ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

ისტორიული პირები, რომლებიც ბათუმს ესტუმრნენ

ბათუმი დაარსების დღიდან უამრავი განსხვავებული პროფესიის, ინტერესის თუ  სოციალური სტატუსით გამორჩეული ადამიანს იზიდავდა. ზოგი მათგანი ბათუმს რამდენიმე დღე ან თვე სტუმრობდა, მაგრამ ზღვისპირა ეს პატარა ქალაქი მათზე წარუშლელ კვალს ტოვებდა. ვიზიტორებს შორის უამრავი საინტერესო პიროვნება და გამოჩენილი ადამიანია. წარმოგიდგენთ იმ მნიშვნელოვან პირებს, რომლებიც ბათუმს ეწვივნენ:

  • ჯონ ერნსტ სტეინბეკი - ამერიკელი მწერალი, 1962 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. ცნობილია ნოველით „თაგვებსა და ადამიანებზე“ და პულიცერის პრემიით დაჯილდოებული რომანით „მრისხანების მტევნები“. სტეინბეკი ნატურალისტურ სტილში წერდა, ხშირად მისი წერის საგანი მუშათა კლასის ცხოვრება იყო, მისი ინტერესთა სფერო ფართო სპექტრს მოიცავს, ოკეანის ბიოლოგიიდან დაწყებული, ჯაზით, პოლიტიკით, ფილოსოფიით, ისტორიითა და მითოლოგიით დამთავრებული. თავის "რუსულ დღიურებში" აღწერა მისი მოგზაურობა საქართველოში, განსაკუთრებული ყურადღება ბათუმს მიაქცია, რადგან მოიხიბლა ულამაზესი ხედებით, ტროპიკული კლიმატით და საოცარი ბუნებით. "უკვე გვჯეროდა, რომ რუსების უმრავლესობა,  მთელი ცხოვრების პატიოსნად და ზნეობრივად გატარების შემთხვევაში, სიკვდილის შემდეგ სამოთხის ნაცვლად  საქართველოში მოხვედრას იმედოვნებდა, იქ, სადაც შესანიშნავი ჰაერი, ბარაქიანი მიწა და საკუთარი პაწია ოკეანე აქვთ“ - წერდა სტეინბეკი.
  • მიხეილ ათანასეს ძე ბულგაკოვი - ცნობილი რუსი მწერალი, დრამატურგი, თეატრალური რეჟისორი და მსახიობი. მან ბათუმი ორჯერ მოინახულა. პირველად 1921 წელს, ხოლო მეორედ 1928 წელს მეუღლესთან ერთად ეწვია ბათუმს, მოინახულა მწვანე კონცხი, რომელმაც შთააგონა და გაუჩნდა აზრი დაეწერა რომანი "ოსტატი და მარგარიტა". რუს მწერალს ეკუთვნის პიესა სახელწოდებით "ბათუმი", რომელიც სტალინის 60 წლისთავის საიუბილეოდ დაიწერა.

  • სერგეი ალექსანდრეს ძე ესენინი - ცნობილი რუსი პოეტი-იმაჟინისტი, რომელიც ბათუმს  1924 წელს ეწვია და ორი თვე დაჰყო. ამ ორიოდე თვეში, ორი გოგონას შეყვარება მოასწრო , ერთ-ერთი მათგანია შაგანე ტალიანის, რომელსაც მიუძღვნა ლექსი "შაგანე ჩემო, ჩემო შაგანე" და ასევე კაბცოვა, რომელსაც ნაცნობებს ხუმრობით თავის ახალ მეუღლედ აცნობდა. აქ გატარებულმა მოკლე პერიოდმა მის შემოქმედებაზე ძალიან კარგი გავლენა იქონია. სწორედ აქ დაიწერა პოემა "ანა სნეგინა" და უამრავი ლექსი, მათ შორის ერთი ბათუმს მიუძღვნა. 
  • ჟორჟ ჟოზეფ ქრისტიან სიმენონი - ფრანგულენოვანი ბელგიელი მწერალი, რომელიც შავი ზღვის გარშემო მოგზაურობისას ბათუმში გაჩერდა. ბათუმის ქუჩები, საინტერესო ადგილები და აქ განვითარებული ისტორიები კი გადმოსცა მის ერთ-ერთი პირველი ნოველაში ,,ხალხი მოპირდაპირე მხარეს“. 
გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია