ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

ბათუმი

ბათუმის შესახებ
ეს საქართველოა
საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ბათუმი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ცენტრია მთელს შავი ზღვის რეგიონში. ევროპული ქუჩებითა და მოედნებით, ძველი და ახალი არქიტექტურის ნაზავით, ისტორიული პორტით, უნიკალური ბოტანიკური ბაღით, ზღვისპირა ბულვარით, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებით, კაფე-ბარებითა და რესტორნებით ბათუმი თანამედროვე საქართველოს სახეა.

2019 წელს ბათუმი“ World Travel Awards“-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა და სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მიიღო, ხოლო 2020 წელს ფორბსის შეფასებით ინვესტიციებისთვის საუკეთესო ერთ-ერთი ევროპული ქალაქად დასახელდა.

სტაბილური, საქმიანი მეგობრული გარემო, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, დაბალი გადასახადები, ინვესტორებისთვის შესანიშნავი სტიმულები, ლიბერალური ეკონომიკური კანონმდებლობა და სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა - ეს არის მიზეზი, რის გამოც ყველა ცნობილმა ბრედის სასტუმრომ მსოფლიოში უკვე განახორციელა ან ინვესტიციის განხორციელების პროცესშია ბათუმში.
სტუმართმოყვარე ხალხის, უძველესი კულტურის, უნიკალური ფოლკლორის, ხელშეუხებელი ბუნების, ზომიერი კლიმატის, უგემრიელესი სამზარეულოს და ღვინის უძველესი ტრადიციების სამშობლო, საქართველო სულ უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო მოგზაურებისათვის. ამას ნათლად ცხადჰყოფს ტურიზმის სტატისტიკები და საერთაშორისო რეიტინგები. 2019 წელს საქართველოს 9.0 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია, ხოლო UNWTO-მ საქართველო მეოთხე ადგილზე დაასახელა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ტურისტული დესტინაცია. ტურიზმის პარალელურად, მშენებლობა ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი სექტორია საქართველოში, სადაც უძრავ ქონებაში დაბანდების მსურველთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.

კავკასიის რეგიონში, შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველო გეოგრაფიულად კარგად არის პოზიციონირებული, როგორც კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის. ქვეყანა კარგად არის განლაგებული უმთავრეს ევროპულ, ცენტრალურ აზიასა და შუა აღმოსავლურ ბაზრებზე მარტივად მისაღწევად და მათ უმეტესობასთან აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები (FTA). ამ მხრივ, საქართველო უკვე ამაყობს ყველა წინაპირობებით, რომელიც საშუალებას მისცემს გახდეს რეგიონალური ფინანსური და ბიზნეს ცენტრი.

რატომ ბათუმი

ბათუმი — ქალაქი და პორტი შავი ზღვის სანაპიროზე და მთავარი ტურისტული ცენტრია თანამედროვე საქართველოში. დღეს ბათუმი მთავარი კულტურული, ეკონომიკური და ტურისტული ცენტრია. ცნობილია ისტორიული ქალაქის ცენტრით და ტურისტულ ზონაში თანამედროვე ცათამბჯენებით.

ქალაქის საერთო ფართობია 65 კმ-ია (2012 წლამდე - 19 კმ²).

 

ყოველწლიურად მზარდი - 2 მილიონზე მეტი ტურისტი, gobatumi.com, 2019
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სამოგზაურო ქალაქი Airbnb 2019
"ევროპის წამყვანი მზარდი ტურისტული მიმართულება" World Travel Award 2019
ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულება European Best Destinations 2020
გონივრული ინვესტიცია, 10 %-მდე წლიური უკუგება TBC Capital 2019
მე-7 ადგილი ბიზნესის წარმოების სიმარტივის გათვალისწინებით, Doing Business 2019
უსაფრთხოების მაღალი ხარისხი, Numbeo 2020
ინვესტიციებისთვის საუკეთესო ერთ-ერთი ევროპული ქალაქი, 2020 Forbs
circle
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია