საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ბათუმი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ცენტრია მთელს შავი ზღვის რეგიონში. გამორჩეულია ძველი და ახალი არქიტექტურული შენობებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, მუზეუმებით, სტრატეგიული მნიშვნელობის უძველესი პორტით, ზღვისპირა ბულვარით, ევროპული მოედნებით და ქუჩებით, მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებითა და კაფეებით, ბათუმი თანამედროვე საქართველოს საუკეთესო სახეა. ქალაქი დღითი დღე მშვენდება, უკანასკნელი წლების განმავლობაში კი სწრაფი ტემპით განვითარდა. ევროპაში ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული ვებგვერდი “European Best Destinations’, რომელიც მოგზაურობის მსურველებს აწვდის ტურისტულად საინტერესო მიმართულებების შესახებ ინფორმაციას, ბათუმს ევროპის საუკეთესო ფარული მარგალიტად ასახელებს. ბათუმი ესპანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, პორტუგალიისა და სხვა ევროპული ქვეყნების ტურისტულ ადგილებს შორის პირველ ადგილს იკავებს.
სტატიაში წერია: “ბათუმი იდეალური ადგილია ზაფხულში მოგზაურობისთვის, მაისსა და ივნისში შეგიძლიათ ალუბლის ხის ყვავილობის სურნელით დატკბეთ, ამავდროულად ერთმანეთს შეუთავსოთ დასვენება, სანაპიროზე გარუჯვა და შოპინგი. Შემოდგომის სეზონი კი ბათუმის პარკებსა და აჭარის ბუნებას ათას ფერს სძენს, ეს წელიწადის საუკეთესო დროა შეყვარებულთან, ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად ქალაქიდან ბუნებაში გასასვლელად.”
Ბათუმი მუდმივად განაგრძობს განვითარებას “ყოველდღე იხსნება თანამედროვე სასტუმროები, აზიური და ევროპული რესტორნები, ყველაზე წარმოუდგენელი შენობების თავზე ბარები, დიზაინერების მაღაზიები. ეს ადგილი ბევრად მეტია, ვიდრე ევროპაში ჩამალული მარგალიტი – ის ერთ-ერთი საუკეთესო City Break მიმართულება ევროპაში.”