ჭარა ადგილი, სადაც ერთიანდება ზღვა, მთა და საინტერესო ტრადიციები.
ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო და ქობულეთი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ შთაბეჭდილებებს შემოგთავაზებენ. თითოეული მუნიციპალიტეტი გამორჩეულია თავისი მდიდარი კულტურითა და ტრადიციებით, ასევე მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი უგემრიელესი კერძებით.
ხულო — დაბა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის ხეობაში, ახალციხე- ბათუმის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 923 მ.
მანძილი ბათუმიდან: 85 კმ
ფართობი: 710 კვ/კმ
მოსახლეობა: 1007 ათასი (2014 წლის მონაცემები).
ხულო ყველაზე მაღალმთიანი მუნიციპალიტეტია აჭარაში, რომელიც მდიდარია ისტორიული ღირშესანიშნაობებით, როგორებიცაა შუასაუკუნეებში აგებული ხიხანის ციხე და სხალთის მონასტერი, ფლორითა და ფაუნით, ბუნებრივი რესურსებით, მინერალური წყლებით.
მუნიციპალიტეტი ცნობილია თავისი კურორტებით: ბეშუმი, გოდერძი და ქედლები. ხულოს ბუნებრივ ღირშესანიშნაობათა შორის გამოირჩევა მწვანე ტბა, რომელიც მდებარეობს კურორტ გოდერძიდან 6 კმ-ის მოშორებით, აქვე კურორტ გოდერძიდან რამდენიმე კილომეტრშია ალპური ბოტანიკური ბაღიც. როცა ხულოში მოხვდებით აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ტრადიციული, ამ კუთხისთვის დამახასიათებელი კერძები: კაიმაღი, ბორანო, სინორი, ნაღბიბორა და სხვა.
ტურისტული ობიექტები:
შუახევი — დაბა, შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარეების აჭარისწყლის და ჩირუხისწყლის შესართავთან, ზღვის დონიდან 420 მ, ბათუმიდან 67 კმ. დაბის სტატუსი მიიღო 1974 წელს.
მანძილი ბათუმიდან: 67 კმ
ფართობი: 588კვ/კმ
მოსახლეობა: 797 ათასი (2014 წლის მონაცემები).
მესხეთისა და შავშეთის ქედებზე განლაგებულია ტიპიური აჭარული რაიონი შუახევი. ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად დაკავებულია მიწათმოქმედებით, მეცხოველეობითა და თამბაქოს მოყვანით. ჭვანის ხეობა, მარეთი, ნიგაზეული, გომარდული, ხაბელაშვილები და ნენია შუახევის მუნიციპალიტეტის გამორჩეული სოფლებია.
ტურისტული ობიექტები:
ქედა — დაბა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე აჭარისწყალის ნაპირზე, ზღვის დონიდან 256 მ-ზე.
მანძილი ბათუმიდან: 41 კმ
ფართობი: 452 კვ/კმ
მოსახლეობა: 1510 ათასი (2014 წლის მონაცემები).
აჭარაში მეღვინეობის კერად მიჩნეულია ქედის მუნიციპალიტეტი. აქ რამდენიმე ათეული ჯიშის ყურძენი ხარობს, რომელთაგან ყველაზე ცნობილი ქედის ცოლიკაური და ჩხავერია. ჩხავერი– იშვიათი ჯიშის ყურძენია, რომლისგანაც ვარდისფერი ღვინო მზადდება, ხოლო ცოლიკაური ყველაზე გავრცელებული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, რომლისგანაც სუფრის ღვინოს ცოლიკაურს ამზადებენ. ქედის რაიონის სოფლებში, სადაც მოსახლეობა პროფესიონალურად მისდევს მეღვინეობას, ზემოთ ნახსენები ღვინოების დაგემოვნება პირდაპირ მარნებშია შესაძლებელი. ქედა მდიდარია ჩანჩქერებით, როგორიცაა სოფელ მერისის, მახუნცეთისა და გობრონეთის ჩანჩქერები, მდინარეებითა და ისტორიული ღირსესანიშნაობებით, ქვის თაღოვანი ხიდებით, ციხესიმაგრეებითა და ტაძრების ნაშთებით, მუზეუმებითა და ტრადიციული აჭარული სოფლებით.
ტურისტული ობიექტები:
ხელვაჩაური — დასახლება ქალაქ ბათუმის შემადგენლობაში. მდებარეობს კახაბრის ვაკეზე, მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 80 მ., ბათუმის რკინიგზის სადგურიდან 8 კმ. ხელვაჩაური და მისი მიდამოები ადამიანს ახალი ქვის ხანიდან ჰქონდა ათვისებული.
მანძილი ბათუმიდან 9 კმ.
ფართობი - 356 კვ/კმ
მოსახლეობა - 6143 (2014 წლის მონაცემები).
მაჭახელა - ისტორიული ხეობაა. იგი ცნობილია თოფი მაჭახელასა და საოჯახო ხანჯლების ისტორიით, კულტურულ-ისტორიული ძეგლებითა და ეროვნული პარკით. აქ შეგიძლიათ შეხვდეთ ძველი ხელოსნების შთამომავლებს და სწორედ მათგან შეიტყობთ მაჭახელას თოფისა და ხანჯლის დამზადების თავისებურებების შესახებ. ხეობაში შესაძლებელია მაჭახელას ეროვნული პარკის მონახულება. პარკი ზღვის დონიდან 300-350 მ- ის სიმაღლეზე მდებარეობს.
ტურისტული ობიექტები:
ქობულეთი — ქალაქი და კურორტი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქობულეთის დაბლობზე, შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 5 მ.
მანძილი ბათუმიდან: 32 კმ
ფართობი: 711.8კვ/კმ
მოსახლეობა: 16 546 (2014 წლის მონაცემები).
ქობულეთი კლიმატურ- ბალნეოლოგიური კურორტია. ქალაქში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის რბილი, თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13,4 °C. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 4,8 °C, ივლისის 22,4 °C. აბსოლუტური მინიმუმი -16 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 41 °C. ნალექები 2510 მმ წელიწადში.
სამკურნალო ფაქტორებია: ზღვის ჰავა, ზღვაში ბანაობა, ქვიშიანი პლაჟი. სამედიცინო ჩვენებები: სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური, ნერვული და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებანი, სისხლნაკლებობა, რაქიტი.
ქობულეთი საბჭოთა კავშირში საკავშირო მნიშვნელობის კურორტად ითვლებოდა. ფუნქციონირებდა სანატორიუმები და პანსიონატები, რომელთა უმრავლესობა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა. 1990-იანი წლებიდან განსაკუთრებით გაიზარდა ქობულეთის პოპულარობა, რადგანაც ის გახდა აფხაზეთის საკურორტო ზონის ალტერნატივა. ზაფხულობით ქობულეთს ყოველწლიურად 100 000-მდე ტურისტი სტუმრობს.
აჭარის ტერიტორიის დაახლოებით 13%-ი დაცულ ტერიტორიებს, ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებს უკავიათ. მათი უმრავლესობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის, რომელიც გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით. ქობულეთის მუნიციპალიტეტი უნიკალურია იმითაც, რომ აქ საოცარი შერწყმაა ფიჭვნარების, პარკებისა და ზღვის. პლიაჟი ქობულეთის მთელ ზღვისპირა ზოლს იკავებს. პარკები და დაცული ტერიტორიები იძლევიან შესანიშნავ შესაძლებლობას, როგორც ტურისტული ლაშქრობებისთვის, ასევე სამეცნიერო სამუშაოების წარმართვისთვის. ამის თვალსაჩინო მაგალითი გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებაა, რომელშიც მონაწილეობას იღებს ათეულობით მეცნიერი და ასობით ტურისტი სხვადასხვა ქვეყნიდან.
ზღვა, მთები, ტყეები და ალპური ტბები უამრავ მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს ქობულეთის, კინტრიშისა და თიკერის ნაკრძალები. ქობულეთში რამდენიმე ტბა გვხვდება, პოპულარობით სარგებლობს ტბიყელისა და სიძერძალის ტბები. ყვავილოვანი მინდვრები, ველური ბუნება, ხელუხლებელი ტყეები, ტბები, ჩანჩქერები და ვრცელი ხედები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავლად გვხვდება საინტერესო და შთამბეჭდავი კულტურული ძეგლებიც.
ტურისტული ობიექტები: