ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

ზღვისპირა ქალაქი რატომ უნდა ჩადო ინვესტიცია ბათუმში?

თავისი ძველი და ახალი არქიტექტურული შენობებით, უძველესი პორტით, ბოტანიკური ბაღით და ბულვარით, ევროპული მოედნებითა და ქუჩებით, მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებითა, კაფეებით და ბარებით ქალაქი ბათუმი მთელი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. 

ის მსხვილი სატრანსპორტო კვანძია, სადაც თავს იყრის საზღვაო, სარკინიგზო, საჰაერო და საავტომობილო კომუნიკაციები. ბათუმი კავკასიის ნავთობის გაზიდვის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნავსადგურია შავი ზღვის მთელ სანაპიროზე. ქალაქს, ისევე როგორ მთელ რეგიონს, ემსახურება საერთაშორისო აეროპორტი.

ბოლო წლებში ბათუმი იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ადგილად შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ის პოპულარობით სარგებლობს როგორც რესპუბლიკის ასევე რეგიონის მასშტაბითაც. ბათუმს ტურისტები  ევროპიდან, აზიის და ამერიკის კონტინენტებიდანაც სტუმრობენ. 

დღეს ბათუმი ქვეყნის ერთ-ერთი კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. აქ ყოველწლიურად მრავალი საერთაშორისო ფესტივალი და ღონისძიება იმართება, რომელშიც ცნობილი მუსიკოსები და ხელოვანები მონაწილეობენ.

რატომ უნდა ჩადო ინვესტიცია ბათუმში?

  • მუდმივი ბინადრობის მოპოვება;
  • ინვესტირების სწრაფი ანაზღაურება;
  • დაბალი ფასები;
  • კარგი ბიზნეს კლიმატი;
  • საიმედოობა და უსაფრთხოება;
  • შესანიშნავი ინფრასტრუქტურა.

დღეს, ინვესტიციების უზარმაზარი ნაკადი ხორციელდება უძრავი ქონების სექტორში. არც ისე დიდი ხნის წინ, ბათუმში პოპულარული გახდა უძრავი ქონების ინვესტირება ახალ, მრავალსართულიან სასტუმროს ტიპის კომპლექსებში, რომლებიც მფლობელს უკვე სრულიად კეთილმოწყობილი გადაეცემა. გარდა სრულიად აღჭურვილი ბინისა თქვენ ასევე შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ გაქირავების სისტემით, რომელის საშუალებითაც თქვენ აღარ გიწევთ გაქირავებაზე წვალება აპარტამენტის SOLIS Residence-ში შეძენის შემთხვევაში თქვენ იღებთ მომსახურების სრულ პაკეტს. 
SOLIS Residence იღებს პასუხისმგებლობას ობიექტის გამართულად ფუნქციონირებაზე, ჩვენი მომსახურება მოიცავს როგორც გაქირავებას, ასევე სასტუმროს ნომრების მენეჯმენტს და მოვლა პატრონობას. 

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია