ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

ზღვისპირა ქალაქში

ზღვის წყალს სამკურნალოდ უხსოვარი დროიდან იყენებენ. ძველი დროის მკურნალები სხვადასხვა ხერხით ცდილობდნენ ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის დამცავ ფუნქციათა აღდგენას, რათა სამუდამოდ დაეღწიათ თავი გაციებისა და სურდოსთვის. დღეს უკვე ზღვის წყლით და ჰავით მკურნალობა დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას უამრავი ექიმი მიმართავს. 

თალასოთერაპია - ასე ეწოდება მედიცინაში სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით ზღვის წყლისა და ჰაერის გამოყენებას. 

თალასოთერაპიის დროს თანაბრად გამოიყენება:

  • ზღვის წყალი, 
  • კლიმატი, 
  • სამკურნალო ტალახი,
  • წყალმცენარეები
  • ქვიშა.

რა გამაჯანსაღებელი თვისებები აქვს თითოეულ მათგანს:

ზღვის წყალი
ზღვის წყლის სამკურნალო თვისებების შესახებ უკვე ყველამ კარგად ვიცით. მასში უბრალო ბანაობაც კი გიჯანსაღებთ ფრჩხილებს, კანს, თმას - ავსებს მათ სასარგებლო მინერალებით. ზღვაში ცურვა ძალიან დაგეხმარებათ თუ გაწუხებთ სისხლძარღვები, ან სასუნთქი გზების რაიმე პათოლოგია. ზღვის წყალი მოგადუნებთ, დაგამშვიდებთ და დაგცლით წლის განმავლობაში მიღებული სტრესისგან. მოკლედ რომ ვთქვათ ზღვაში ბანაობისას ორგანიზმზე კომპლექსურად მოქმედებს წყლის ტემპერატურული, მექანიკური და ქიმიური ფაქტორები.
მარილებისა და მიკრო-ელემენტების წყალობით მაღლდება ნერვული და კუნთოვანი სისტემების ტონუსი, ჩქარდება სისხლისა და ლიმფის ცირკულაცია, ნივთიერებათა ცვლა, იმატებს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალები, კაჟდება სხეული.

კლიმატი
ზღვის ჰაერი გაჯერებულია ჟანგბადით, ოზონით, იოდით, ბრომით, მიკროსკოპული, თითქმის შეუმჩნეველი წყლის წვეთებითა და მარილის კრისტალებით, რომლებსაც შეიწოვს კანი და ჩაისუნთქავს ფილტვები. ზღვის ჰაერში გახსნილი უარყოფითი იონები აძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმს ინფექციებსა და სტრესებთან უკეთ გამკლავების საშუალებას აძლევს. იოდი დადებითად მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე და ორგანიზმს ცხიმისგან გათავისუფლებაში ეხმარება. ოზონი ორგანიზმზე ნატურალური ანტიბიოტიკივით მოქმედებს.
ისეირნეთ ბევრი შავი ზღვის სანაპიროებზე, ეს თქვენ სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ, სპეციალისტების თქმით სანაპიროზე დილით უბრალო გასეირნება ძალიან კარგად იმოქმედებს თქვენი დღის გუნება-განწყობაზე. გაგიუმჯობესებთ მეხსიერებას და გაააქტიურებს თავის ტვინის მუშაობას.

ზღვის ქვიშა
სანაპიროზე უბრალოდ ფეხშიშველი სიარულიც კი სასარგებლოა თქვენი ორგანიზმისთვის.
შავი ზღვის სანაპიროზე არის მაგნიტური ქვიშა, რომელსაც უნიკალური სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებები აქვს და ჩვეულებრივ ქვიშზე ბევრად მეტი დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია თქვენ ორგანიზმზე. მაგნეტიტით ქვიშა გაჯერებულია სუფსასა და ნატანებს შორის არსებულ სანაპიროს უბანზე. ამ სანაპიროებზე ხშირი სტუმრობა მოგიგვარებთ ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დეპრესია, ნევროზი. ეს ქვიშა განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის, რომელთაც ძვალსახსროვანი სისტემის ფორმირებაში ეხმარება და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ზოგიერთი პათოლოგიით დაავადებული ასაკოვანი ადამიანებისთვის.

ზღვის ტალახი და წყალმცენარეები
უკვე დიდი ხანია რაც ზღვის ტალახისა და წყალმცენარეების  დერმატოლოგიური და კოსმეტიკური მიზნით გამოიყენებენ. ზოგიერთი ზღვის ტალახი წარმატებით გამოიყენება გინეკოლოგიურ პრაქტიკაში, ანთებითი დაავადებებისა და უშვილობის სამკურნალოდ. დღეს უამრავი დაავადება რომელთა სამკურნალოდაც დამხმარე საშუალებად ზღვის ტალახსა და ფიტოპლანქტონს იყენებენ. წყალმცენარეები  ასევე ხელს უწყობენ იმუნიტეტის განმტკიცებას და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. 

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია