ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

ცხოვრება ცხრა მთას იქით - იაილებში

ადამიანები ცდილობენ ყოველდღიური ცხოვრება გაიმრავალფეროვნონ, ახალი თავგადასავლებითა და მოგონებებით აავსონ. თუ გიყვარს განსხვავებული კულტურის შეცნობა, ახალი ცხოვრების აღმოჩენა და საინტერესო ადგილების მონახულება, მაშინ ეს ბლოგი ნამდვილად შენთვისაა. 

აჭარის ბუნება და კულტურა ნებისმიერ სეზონზე ვიზიტორებს თავისი განსაკუთრებული ბუნებით აოცებს. ცხრა მთას იქითაც კი, სადაც შეიძლება იფიქრო, რომ საინტერესო არაფერი ხდება, შეხვდებით ერთ პატარა სოფელს, სადაც ცხოვრება ჩქეფს. აქ იალებია- საზაფხულო საძოვრები, რომლებიც ზემო აჭარის კულტურის გამორჩეული და შეუცვლელი ნაწილია. ეს ადგილები გარესამყაროსგან თითქოს მოწყვეტილია, აქ არ შეგხვდებათ სუპერმარკეტები, ყველაფერი მხოლოდ ნატურალური, საკუთარი ხელით შექმნილი და დამზადებულია.

 

მაისის თვეში იაილების მკვიდრნი ოჯახებთან ერთად დროებით ტოვებენ საკუთარ სახლებს და საცხოვრებლად მთებში გადადიან. მომთაბარე ცხოვრების მთავარ მოტივი ზამთრისთვის საკვების, ძირითადად რძის პროდუქტებისა და თაფლის შეგროვებაა. აქ მოსახლეობა ძალიან სტუმართმოყვარეა, ხშირად ნახავთ მეზობელ ქალებს, რომლებიც პირუტყვს ერთად მიერეკება საძოვრებზე, ბავშვებს, რომლებიც ერთ ჯგუფად შეკრულები ცდილობენ საკუთარი ხელებით შექმნან სათამაშოები, ან გამოიგონონ ახალ-ახალი გასართობი. 

ახლა შენი ჯერია, ესტუმრე იაილებს და აღმოჩინე ახალი სამყარო ცხრა მთას იქით.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია