ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

ტოპ 5 ულამაზესი კურორტი, რომლებსაც ბათუმი საზღვაო ტურიზმის მოყვარულებს გთავაზობთ

მთისა და ზღვის ულამაზესი პეიზაჟები, ბუნებრივი ნაკრძალებისა და პარკები, საუცხოო სამზარეულო და ტრადიციები, ერთნაირად იზიდავს, როგორც ქართველ ასევე უცხოელ დამსვენებლებს აჭარაში.

თუ თქვენი სტუმრობის მთავარი მიზანი საზღვაო ტურიზმია, მაშინ აჭარა არისა ადგილი, რომელიც უამრავ ულამაზეს, დაუვიწყარ და თვალწარმტაც საზღვაო კურორტებს გთავაზობთ. 

სუბტროპიკული კლიმატი, თბილი ზღვა, ზღვისა და მთის საოცარი ხედი, დასვენებისთვის გამორჩეულად სასიამოვნო გარემოს ქმნის. სანაპირო ზოლის სიგრძე 21 კილომეტრია, ზღვის წყლის ტემპერატურა კი საშუალოდ, +21-29 გრადუსი.

უნიკალური მცენარეებით გაშენებული, საუკუნეზე მეტი ხნის ბათუმის ბულვარი, ზღვისპირეთში დასვენების დროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია. ბათუმის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილი საკურორტო ადგილებიდან გამოირჩევა:

  • მახინჯაური

მახინჯაური აჭარაში მდებარე კურორტი.  ლურჯი ზღვა, მზიანი სანაპიროები და მშვიდი დასვენება გხიბლავთ, მაშინ მახინჯაურს უნდა ეწვიოთ. აქ უსასრულო ზღვის პეიზაჟები და ამწვანებული გარემო ერწყმის ერთმანეთს, რაც მეტ მომხიბვლელობას სძენს ამ ადგილს. მახინჯაური კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. მისი ძირითადი სამკურნალო ფაქტორია თალასოთერაპია (ზღვის ჰაერითა და ზღვაში ბანაობით მკურნალობა). აქ გამოედინება მინერალური წყაროებიც, რომლებსაც სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ. კურორტზე განვითარებულია ინფრასტრუქტურა. დასახლებაში არის კულტურის, განათლებისა და ჯანდაცვის დაწესებულებები.

მახინჯაური ცნობილია თავისი ,,გოგირდის აბანოებით“. სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი მას შემდეგ შეიქმნა, როდესაც ერთ-ერთმა დამსვენებელმა სამკურნალო თერმული წყაროები აღმოაჩინა (ამჟამად მიმდინარეობს კომპლექსის რეაბილიტაცია).

მახინჯაურის პატარა, კენჭოვან სანაპიროს  სიმწვანეში ჩაფლული  ბორცვები დაჰყურებენ. 

მახინჯაურიდან მარტივად შეძლებთ ქალაქ ბათუმში და მწვანე კონცხზე მოხვედრასაც.  

  • მწვანე კონცხი

მწვანე კონცხი — დასახლება ქალაქ ბათუმში (მწვანე კონცხის უბანი). საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ზღვისპირა კურორტია მწვანე კონცხი, რომელიც ბათუმიდან 9 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და განლაგებულია ზღვის დონიდან 70-92 მეტრის სიმაღლეზე. მწვანე კონცხი ბათუმის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ობიექტია, რადგან სწორედ მწვანე კონცხზე გაშენებულია ბათუმის ბოტანიკური ბაღი. 

  • გონიო

გონიო- ბათუმიდან 12 კმ-ში, საქართველო-თურქეთის საზღვართან და მდინარე ჭოროხთან ახლოს მდებარე დაბაა.

გონიოში პლაჟები ფართო და მოსახერხებელია, იქვეა ასევე პრომენადები, სასეირნო ბილიკები.

გონიოში ზღვის წყალი განსაკუთრებულად სუფთა და კამკამაა, პლაჟები ძალიან ახლოსაა მთებთან, რაც დადებით გავლენას ახდენს მიკროკლიმატზე და აქ დასვენებას  ესთეტიურადაც  სასიამოვნოს ხდის.

საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ისტორიული ღირსშესანისნაობა გონიო-აფსაროსის ციხეც ზუსტად აქ მდებარეობს,  სადაც შეგიძლიათ მოინახულოთ მუზეუმი და შეიტყოთ ბევრი ამ ადგილების ისტორიის შესახებ. 

- დამსვენებელს აქ მთებით შემოსაზღვრული სანაპირო, ულამაზესი ბუნება, ზღვის თბილი, გამჭვირვალე წყალი და მშვიდი ყურე, დაივინგის მოყვარულებს კი - ღრმაფსკერ ამჟამად გონიო-კვარიათში საკურორტო ზონის შესაფერისი კარგად გამართული ინფრასტრუქტურა არსებობს. სანაპიროები კეთილმოწყობილია, მრავლად არის კაფეები, ბარები, მაღაზიები. ბოლო წლებში გონიო-კვარიათში აშენდა უამრავი სასტუმრო და საოჯახო სასტუმრო, რომელთაგან ზოგი ზღვის პირას მდებარეობს, ზოგიც ფერდობებზეა შეფენილი.

 

 

  • კვარიათი

დასახლება ქალაქ ბათუმში, გონიო-კვარიათის უბანში. მდებარეობს მდინარე კვარიათის ნაპირებზე, კახაბრის ვაკეზე, ზღვის დონიდან 10 მ.

კვარიათი ერთ-ერთი პოპულარული შავიზღვისპირა კურორტია საქართველოში. პლაჟი 1 კმ სიგრძისაა. მისი ჩრდილოეთ ნაწილი უერთდება გონიოს პლაჟს, სამხრეთით კი სარფის პლაჟისგან ყოფს კლდე. კვარიათის პოპულარობას ხელს უწყობს მდიდარი წყალქვეშა სამყარო, აქ ფუნქციონირებს დაივინგ-ცენტრი. სასტუმროების უმეტესობა პლაჟიდან 100 მ-ში მდებარეობს, ნაწილი განლაგებულია მთის ფერდობზე.

  • სარფი

სარფი — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი სარფი). მდებარეობს მდინარე ტობაშის ნაპირებზე. სოფელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზით E70, ს 2 უკავშირდება ქალაქ ფოთს. სარფი მდებარეობს საქართველოს და თურქეთის საზღვარზე, სოფელში არის საბაჟო-გამშვები პუნქტი. უკანასკნელ ათწლეულში განვითარდა საკურორტო ინფრასტრუქტურა. 

საზღვრისპირა საკურორტო დაბა-სარფი  ბათუმიდან 20 კმ-ში მდებარეობს. აქედან უკვე მოჩანს თურქეთის ტერიტორია.

მთის ქედები აქ მაქსიმალურად ახლოსაა ზღვასთან. პლაჟი არც ისე დიდია, მაგრამ ეს ერთადერთი ადგილია აჭარაში, სადაც ზღვაში კლდიდან ხტომას შეძლებთ.

სარფი- ეს არის ადგილი, სადაც ძველი ქართული ეთნოსი-ლაზები ცხოვრობენ, რომლებიც ახლაც ინარჩუნებენ მათ უძველეს კულტურას და ენას.

აქვე შეგიძლიათ მოინახულოთ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჩანჩქერი.

სარფში მდებარეობს სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომლის გავლის შემდეგაც შეგიძლიათ თურქეთში მოხვდეთ როგორც ფეხით, ასევე მანქანით.  

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია