ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ყვავილობა

აჭარაში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა იხილოთ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და ძველი ბოტანიკური ბაღი, რომელიც ბათუმიდან სულ რაღაც 9 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ულამაზესი ფლორა და სუფთა ჰაერი ქმნის ბოტანიკური ბაღის საუცხოო გარემოს, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ ბუნების სილამაზით და გათავისუფლდეთ უარყოფითი ენერგიისგან. ტერიტორია მოიცავს მდინარე ჩაქვისწყლის შესართავსა და მწვანე კონცხს შორის მდებარე 1 კმ სიგრძის სანაპირო ზოლს. ვრცელდება ზღვის დონიდან 0-220 მეტრ სიმაღლემდე. ბაღის ფართობი შეადგენს 113 ჰექტარს, რომელიც შორეულ წარსულში დაფარული იყო კოლხური ტიპის ტყით და მარადმწვანე ქვეტყით. მნახველებისთვის ბაღი, სადაც ახლა მცენარეების იშვიათი სახეობები იზრდება, 1912 წელს გაიხსნა და ყოველწლიურად ათასობით დამსვენებელსა და სტუმარს მასპინძლობს. განსაკუთრებით ამაღელვებელია ბაღის ხილვა გაზაფხულზე და ზაფხულზე, როდესაც მცენარეთა უმრავლესობა ყვავილობს, ირგვლივ საოცარი ფერთა გამა იშლება, ჰაერში კი გამაბრუებელი სურნელი ტრიალებს, რომელიც დაუვიწყარ სამყაროში გამოგზაურებთ. 

ამ ადგილს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, რადგან აქ თანაარსებობს განსხვავებული კლიმატის და ლანდშაფტის ზონიდან აღებული მცენარეთა სახეობები, ნახავთ როგორც ერთწლოვან, ასევე ორწლოვან და მრავალწლოვან მოყვავილე მცენარებს. გვხვდება ვარდის 107 კულტურული ფორმა და ფიქსირდება იაპონური კამელიის 80-ზე მეტი ჯიში. ასევე, პალმისებრი ნეკერჩხლის 20 ფორმა და მაგნოლიის 15 სახეობა. წარამდენიმე გამორცეულ მათგანს:

“აგარეტუმის” ნაზი ლურჯი ყვავილი ბაღში სეირნობისას თქვენ ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს. აუცილებლად თვალში მოგხვდება, „კლეომე სპინოზას“ ყვავილი, რომელიც ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე მისი სახელი გეუბნება. ეს არის მაღალი ლამაზმანი სამხრეთ ამერიკიდან, მისი შთამბეჭდავი ვარდისფერი ყვავილები მცენარეების ზღვაშიც კი გამოჩნდება, ვინაიდან ის ძალიან მაღლა იზრდება. ასევე ‘’ამანტის’’ უმეტესი ნაწილი ფერადი და გამორჩეულია. ეს მრავალწლოვანი ვარდისფერი, მეწამული და თეთრი ფერის ყვავილოვანი მცენარეც სამხრეთამერიკელია. გასაოცარი აყვავებულ  ‘’კამელიები’’, რომელიც ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ყვავილობს. კამელიები ლამაზი, გაზაფხულის ყვავილოვანი ბუჩქებია. იაპონური კამელია, რომელიც უხვადაა წარმოდგენილი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, არის მარადმწვანე  მერქნიანი ბუჩქი. ცალკე აღსანიშნავია ვარდების ბაღი რომელის გამორჩეული წევრებია: ჩაის ჰიბრიდები, პოლიანტები, ფლორიბუნდას ტიპის, მინიატურული და ხვიარა ვარდები. 

ბოტანიკური ბაღის ეს არის ბუნებისა და მცენარეების მოყვარულთათვის იდეალური ადგილი, სადაც შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი, გაშალოთ კარავი და დატკბეთ აქ გატარებული ყოველი წამით და დატკბეთ ბუნების ზღაპრული სილამაზით.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია