ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

აჭარის რომელ მუნიციპალიტეტს უნდა ვეწვიოთ და რატომ?

  • ბათუმი - გაშენებულია შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, რომელიც ცნობილია მისი მშვენიერი სანაპირო ზოლით, არქიტექტურით, კულტურით, ისტორიით, სამთო და საზღვაო აქტივობებით, ღვინითა და გასტრონომიით. ბათუმის ჰავა საკმაოდ გამორჩეულია, რაც განაპირობებს ფლორის მრავალფეროვნებას, სწორედ ამიტომ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში აუცილებლად შეხვდები სხვადასხვა ჯიშის და წარმოშობის მცენარეებს. ბათუმში სტუმრობისას შეგიძლიათ დაათვალიეროთ ქალაქი, გაისეირნოთ ბულვარში და მოინახულოთ ცნობილი მონუმენტები და ძეგლები. გარდა ბუნებრივი სილამაზისა, ბათუმი გთავაზობთ აქტიურ ღამის ცხოვრებას, მრავალრიცხოვანი ბარებით, კლუბებითა და რესტორნებით. ბათუმში წელიწადის ოთხივე სეზონზე ულამაზესი და საინტერესო სანახავია, აქ ყოველთვის შეძლებთ აღმოაჩინოთ რაიმე ახალი, შეიქმნათ დაუვიწყარი მოგონებები და გაატარო საუკეთესო დრო თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად. 
  • ქობულეთი - ხასიათდება სუბტროპიკული კლიმატით, ცხელი ზაფხულით და თბილი ზამთრით, ეს იდეალური ადგილია სანაპიროზე დასასვენებლად. ქალაქი ცნობილია თავისი ხელუხლებელი სანაპიროებითა და ულამაზესი ბუნებრივი პეიზაჟებით, ასევე შესანიშნავი ადგილია ლაშქრობის ან ველოსიპედით გასასეირნებლად. ქობულეთში შესაძლებელია გარე აქტივობებით დაკავება, მათ შორის ცურვით, მზის აბაზანებით და თევზაობით. ტერიტორიაზე არის რამდენიმე პარკი და საჯარო ბაღი, მათ შორის ულამაზესი ივერიის პარკი, რომელიც პოპულარული ადგილია პიკნიკისა და დასვენებისთვის. აქ მდებარეობს ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიები, ასევე მტირალას ეროვნული პარკი. თუ გინდათ თავგადასავალი, დასვენება და ბუნების სილამაზით დატკბობა, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ქობულეთს. 
  • ხელვაჩაური - აჭარის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი ცნობილია თავისი განსაცვიფრებელი ბუნებრივი სილამაზით. ხელვაჩაური პოპულარული ადგილია ღია ცის ქვეშ მრავალფეროვანი აქტივობების მოყვარულთათვის. იგი მდიდარია ბუნებრივი რესურსებითა, უდიდესი ისტორიითა და კულტურით. ლაშქობისთვის, პიკნიკისთვის ან უბრალოდ განსატვირთად საუკეთესო გზაა ესტუმრო მტირალას და მაჭახელას ეროვნულ პარკებს, ნახოთ ულამაზესი აყვავებული ტყეები, საოცარი ფლორა, მდინარეები და ჩანჩქერები. თუ  აჭარაში დააპირებთ წასვლას, აუცილებლად მოინიშნეთ და ეწვიეთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს. 
  • ქედა - მდებარეობას აჭარაში, მდინარე აჭარისწყლის შუა წელზე, რომელიც ცნობილია თავისი განსაცვიფრებელი პეიზაჟებით, მდიდარი ისტორიით და მომხიბვლელი ატმოსფეროთი. ქედის რაიონი ერთ-ერთი პირველია საქართველოში ტყის მასივის მიხედვით და ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ ნახავთ უძველეს ციხე-სიმაგრეებსა და აჭარისთვის დამახასიათებელ შუასაუკუნეების თაღოვან იდებს, რომლებსაც დღემდე იყენებს ადგილობრივი მოსახლეობა.
  • შუახევი -  მდებარეობს მდინარეების აჭარისწყლის და ჩირუხისწყლის შესართავთან, ბათუმიდან 67 კილომეტრით დაშორებით, ზღვის დონიდან 420 მეტრზე. ამ ტერიტორიებზე შეხვდები უამრავ მთას, სახელწოდება შუახევი ზუსტად გადმოსცემს მის ადგილმდებარეობას. მუნიციპალიტეტი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, როგორიცაა გოგირდის კოლჩედანის, ალუნიტის, გაბროს, სანალიის, ანდეზიტ-ტაციტისა და ბრილის სააგურე თიხის საბადოები. ამ ტერიტორიაზე უმეტესად არის ცხელი და მშრალი ზაფხული, ხოლო ზამთარი შედარებით თბილია, არის ხმელთაშუაზღვის ტიპის სუბტროპიკული ჰავა.
  • ხულო -  არსიანისა და მესხეთის ქედების კალთებზე, ზღვის დონიდან 400-1007 მეტრის ფარგლებში მდებარეობს. ლაშქრობისთვის და ბუნებით ტკბობისთვის ხულოს მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია სადაც შეგიძლიათ მოინახულოთ ტბები, ჩანჩქერები და ულამაზესი მთები. აქ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მწვანე ტბა და შუამთის ტბები. ხულოში მდებარეობს სათხილამურო კურორტი “გოდერძი”, რომელიც სამთო აქტივობის მოყვარულთათვის საუკეთესო ადგილია. აქ დაგხვდებათ ფხვიერი თოვლი, მაღალი სტანდარტების მქონე ტრასები თხილამურებით და სნოუბორდით სრიალისთვის.
გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია