავ  მინერალს და ქიმიურ ელემენტს. 

მათგან ყველაზე სასარგებლოა: 

  • კალციუმი ( ძვლის გამაძლიერებელი  );
  • კალიუმი (რომელიც ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას);
  • მაგნიუმი (რომელიც ზრდის იმუნიტეტს);
  • იოდი (რომელიც ახდენს მეტაბოლური პროცესების და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის   ნორმალიზებას);
  • ბრომი (რომელიც ამშვიდებს ნერვებს);
  • სელენი ( რომელსაც აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები).

- შავი ზღვის სანაპირო საუკეთესო ადგილია ბრონქულ  დაავადებების სამკურნალოდ;

- ასევე მასში ტუტიის შემადგენლობის გამო  შავი ზღვის წყალს აქვს  ანტიბაქტერიული თვისებები, რაც ძალიან სასარგებლოა ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების სამკურნალოდ; 

- შავი ზღვის სანაპიროს აქვს ძლიერი ანტისტრესული ეფექტი, რაც გამოწვეულია ჰაერში ჟანგბადის და  უარყოფითად დამუხტული  იონების  მაღალი შემცველობით;

- შავი ზღვა ასევე  მდიდარია გოგირდწყალბადით , რაც  დადებით ზეგავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;

- შავი ზღვა თქვენი კანისთვისაც ძალიან სასარგებლოა- ის ასუფთავებს მას და ებრძვის აკნეს, ასევე არსებობს კვლევები, რომლის თანახმადაც ზღვის წყალი ხელს უწყობს ცელულიტის შემცირებას, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და ხელს უწყობს ტოქსინებისგან განთავისუფლებას. 

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია