ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

აჭარის განვითარების ისტორია - მივყვეთ ქრონოლოგიას #2

  • XIX-ე საუკუნის 50-იანი წლები - ჩაის კულტურის განვითარება, რომლის სამშობლოდ აჭარის რეგიონი ითვლება, და მისი დაფუძნების ისტორია ლაო ჯონჯაოს სახელს უკავშირდება. ჩაის კულტურა შემდგომში მთელს საქართველოსა და შავი ზღვისპირეთში გავრცელდა;
  • XIX-ე საუკუნის 70-იანი წლები - ბათუმში გაიხსნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საკონსულოები, როგორიცაა: აშშ, იტალია, საბერძნეთი, ნიდერლანდები, დანია, ესპანეთი, ბელგია, გერმანია, ავსტრია უნგრეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია-ნორვეგია, ოსმალეთი, სპარსეთი, იაპონია;
  • 1878 წელი - ბათუმის პორტის მშენებლობა;
  • 1878 წელი - აშენდა ბათუმის პორტი, რომელიც 1878-1886 წლებში გამოცხადდა ''პორტო-ფრანკოდ'', რაც გულისხმობდა უცხოური საქონლის უბაჟოდ შემოტანა-გატანის უფლების მქონე ნავსადგურს. ამ პროცესმა ხელი შეუწყო და დააჩქარა, ქალაქის  ზრდა-განვითარება;
  • 1881 წელი - ბათუმის ბოტანიკური ბაღის და ბათუმის ბულვარის დაარსება;
  • XIX-ე საუკუნის ბოლო - აჭარაში განხორციელდა სტრატეგიული პროექტები,როგორებიცაა: ელექტროენერგიის გაყვანა, ფოსტა-ტელეგრაფის დაარსება, ‘ბაქო-თბილისი-ბათუმი’-ს სარკინიგზო გზის გაყვანა, რომლის მთავარი მიზანი იყო ბაქოში აღმოჩენილი ნავთობის ტრანსპორტირება კასპიიდან ევროპაში საქართველოს გავლით, როგორც უმოკლესი გზა. ამ პროცესებმა კი გამოიწვია აჭარის ეკონომიკური დინამიკა და განვითარდება;
  • XIX -ე საუკუნის ბოლო - ბათუმში ფართოდ გავრცელდა ევროპული კულტურა, გაიხსნა პირველი სტამბა და ფოტო-სალონები. ხოლო 1884 წელს დაარსდა ბათუმის დრამატული თეატრი;
  • XIX-ე - XX-ე საუკუნეები - ისტორიის მანძილზე საქართველო და ბათუმი ყოველთვის გამოირჩეოდა ტოლერანტობით სხვადასხვა რელიგიების მიმართ. ამ პერიოდში დაიწყო სხვადასხვა რელიგიის სალოცავების მშენებლობა, როგორიცაა ღვთისმსახურება მიმდინარეობდა ბათუმის მართლმადიდებლურ ტაძრებში, კათოლიკურ ეკლესიაში, სომხურ-გრეგორიანულ ეკლესიაში, ებრაულ სინაგოგასა და მუსულმანურ მეჩეთებში;
  • 1910 წელი - ბათუმში გაიხსნა პირველი კინოთეატრი „აპოლო“;
  • 1918 წელი - საქართველოს დამუკიდებლობა აღდგა. 1918 წლის 26 მაისს საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და აჭარის რეგიონი დაბრუნდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაში;
  • 1921 წელი - აჭარას მიღებული კონსტიტუციით ავტონომიის სტატუსი მიენიჭა;
  • 1935 წელი - ბათუმში გაიხსნა ორწლიანი სამასწავლებლო ინსტიტუტი, რომელსაც 1938 წელს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა. წლების მანძილზე სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებით დატვირთვის და განვითარების შემდეგ, 1990 წელს იგივე ბაზაზე დაარსდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • 1991 წელი - საქართველოს დამოუკიდებლობა - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიღებულ იქნა 1991 წლის 9 აპრილს. 2004 წლის მაისში კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნდა.
გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია