ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

შავი ზღვის კარიბჭე - ბათუმის 2 ათას წლიანი ისტორია

ღრმა ბუნებრივი ნავსაყუდელის ნაპირას, ზღვის დონიდან 3 მეტრზე განაშენიანებული ევროპული ქალაქი - ბათუმი, რომელიც საქართველოს მეორე უმსხვილესი ქალაქია მოსახლეობის მხრივ, მდიდარი ისტორია აქვს. ბათუმის სახელწოდება სწორედ მის
მდებარეობას უკავშირდება (ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც „ღრმა“). ქალაქი ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება, განსაკუთრებით ბოლო 2 ათწლეულია. იმ ფონზე, როდესაც ქართული ქალაქების დიდი ნაწილი სულ უფრო მცირდება მოსახლეობით, ბათუმი თბილისთან ერთად ყოველწლიურად იზრდება (ამჟამად 185,000 მოსახლე).

დასახლების შესახებ პირველი ცნობები ჯერ კიდევ ძვ.წ. მეოთხე საუკუნეში ჩნდება. დასახლება ბერძნულ-რომაული გავლენის ერთ-ერთი კერა იყო. მოგვიანებით ის აფხაზეთის (ეგრესის) სამეფოს ნაწილი გახდა, შემდეგ კი ოდიშისა და გურიის
სამთავროებს ეკუთვნოდა. თითქმის ორი საუკუნე ბათუმს ოსმალები აკონტროლებდნენ. ქალაქის პოპულარობა გაიზარდა 1870-იან წლებში ბათუმი- თბილისის დამაკავშირებელი რკინიგზის გაყვანის შემდეგ. საქართველოს პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი 1920-იან წლებში დიდი წინააღმდეგობის შემდეგ ბოლშევიკებმა დაიკავეს.

ბათუმი საბჭოთა კავშირის პერიოდში დაიგეგმა. 1927, 1933 და 1956 წლებში შედგა განაშენიანების გეგმები. ამავე პერიოდში ქალაქის ინდუსტრიალიზაცია მოხდა (აშენდა არაერთი ქარხანა-ფაბრიკა და კომბინატი), რამაც მოსახლეობის სწრაფ ზრდას შეუწყო
ხელი. აშენდა სოციალისტური კლასიციზმისა და საბჭოთა მოდერნიზმის სტილის ახალი შენობები: დრმატული თეატრი, კინოთეატრი „თბილისი“, საზღვაო აკადემია, პედაგოგიური ინსტიტუტი და სხვა.

ბოლო 20 წლის მანძილზე ბათუმი მნიშვნელოვნად გაიზარდა და დამშვენდა. ამოქმედდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, ინტენსიური გახდა თანამედროვე ტიპის სასტუმროების, საცხოვრებელი კორპუსების და სავაჭრო-გასართობი ობიექტების მშენებლობა. მიუხედავად მაღალ სართულიანი შენობების მშენებლობისა, ბათუმი მწვანე ზონების ნაკლებობას არ უჩივის. კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა ბათუმის ბულვარი, რომლის ჯამური სიგრძეც 7 კილომეტრს აღწევს.

14 ადმინისტრაციულ ერთეულად დაყოფილი, 65 კვ.კმ.-ის ფართობის ბათუმი თავის პორტით შავ ზღვაზე, დასავლურ სამყაროს უკავშირდება და ერთგვარ „შავი ზღვის კარიბჭეთ“ იქცევა. 2022 წელს World Travel Awards-ის გამარჯვებული გახდა ნომინაციით: ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული ადგილი ევროპაში“.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია