ბათუმი დღეს უმნიშვნელოვანესი ტურისტული ცენტრია მთელს შავი ზღვის რეგიონში, რომელიც თანამედროვე საქართველოს სახეა. თუ გსურთ ამ ქალაქის ნაწილი გახდეთ, განახორციელეთ ინვესტიცია ბათუმში კომპანია "სოლის რეზიდენსთან"ერთად.
ზღვის პირველ ზოლში, შერიფ ხიმშიაშვილის 61 ნომერში ჩვენ ვაშენებთ 26 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს პანორამული ზღვისა და ახალი ბულვარის ხედით, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას დატკბე ბათუმის სილამაზით და აივსოთ დადებითი ენერგიით. პროექტის თანამედროვე არქიტექტურული დიზაინი, ადგილმდებარეობა, შესანიშნავი ხედები, თანამედროვე ტექნოლოგიები და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები ქმნის მაქსიმალურად კომფორტულ საცხოვრებელ და დასასვენებელ გარემოს.
დღეს ნებისმიერი ადამიანისთვის კომფორტული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტებია: ხარისხი, კომფორტი და საიმედოობა, სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული ხედვა და ვქმნით ადამიანებისთვის გარემოს, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ზოგადად ხარისხიან მშენებლობას, არამედ ხარისხს მშენებლობის პირველი ეტაპიდან გაყიდვის შემდგომი მომსახურების ჩათვლით.
ჩვენ გთავაზობთ:
დღეს, ინვესტიციების უზარმაზარი ნაკადი უძრავი ქონების სექტორში ხორციელდება . არც ისე დიდი ხნის წინ, ბათუმში პოპულარული გახდა უძრავი ქონების ინვესტირება ახალ, მრავალსართულიან სასტუმროს ტიპის კომპლექსებში, რომლებიც მფლობელს უკვე სრულიად კეთილმოწყობილი გადაეცემა. გარდა სრულიად აღჭურვილი ბინისა თქვენ ასევე შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ გაქირავების სისტემით, რომელის საშუალებითაც თქვენ აღარ გიწევთ გაქირავებაზე წვალება აპარტამენტის SOLIS Residence- ში შეძენის შემთხვევაში თქვენ იღებთ მომსახურების სრულ პაკეტს.
SOLIS Residence იღებს პასუხისმგებლობას ობიექტის გამართულად ფუნქციონირებაზე, ჩვენი მომსახურება მოიცავს როგორც გაქირავებას, ასევე სასტუმროს ნომრების მენეჯმენტს და მოვლა პატრონობას.