ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

ადგილები აჭარაში, რომელიც უნდა მოინახულოთ

მრავალფეროვნება - ეს არის სიტყვა რომელიც გადმოგვცემს აჭარის კუთხის განსაკუთრებულობას. მხარე, რომელსაც საუკუნეების მანძილზე უწევდა ცვლილებებთან შეგუება, დღეს სავსეა განსხვავებული კულტურით, ადათ-წესებითა და ადამიანებით. ამ რეგიონზე სხვადასხვა დამპყრობლებისაგან ესენი იქნებოდნენ ოსმალები, რუსები თუ სხვა ეროვნების წარმომადგენლების მუდმივმა დარტყებმა, გამოიწვია ის, რომ აჭარაში ერთდროულად შეხვდებით კათოლიკურ,  ქრისტიანულ ეკლესიებს და მეჩეთებს. 

მრავალფეროვნებით გამოირჩევა აჭარის ბუნებაც, აქ შეგხვდებათ, როგორც მთავარი ზღვისპირა ქალაქი, ასევე მაღალმთიანი, მშვიდი ადგილები. სწორედ ასეთ ადგილს მიეკუთვნება ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე, ბეშუმი, რომელიც ზღვის დონიდან 1850-2000 მეტრზე მდებარეობს. ბეშუმი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია, რომლის მთავარი სამკურნალო ფაქტორებია: ჰაერის გამჭირვალობა და ტენიანობა, კარგი სასმელი და მინერალური წყლები, სამკურნალო ტალახები, მზის ულტრაიისფერი სხივები, მდიდარი ბუნებრივი გარემოა. აქ მკურნალობენ სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზურ დაავადებებს, სისხლნაკლებობას, ბავშვთა ქრონიკულ დაავადებებს. 

ბათუმი გამოირჩევა თანამედროვედ მოწყობილი საოცარი არქიტექტურით, შენობა- ნაგეგოგებით და ქალაქში არსებული აქტიური ცხოვრების სტილით, მაგრამ ამ ყველაფერზე უფრო საინტერესო ქალაქის ძველი უბნებია. ადგილი, სადაც შეიძლება წავაწყდეთ ქუჩის ხელოვნებას, ძველ ისტორიულ კარებს, ულამაზეს ფერად აივნებს, საოცარი ისტორიების მონაწილე გახდეთ და გაიგოთ როგორია ბათუმის ნამდვილი სახე. 

ბათუმიდან სულ რაღაც 19 კმ-ში მდებარეობს თავგადასავლების მოყვარულებისთვის იდეალური ადგილი მაჭახელას ხეობა. ისტორიული ადგილი, რომელიც გამორჩეულია თამარ მეფის დროს აშენებული ხიდებით, რამდენიმე ულამაზესი ჩანჩქერით, ეროვნული პარკითა და ეთნოგრაფიული მუზეუმით. ტურისტებს აქ შეუძლიათ დააგემოვნონ ადგილობრივი თაფლი და გაეცნონ საქართველოს ისტორიიდან არსებულ ,,ოქროს ხანად“ წოდებულ ეპოქას.

ზღვისპირა რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და ოჯახური დასვენებისთვის შესანიშნავი კურორტი - გონიო - პატარა სანაპირო ზოლით და სუფთა წყლით, აერთიანებს მთიან რეგიონს და ზღვისპირს. კურორტზე უამრავი კოტეჯი და ყველანაირი ტიპის სასტუმროა. დროის გატარება კი სანაპირო ზოლზე არსებული განსხვავებული აქტივობით შეიძლება. ასევე შეგვიძლია გონიოს ციხის დათვალიერება და ადგილი ძალიან ახლოს არის სარფთან, სადაც ტაქსით ან მანქანით რამდენიმე წუთში მივალთ და კლდიდან წყალში ხტომისთვის უამრავ ადგილს ვიპოვით. 

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია