ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

აჭარის განვითარების ისტორია - მივყვეთ ქრონოლოგიას

აჭარა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მხარეა, რომელიც ისტორიის მანძილზე ყოველთვის გამოირჩეოდა, როგორც ერთ-ერთი დაწინაურებული რეგიონი საქართველოში. უძველესი წერილობითი წყაროების, არქეოლოგიური მასალების, ეთნოგრაფიული, ფოლკლორული და ტოპონიმიკური მონაცემების მიხედვით დასტურდება, რომ აჭარა განეკუთვნება უძველეს განსახლებათა არეალს. ეს მხარე წარმოადგენდა მაღალგანვითარებული, თვითმყოფადი კოლხური კულტურის უძველეს კერას. გავყვეთ ქრონოლოგიას, ვისაუბროთ აჭარის განვითარების შესახებ და გამოვყოთ მნიშვნელოვანი მოვლენები.

  • ძვ. წ. II ათასწლეული - ქალაქური ტიპის დასახლება, რომელის შესახებ, პირველად რომაელ მწერალ ილინიას აქვს მოხსენიებული „ბათუსი“, რაც ნიშნავს ღრმას. შემდგომში ბერძენი გეოგრაფი ფლავიუს არიანე თავის ნაწარმოებში იხსენიებს „Periplus Euxinus”;
  •  ძვ. წ. XIII საუკუნის მეორე ნახევარი - აჭარის ტერიტორია, განეკუთვნებოდა კოლხეთის სამეფოს გეოგრაფიულ ნაწილს. მითი არგონავტების მოგზაურობის შესახებ ყვება ისტორიას, კოლხეთის სამეფოს და ოქროს საწმისის გატაცების შესახებ. რომლის თანახმად იასონს მფარველობდა ქალღმერთი ჰერა, რომელმაც შთააგონა კოლხეთში მეფე აიეტთან გამგზავრება. არგონავტების მოგზაურობის მთავარი მიზანი იყო ოქროს საწმისის დაუფლება, რომლის მიღებაშიც იასონს კოლხეთის მეფის ასული მედეა დაეხმარა;
  • I საუკუნე - რომაული ცივილიზაციები და გონიო-აფსაროსის ციხის აგება, რომელიც ბათუმიდან 12 კმ დაშორებით, მდინარე ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს და მისი აშენება ახ.წ. I საუკუნეში რომაელებს უკავშირდება. ეს არის ტერიტორიაა, სადაც აღმოცენდა კოლხური ბრინჯაოს კულტურა და პირველი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანებები: დაიაენი და კულხა;
  • I საუკუნე - ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლა. ანდრია მოციქული, იგივე პირველწოდებული იყო ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, რომელმაც ბერძნულ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, პირველად იქადაგა ქრისტიანობა შავი ზღვის სანაპირო ტერიტორიებსა და საქართველოში;
  • VI საუკუნე - ამ ტერიოდს უკავშირდება პაექრობა კოლხეთის სამეფოს პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ, რომელიც მოხდა სახელმწიფო მოღვაწეებს აიეტსა და ფარტაზს შორის, ორ განსხვავებულ იდეას შორის, უნდა გადაწყვეტილიყო უძველესი კოლხეთის პოლიტიკური ბედი: ფარტაზის მიხედვით, ტრადიციულად ერთმორწმუნე ბიზანტიელებთან გააგრძელებდა ის ურთიერთობას თუ აიეტის მიხედვით ცეცხლთაყვანისმცემელ სპარსელებთან.კრების მონაწილეებმა საბოლოოდ ფარტაზის ხედვას დაუჭირეს მხარი და ერთმორწმუნე ბიზანტიელებთან გაგრძელდა ურთიერთობა;
  • IX საუკუნე - 888 წელს ჩამოყალიბდა ქართველთა სამეფო, რომლის ნაწილიც იყო ტაო-კლარჯეთი და შესაბამისად აჭარის რეგიონიც. ქართველთა სამეფოს, რომელსაც განაგებდა ბაგრატოვანთა დინასტია, 978 წელს, მეფე ბაგრატ III-ის მიერ საფუძველი ჩაეყარა ერთიანი საქართველოს სამეფოს;
  • XI – XIII საუკუნეები - საქართველოს ოქროს ხანა, საქართველოს მეფეების დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის ეპოქა. ეს არის ქვეყნის გაერთიანების, წინსვლის და ამაღლების პერიოდი. აჭარის რეგიონი ამ დროს გამორჩეული იყო კულტურულ-ეკონომიკური აღმავლობით და განვითარებით.
გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია