ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

შემოდგომა ბათუმში

შემოდგომა ბათუმის მოსანახულებლად ერთ-ერთი საუკეთესო სეზონია. თბილი და მზიანი ამინდები გვიან შემოდგომამდე გრძელდება და ამ პერიოდს "ხავერდოვან სეზონად" მოიხსენიებენ. ზღვაზე დასვენებასთან ერთად შემოდგომის მზიანი ამინდები საუკეთესოა სოფლად დასვენებისა და ღვინის ტურიზმისათვის. ამ დროს  მთიან აჭარაში რთველი ტარდება, სადაც ვაზის დაკრეფასა და ღვინის დაყენებაში მონაწილეობის მიღებაა შესაძლებელი. აჭარაში ვაზი გაშენებულია არა გაშლილ მინდვრებზე, არამედ მთა-გორიან ადგილებში, რაც ულამაზეს ხედებს ქმნის.
შემოდგომაზე ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ნამდვილი ფერთა დღესასწაულია. განსხვავებული ლანდშაფტებით ცნობილი ბაღი ამ დროისთვის ერთდროულად უამრავი ფერითაა შემოსილი, აქ შემოდგომის ყვავილებსა და ზღვის სილურჯეში დაუვიწყარი პეიზაჟები იშლება. შემოდგომის ბაღში გასეირნება სასიამოვნო განწყობით და დადებითი ემოციებით აგავსებთ. ბათუმის ბულვარსა და 6 მაისის პარკში სასეირნოდ საუკეთესო ამინდები გელოდებათ. აქვე შეგიძლიათ გამოიყენოთ ველობილიკები, რომლებიც გარდა პარკებისა, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და ველოსადგომებს მოიცავს.
შემოდგომაზე ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ნამდვილი ფერთა დღესასწაულია. განსხვავებული ლანდშაფტებით ცნობილი ბაღი ამ დროისთვის ერთდროულად უამრავი ფერითაა შემოსილი, აქ შემოდგომის ყვავილებსა და ზღვის სილურჯეში დაუვიწყარი პეიზაჟები იშლება. შემოდგომის ბაღში გასეირნება სასიამოვნო განწყობით და დადებითი ემოციებით აგავსებთ. გარდა ბოტანიკური ბაღისა ბათუმის ბულვარსა და 6 მაისის პარკში სასეირნოდ საუკეთესო ამინდები გელოდებათ. აქვე შეგიძლიათ გამოიყენოთ ველობილიკები, რომლებიც გარდა პარკებისა, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და ველოსადგომებს მოიცავს.


საუკეთესო პერიოდია შემოდგომა ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის. ბათუმში 15 აგვისტოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე შეუიარაღებელი თვალითაც ყველა შენიშნავს ფრინველებით დაფარულ ცას. გუნდ-გუნდად და მწყობრად გადამფრენი ფრინველები ევრაზიიდან აფრიკისკენ მიფრინავენ. აჭარა სიდიდით ფრინველთა მესამე სამიგრაციო ძაბრად მიიჩნევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმის ცას ყოველ წელს მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს. 
ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულებისათვის სექტემბრის თვეში იმართება სპეციალური ფესტივალი, რომელსაც უამრავი სტუმარი ჰყავს ევროპიდან და ამერიკიდან.
ნარინჯისფერი რთველი- ციტრუსს აჭარაში 15 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე კრეფენ. ეს საოცარი მცენარე მაისიდანვე სასიამოვნო სურნელს აფრქვევს, ციტრუსის რთველს ერთხელ მაინც თუ დასწრებიხართ  შეუძლებელია მისი დავიწყება. მწვანე ფოთლებში ჩაფლული ნარინჯისფერი მანდარინები და ფორთოხლები, საოცარი სურნელი და უგემრიელესი ხილი - საოცარ ემოციებს და მოგონებებს გაჩუქებთ. 


ბათუმში ახალდაჭერილი, უგემრიელესი თევზის დაგემოვნება არაერთ ადგილასაა შესაძლებელი, თუნდაც თევზის ბაზრობაზე, სადაც იქვე დაჭერილ, ნებისმიერი სახეობის ახალ თევზს იყიდით და მოამზადებინებთ.
შემოდგომაზე აჭარაში მეთევზეები სტავრიდას, ლიფორს, ბარაბულსა და კეფალს იჭერენ: პორტის სანაპირო, ნურის ტბა, ჭოროხი და აჭარისწყალი – ეს ის ადგილებია, სადაც უამრავ მეთევზეს ნახავთ.
არსებობს ტურისტების განსაკუთრებული კატეგორიაც, რომლებსაც აჭარაში იმიტომ მოსწონთ დასვენება, რომ აქ თევზაობის შესაძლებლობა ეძლევათ.
შემოდგომა ეს არის დრო, როცა ჯერ კიდევ თბილა და გრილად გაცვია, მაგრამ საღამოს ცხელ ჩაისაც სიამოვნებით მიირთმევ, დრო, როცა ლაშქრობებისას სიცხე აღარ შეგაწუხებს, დრო როცა ცა ლურჯად მუქდება, ჰაერი კი ოდნავ გრილდება და სუნთქვა იქცევა სიამოვნებად. როგორც უკვე ვნახეთ უამრავი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ წელიწადის ეს ულამაზესი, ფერთა სიუხვით გამორჩეული დრო ბათუმში გაატაროთ. 

 

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია