საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა გვაძლევს საფუძველს, რომ ღვინის ტურიზმის განვავითაროთ. საქართვლოში მეღვინეობა - მევენახეობის ტრადიციები 8000 წლის წინათ იღებს სათავეს, მსოფლიოში ცნობილი 2000 ყურძნის ჯიშიდან 500 ქართულია. UNESCO–ს მიერ ქართული ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიცია აღიარებულია მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერას აჭარა წარმოადგენს. აჭარის მასშტაბით მევენახეობა განსაკუთრებით განვითარებულია ქედის მუნიციპალიტეტში. აქ წარმოებული ღვინის უნიკალური სახეობებია:
ღვინის ტურიზმში მნიშვნელოვან კომპონენტს ღვინის ტურები წარმოადგენს, რომელიც საშუალებას გაძლევთ მოინახულოთ ვენახები, შეისწავლოთ ღვინის დაყენების ტექნოლოგიები, დააგემოვნოთ უნიკალური ადგილობრივი ღვინო და უგემრიელესი ტრადიციული კერძები. ღვინის ტურში მონაწილე ადამიანებს აჭარაში ყველაზე მეტად სწორედ ადგილობრივი ღვინო, მისი ისტორია და კულტურა ხიბლავთ და ასევე შესაძლებლობა, რომ გაეცნოთ მაღალმთიანი აჭარის უმშვენიერეს ბუნებას და ისტორიულ ძეგლებს.