ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

ბათუმის თეატრალური ცხოვრება

ადამიანები ხშირად ვეძებთ სივრცეს, სადაც შევძლებთ გავექცეთ რეალობას, ვიმოგზაუროთ დროსა და სივრცეში და გადავეშვათ ოცნებენში. ამ  ემოცას და შესაძლებლობას გვაძლევს თეატრი. ეს არ არის მხოლოდ სასცენო ადგილი, სადაც ტრადიციულად ხდება თეატრალური ხელოვნების ნაწარმოების წარსდგენა, ეს არის სიცრცე, სადაც შეგიძლიათ იპოვნოთ საკუთარი თავი. გარემო სადაც შეგიძლით თითოეულ დადგმულ სპექტაკლში დაინახოთ საკუთარი ცხოვრება და აღმოაჩინოთ ადამიანების თვისებები.

თეატრის  ისტორია საბერძნეთიდან იწყება და  ბერძნულად ნიშნავს- სანახაობის ადგილს (θέατρον).  თავდაპირველად თეატრი შეიქმნა გართობის მიზნით, დღეს კი განსაზღვრავს ყოველი ქვეყნის კულტურას ხასიათს და ტრადიციას. ბათუმი თავის მხრივ გამორჩეულია თეატრებით, წარმოგიდგენთ ადგილებს რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ ბათუმის თეატრალური ცხოვრების შესაცნობად:  

  • ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი - საფუძველს 1937 წლის 18 მარტიდან იღებს და საინტერესო გავნითარების ისტორით აქვს. Გამოირჩევა საინტერესო და გამორჩეული შმოქმედებით.  თეატრი ანხორციელებს საგასტროლი ტურნეებს როგორც საქართველოში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, და მონაწილეობას იღებს მსოფლიოს წამყვან ფესტივალებში. 
  • თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი-  XX საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს სათავეს და არქიტექტურულად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ლამაზი შენობა.  ასეთი ტიპის თეატრი პირველად აჭარაში 1936 წელს გაიხსნა  „ტიკინების თეატრის“ სახელწოდებით, ბათუმში მანამდე არსებობდა თოჯინების მოყვარულთა თვითმოქმედი თეატრი, რომლის საფუძვლებზეც  ჩამოყალიბდა ბათუმის თოჯინების პროფესიული თეატრი. 
  • ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი - 2004 წელს შეიქმნა და  წარმოადგენს მოდერნისტული-კლასიკური არქიტექტურის სინთეზს. გაერთიანებულია ბათუმის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ბათუმის სახელმწიფო კაპელა, ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი, ბავშვთა და მოზარდთა მუსიკალური თეატრი.წლის გამნავლობაში  იმართება საოპერო და  დრამატული სპექტაკლები, პრეზენტაციები, კონფერენციები ,სახელმწიფო ღონისძიებები, გამოფენები, კონცერტები, საერთაშორისო ფესტივალები, პრესკონფერენციები. 
გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია