ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

10 იდალული ადგილი პიკნიკისთვის

ყოველდღიური ცხოვრება და რუტინა ხშირად ძალიან დამღლელ და მოსაწყენ რეალობას ემსგავსება. ადამიანები ყოველთვის ვცდილობთ ვიპოვოთ ისეთი გარემო რომელიც ქალაქიდან შორს იქნება და ბუნებასთან უფრო მეტი დროის გატარებას შევძლებთ. აჭარა კი  იდეალური ადგილია, თქვენ წინ საინტერესო თავგადასავლები, ულამაზესი ბუნება და უამრავი თავისუფალი დროა, რომ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გაერთოთ და მოაწყოთ პიკნიკი. გთავაზობთ 10 იდეალურ ადგილს ბუნებასთან ჰარმონიული ურთიერთობისთვის: 

  • შუამთა - პატარა სოფელი ტყის მთების შუაგულში, ბათუმიდან 20 კმ.-ის დაშორებით,  ზღვის დონიდან   2 148 მ. სიმაღლეზე მდებარეობს.  ეს ადგილი გამორჩეული ბუნების სილამაზის გარდა ცნობილია, როგორც მტაცებელ ფრინველთა გადაფრენის დერეფანი, სადაც მოწყობილია საგუშაგოები და ფრინველებზე დასაკვირვებელი უამრავი პლატფორმა. 
  • კაპნისთავი - სოფელი აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აჭარისწყლის თემში. მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 360 მ სიმაღლეზე. ამ ადგილს “შვიდი ჩანჩქერის სოფელს უწოდებენ”, რაც მის განსაკუთრებულობას ზრდის. მრავალფეროვან ბუნებაში ჩაფლული უამრავი საპიკნიკე ადგილი, იდეალურ ატმოსფეროს ქმნის. 
  • მირვეთი -  სოფელი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აჭარისწყლის თემში. მდებარეობს მდინარე ჭოროხის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 60 მეტრ სიმაღლეზე. ქალაქ ბათუმიდან დაშორებულია 19 კილომეტრით. მირვეთი ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია, მთისა და ზღვის ჰაერით გაჯერებული ბზის ტყეებით, მყუდრო, მწვანეში ჩაფლული ჭოროხის ნაპირებით.
  • ჩირუხი - მდებარეობს აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, შუახევიდან 40 კილომეტრში, საზაფხულო სოფელ ჩირუხში. ზღვის დონიდან 2148მ სიმაღლეზე შესანიშნავი ხედები განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს. 

  • ციხისძირი -  აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 60-90 მეტრზე. აქ შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი სანაპიროების და უსასრულო ზღვის საოცარი ხედებით. 
  • მტირალას ეროვნული პარკი - ქობულეთის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს შორის მდებარეობს. ეროვნული პარკი ბათუმიდან 25 კმ, ხოლო ქობულეთიდან  27 კმ-ში მდებარეობს.  მთელი წლის მანძილზე აქ 4520 მმ ნალექი მოდის, რაც მტირალას ქვეყნის ყველაზე ნოტიო ადგილად აქცევს. აქ მოწყობილია ორი ზონა - საოჯახო და ტურისტული, სადაც კემპინგის გარდა შეგიძლიათ დაკავდეთ უამრავი აქტივობით: “ზიპ-ლაინი”, “თოკების პარკი”, “კვადრო ტური”, “ცხენების ტური. 
  • კინტრიშის ეროვნული პარკი - ქობულეთში, მდინარე კინტრიშის ხეობაში, სოფელ ცხემვანასა და ხინოს მთებს შორის ზღვის დონიდან 300-2500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 13514 ჰა- ს შეადგენს. ხეობა ბათუმიდან 55 კილომეტრში მდებარეობს, ხოლო ქობულეთიდან ნაკრძალამდე 24 კილომეტრია.  კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე შესაძლებელია ეთნოლოგიური, ეკოლოგიური და ფრინველებზე დაკვირვების ტურების მოწყობა. 
  • ბოტანიკური ბაღი - სუბტროპიკული ფლორით დამშვენებულ ოაზისი, რომელიც გამოირჩევა ულამაზესი ფლორით.  ბათუმიდან სულ რაღაც 9 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ტერიტორია მოიცავს მდინარე ჩაქვისწყლის შესართავსა და მწვანე კონცხს შორის მდებარე 1 კმ სიგრძის სანაპირო ზოლს. ვრცელდება ზღვის დონიდან 0-220 მეტრ სიმაღლემდე. ბაღის ფართობი კი შეადგენს 113 ჰექტარს. 
  • თაგო -  სოფელი აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის მარცხნივ, ზღვის დონიდან 1000 მ. ხულოდან 7 კმ. აქ შეგიძლიათ დატკბეთ ალპური ბუნებით, მოაწყოთ კემპინგი და სასიამოვნოდ გაატაროთ დრო. თუ ექსტრემალი ხართ ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ საბაგიროს.
  • მწვანე ტბა- აჭარის ალპური ტბებიდან მწვანე ტბა ის გამორჩეული ადგილია, რომელსაც ყველაზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. ის მდებარეობს არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, გოდერძის უღელტეხილიდან 6 კილომეტრში, ტყეებით გარემოცულ ქვაბულში, ზღვის დონიდან 2058 მ სიმაღლეზე. იგი ნაომვარის მთის ძირში, ალპურ ზონაში იმ ქედების შუაში მდებარეობს, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ჰყოფს. ზედაპირის ფართობი  0,05 კმ²-ს შეადგენს. ტბის უდიდესი სიღრმე კი 19,4 მ-ია. 
გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია