თუ გიყვართ, მოგზაურობა, ახალი ადგილებისა და კულტურის შესწავლა, რომელიც თქვენ სულიერ განვითარებას უწობს ხელს აუცილებლად უნდა ეწვიოთ აჭარას და ნახოთ მისი ისტორია, ხელოვნება და კულტურა. აქ ხელოვნებას იპოვით ყველაფერში - ნახატებში, ფერწერაში, სხეულის მორთულობასა და ფოლკლორში. თუ თქვენ მიეკუთვნებით ამ კატეგორიას, აჭარაში მოგზაურობა, ნამდვილად სწორი არჩევანია.
სამუსიკო ხელოვნება - მსოფლიო კლასიკური მუსიკით დაინტერესება აჭარაში XIX საუკუნის II ნახევრიდან იწყება. 1889 წელს ბათუმში გაიხსნა მუსიკოსთა წრე, მუსიკოსთა ამ საზოგადოების მიზანს ქართული, ევროპული და რუსული მუსიკის პოპულარიზაცია წარმოადგენდა. XX საუკუნის 20-იან წლებში ბათუმში ჩამოყალიბდა რამდენიმე კამერული ჯგუფი. რომელმაც ხელი შეუწყო აჭარაში მუსიკალური კულტურის, სასცენო ხელოვნების, მხატვრული თვითმოქმედების განვითარებას, ქართველ მომღერალთა გუნდების ჩამოყალიბებას, ხალხური სიმღერებისა და ცეკვების შესწავლას. აჭარული მუსიკალური ფოლკლორი გამორცეულია სიმღერების მელოდიური და ჰარმონიული, პოლიფონიური წყობის, მრავალხმიანობის, ინტონირების, მუსიკალური აზროვნების მხრივ, რომლებიც ხასიათდება მდიდარი თემატიკით. მუსიკალური საკრავებიდან აღსანიშნავია ჩონგური, ჭიბონი, გუდის ჭიბონი, დიდი დოლი. გამორჩეული ნიმუშია ოთხხმიანი ნადური, რომელსაც ასრულებს „გადაბმული“ ანუ ორპირი გუნდი. სამხმიანი სიმღერებიდან აღსანიშნავია „ძველი აბადელია“, „ტბეთური“, „ჟამიელი“, „მაყრული“, „საფერხულო“, „ჩაღმა ჩაყრილო ვენახო“, ხოლო გურულ-აჭარული შედევრებია: „შავი შაშვი“, „შვიდკაცა“, „ხასანბეგურა“, „ალი-ფაშა“ და სხვა.
ცეკვა - საქართველოში ყველა კუთხეს აქვს თავისი ცეკვა, რომელიც გადმოსცემს, იქ მცხოვრები ხალხის ყოფა-ცხოვრებას და ისტორიას. ამ მხრივ გამონაკლისი არც აჭარაა, წარმოგიდგენთ ცეკვებს, რომელიც თავისი ისტორიით და მნიშვნელობით გამოირჩევა:
თეატრალური ხელოვნება - ბათუმში პირველი ქართული თეატრალური წარმოდგენა 1879 წლის 8 ივლისს გაიმართა. ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა წარმოადგინეს ზ.ანტონოვის კომედია „განა ბიძიამ ცოლი შეირთო?’’, რამაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ თეატრს აჭარაში. 1882 წელს ქეთევან ჟურულის ინიციატივით ბათუმში ჩამოყალიბდა სცენისმოყვარულთა წრე, რომელიც შემდეგ, ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დავით კლდიაშვილის ინიციატივით გადაკეთდა დრამატულ თეატრად. 1884 წელს ააგეს ხის პატარა შენობა თეატრისთვის, რომელიც ახლანდელი კ. გამსახურდიას ქუჩაზე იყო და 450-მდე მაყურებელს იტევდა. შემდეგში თეატრი განთავსდა ე.წ. „რკინის თეატრში“, რომელიც დღევანდელი ცირკის შენობის ადგილას მდებარეობდა და 900 მაყურებელს იტევდა. XX საუკუნის 20-იან წლებში, ა.შმაევსკის ინიციატივით, თეატრის შენობა აიგო დღევანდელი ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის ადგილას. 1933 წელს კი ნაგებობა დაანგრიეს და მის მაგივრად ააგეს ახლანდელი დრამატული თეატრის შენობა, რომელიც გაიხსნა 1952 წლის 19 მარტს.