ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

4 აქტივობა, რომელიც ბათუმის თავიდან აღმოჩენაში დაგეხმარებათ

ყოველწლიურად ბათუმს უამრავი ვიზიტორი სტუმრობს, რომლებიც ქალაქის გამორჩეული და საუცხოო ბულვარით, ულამაზესი ბუნებით, ზღვის საოცარი ხედებით ტკბებიან და დაუვიწყარი ემოციებით ივსებიან. თუმცა ბათუმში სხვა უამრავი აქტივობა და გასართობია, რომელიც თქვენ ყურადღებას მიიპყროს და დადებითი შთაბეჭდილებებით აგავსებთ.

  • ველოსიპედით სეირნობა

​თუ ველოსპორტით სეირნობა გიყვართ, ან უბრალოდ მარტივი გადაადგილების საშუალებას ეძებთ იცოდე, რომ 7 კილომეტრიანი ბათუმის ბულვარის გზა თქვენ განკარგულებაშია. როგორც ძველ, ასევე ახალ ბულვარს გამორჩეული ხიბლი აქვს, ველოსიპედით სეირნობისას აქ შეგიძლიათ დატკბეთ ქალაქის უმშვენიერესი ხედით და ასევე ზღვის ტალღების ხმით. 

  • სქროლით გადაადგილება

ბათუმისთვის ახალი ხილია და იგი განკუთვნილია ქალაქში მობილობის გასაზრდელად, ზაფხულში ბათუმში უამრავი ტურისტია, შესაბამისად ქალაქი გადატვირთულია ეს ელექტროსკუტერი კი საშუალებას მოგცემს ამ  ქალაქში სწრაფად გადაადგილდე და სეირნობით სიამოვნებაც მიიღო. თუ თქვენ ცოტახნით ესტუმრეთ ზღვისპირა ქალაქს და გინდათ ყველაფრის დათვალიერება მოასწროთ, მაშინ სქროლი ისაა რაც გჭირდებათ. სმარტფონში ჩაწერილი შესაბამისი აპლიკაციით  მარტივად შეგიძლიათ მისი გააქტიურება. უბრალოდ რთავ კამერას, ასკანერებ QR კოდს, აჭერ ანლოქს და საშუალება გეძლევათ მარტივად და სწრაფად გადაადგილდეთ. 

  • საბაგიროთი მოგზაურობა

გიფიქრიათ თუ არა როგორი ხედი შეიძლება გადაიშალოს თქვენ წინაშე თუ ბათუმს ზემოდან შეხედავთ? წინასწარ გეტყვით ნამდვილად აღტაცებული დარჩებით, რადგან თქვენ წინაშე თანამედროვე არქიტექტურა, ულამაზესი სანაპირო და მთელი ფერადი ბათუმი გადაიშლება. თუ გინდათ ეს ყველაფერი თქვენ მოგზაურობის ნაწილად აქციოთ, მაშინ  ესტუმრეთ გოგებაშვილის ქუჩას და საბაგიროთი გაემართოდ ფერიას მთისკენ.

  • ესტუმრეთ რესტორან "სანაპიროს"

ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური და ნამდვილად ბათუმური ადგილია, "ბერეგი"- რესტორანი "სანაპირო". აქ შეგიძლიათ ზღვის სანაპიროზე დააგემოვნოთ აჭარული კერძები, გასინჯოთ უგემრიელესი დესერტები, მიირთვათ ბათუმური ყავა და ამავდროულად დატკბე საოცარი ხედებით. თუ  ნამდვილი ბათუმის ნახვა და მისი შეცნობა გინდათ მაშინ ეს ადგილი თქვენთვისაა, სადაც შესაძლოა ბათუმელების სასიამოვნო კამპანიაში აღმოჩნდე და მისი ისტორიის მონაწილე გახდეთ.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია