აჭარაში სტუმრობა წლის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. ეს ადგლია სადაც ერთიანდება ზღვა, მთა და საინტერესო ტრადიციები. აქ შეძლებთ მოინახულოთ უამრავი ღირსშესანიშნაობა, შექმნათ დაუვიწყარი მოგონებები და აივსოთ დადებითი ემოციებით. დამახასიათებელია სუბტროპიკული ჰავა, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით, თუმცა ბათუმის ხშირი სტუმარია კოკისპირული წვიმა. შავი ზღვის სანაპირო უფრო ჭარბტენიანია, ვიდრე აჭარის მაღალმთიანი რაიონები, რომლებიც უხვთოვლიანობით გამოირჩევა, თუმცა ბათუმში იშვიათად თოვს და თოვლიც მალევე დნება.
ზაფხულში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დაბლობში 22-240 C, ხოლო მაღალმთიანეთში 17-210 C შეადგენს, ხოლო ზამთარში ბათუმში ტემპერატურა 4-60 C, ხოლო მაღალმთიან რაიონებში 3-20 C აღწევს. სწორედ აჭარაშია ევროპის ნალექების პოლუსი - მთა მტირალა, სადაც წლიურად 4000 მმ-მდე ნალექი მოდის. აჭარის კლიმატი იმდენად უნიკალურია, რომ ერთ სივრცეში, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში თავმოყრილია სხვადასხვა კლიმატური და ლანდშაფტური ზონის მცენარეთა სახეობები აღმოსავლეთ აზიისა და ჰიმალაის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის, მექსიკის, ხმელთაშუაზღისპირეთისა და ამიერკავკასიიდან.