ბათუმი შავი ზღვის მარგალიტია, რომელიც უძრავი ქონების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია საქართველოში. უახლესი სტატისტიკის გათვალისწინებით, ბათუმში უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა და ეკონომიკური მაჩვენებლები ყველაზე მაღალ ნიშნულს მიუახლოვდა, რაც კი აქამდე დაფიქსირებულა.
ბათუმი ყოველთვის იპყრობდა ინვესტორთა გულებს, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ზღვისპირა ქალაქი საოცარი პლაჟებით, გარშემორტყმული მთებითა და უამრავი უნიკალური კულტურული ძეგლებით მართლაც ზღაპრული ადგილია. ტურისტები აქ მთელი წლის განმავლობაში ჩამოდიან. სტაბილური მაღალი მოთხოვნა და ტურისტების დიდი ნაკადი სწრაფი შემოსავლის გარანტიაა. ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ბათუმში საკუთარი საცხოვრებელი ბინის შეძენა პრესტიჟულიცაა და მომგებიანიც. ეს ქალაქი ნამდვილად არაჩვეულებრივია თქვენი ინვესტიციებიდან სტაბილური შემოსავლის მისაღებად, რადგან აქ ბიზნესისთვის ხელსაყრელი და სტაბილური გარემოა შექმნილი. საქართველოს კანონმდებლობა გარანტიას აძლევს როგორც საქართველოს ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ინვესტიციები შესაბამისი ორგანოების მიერ მკაცრად იქნება დაცული.
SOLIS Residence-ის პროექტი ზღვის პირველ ზოლში საშუალებას გაძლევთ პრემიუმ- კლასის სასტუმრო ტიპის 26 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსში გახდეთ აპარტამენტის მფლობელი. პროექტი გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურული დიზაინით, კარგი ადგილმდებარეობით, პანორამული ხედებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით, რომელიც მაქსიმალურად კომფორტულ საცხოვრებელ და დასასვენებელ გარემოს ქმნის.
კომპლექსში თქვენ შეგხვდებათ სამი ტიპის საცხოვრებელი ფართი:
რომელიც თავის მხრივ ნაწილდება ხუთ კატეგორიად:
SOLIS Residence ს აპარტამენტები ეს არის თქვენ საკუთრებაში არსებული მაღალი კლასის სასტუმროს ნომერი, რომელიც არის ინვესტიცია თქვენს სტაბილურ მომავალში.