ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

მსოფლიო მნიშვნელობის დაცული ტერიტორიები აჭარაში

აჭარა თავის მრავალფეროვანი ბუნებით და კონტრასტული ლანდშაფტებით საქართველოს ერთ- ერთი გამორჩეული მხარეა. ამ ადგილის ბუნების სიმდიდრეს და მრავალფეროვნებას აქ არსებული დაცული ტერიტორიების და ბუნებრივი ნაკრძალების სიმრავლე ცხადყოფს. წარმოგიდგენთ 4 დაცული ტერიტორიას, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

  • ქობულეთის დაცული ტერიტორიები- მოიცავს ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალს და აღკვეთილს, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო მნიშვნელობის, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემების, როგორც მაღალი ღირებულებების მქონე ბუნებრივი მემკვიდრეობის გადარჩენის მიზნით. აღნიშნული ტორფნარები მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და მოიცავს ქობულეთის ზღვისპირა ვაკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, გამოირჩევა წყლის ფრინველთა და მცენარეების მრავალფეროვნებით. ქობულეთის დაცული ტერიტორიები მნიშვნელოვანი ჰაბიტატებია გადამფრენი, მობუდარი და მოზამთრე წყლის ფრინველთა სახეობებისთვის. ბოტანიკოსების დიდ დაინტერესებას იწვევს აქ არსებული ბორეალური სახეობები: სფაგნუმი ანუ თეთრი ხავსი და მწერიჭამია დროზერა.
  • კინტრიშის დაცული ტერიტორიები - მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის რაიონში და მისი საერთო ფართობი 13514 ჰა-ს შეადგენს. იგი მოქცეულია მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში, სოფ. ცხემვანსა და ხინოს მთებს შორის, ზღვის დონიდან 300- 2500 მ-ის სიმაღლეზე. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი 1959 წელს შუამთის რელიქტური ტყეებისა და ენდემური სახეობების, ფლორისა და ფაუნის დაცვის მიზნით დაარსდა. ხასიათდება რთული და მრავალფეროვანი რელიეფით. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მთებსა და ხეობებს უკავია. დაცული ტერიტორია მოიცავს 2 კატეგორიას: სახელმწიფო ნაკრძალის და კინტრიშის ეროვნული პარკს. აქ შეგიძლიათ საფეხმავლო და საცხენოსნო ტურებში მიიღოთ მონაწილეობა, ტერიტორიაზე მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, ასევე გამოყოფილია კოცონის დასანთები ადგილი.

  • მტირალას ეროვნული პარკი- შავ ზღვასა და აჭარის მთათა სისტემას შორის, მდინარეების, ჩაქვისწყლისა და ყოროლისწყლის, წყალგასაყარზე მდებარეობს. მტირალას ტერიტორია აგებულია შუა ეოცენის ასაკის (პალეოგენის შუა ეპოქა), ეგრეთ წოდებული, „ნაღვარევის წყების“ ვულკანურ-დანალექი ქანებით. მტირალას ბუნებრივ ლანდშაფტს განსაკუთრებულ ელფერს მაღალი ტენიანობა, ხშირი წვიმები და ნისლი სძენს. მთელი წლის მანძილზე აქ 4520 მმ ნალექი მოდის, რაც მტირალას ქვეყნის ყველაზე სველ ადგილად აქცევს. ტოპონიმი „მტირალაც“ ამ მთას, სწორედ, უხვნალექიანობის გამო შეერქვა. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია როგორც ტყის მცენარეულობა: წაბლნარები, წიფლნარები და კოლხური ტიპის შერეული ტყე, ასევე კოლხეთისთვის დამახასიათებელი მარადმწვანე შქერის ბუჩქები. კოლხური ტიპის ტყეში გვხვდება წიფელი, ცაცხვი, წაბლი, ჩვეულებრივი მურყანი, რცხილა. პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია აჭარა-ლაზეთის იშვიათი, ენდემური სახეობები და საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები რომლებიცაა: გაულთერიასმაგვარი ეპიგეა, ფურისულა, მედვედევის არყი და სხვა.
  • მაჭახელას ეროვნული პარკი -  მდებარეობს ზღვის დონიდან  300-350 მ-ზე კავკასიის სამხრეთ- დასავლეთ ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მისი შექმნის მიზანი უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, კოლხური ტყეების ეკოსისტემების გრძელვადიანი დაცვა, ეკოლოგიური უსაფრთხოება და ბუნებრივ გარემოში ტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარებაა. პარკის ტერიტორიის გაუვალი ბუჩქნარით და ტყით არის დაფარული, აქ შეხვდებით ისეთ იშვიათ სახეობებს, როგორიცაა კოლხური ბზა, წაბლი, კოლხური თხილი, ქართული კაკალი, უნგერნისა და სმირნოვის შქერი, უთხოვარი, თელა და სხვა.
გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია