ბათუმი ინვესტორებისთვის დღითიდღე უფრო მომხიბვლელ ადგილად ითვლება, იზრდება დაინტერესება როგორც ქვეყნის შიგნით ასევე უცხოელი ინვესტორების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ თავად ქვეყანა მდებარეობს ცნობილ ისტორიულ აბრეშუმის გზაზე, რომელიც ფაქტიურად, გზა დასავლეთ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპას დამაკავშირებელ ხიდს ჰგავს. მდებარეობა არის ის, რაც ქვეყანას აქცევს გზაჯვარედინად ორ კონტინენტს შორის, ქმნის ფასდაუდებელ შესაძლებლობებს იმპორტისა და ექსპორტისთვის, საერთაშორისო ბიზნესისთვის, უცხოური ბიზნეს ინვესტიციებისთვის. მსოფლიო ბანკის ჯგუფი ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც ეხება ბიზნესის კეთების სიმარტივეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, საქართველო წამყვან პოზიციებზეა. დღეს მარეგულირებელი გარემო ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესის დაწყებას და ფუნქციონირებას. აჭარაში ტურიზმი ერთ-ერთი მთავარი საინვესტიციო სფეროა, უძრავი ქონება, სტუმართმოყვარეობა, წარმოება, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი არის ის სფეროები, რომლებშიც შეგიძლიათ ფულის დაბანდება.
რატომ არის აჭარა საინვესტიცოდ მიმზიდველი ადგილი: