ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

ბათუმი - ერთ სიტყვაში ჩატეული ისტორია

ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ისტორიულ აბრეშუმის გზა, მოხერხებული და ღრმა ნავსაყუდელი, ზომიერი კლიმატი, მდიდარი და ზღაპრული ფლორა და ფაუნა, გამორჩეული რელიეფი და საოცარი ატმოსფერო ბათუმს უძველესი დროიდან გამორჩეულს და მიმზიდველს ხდიდა. შესაბამისად ყველა დროში ჰყავდა მრავალი სტუმარი და დამთვალიერებელი. ქალაქის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან გაიზარდა, როცა ბათუმი რკინიგზით დაუკავშირდა თბილისს და გაიყვანეს ბაქო-ბათუმის ნავთობსადენი, რამაც ქალაქს საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა. 

 

XX საუკუნის დასაწყისის ბათუმს ბევრი ვიზიტორი სტუმრობდა,  ქალაქში კი ოცდაათამდე სასტუმრო იყო. ბათუმს უცხოელი მოგზაურ-მკვლევრები თავისი ბუნებრივი პირობებით ‘’რივიერას’’ ადარებდნენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ცნობილი მკვლევარი და მოგზაური ნიკოლოზ ვერუ წერდა: „ბათუმში ერთმანეთს ერწყმიან რივიერას ბრწყინვალება და შვეიცარიის დიდებული მთები, რომლებიც ჰარმონიას ქმნიან. აქ ნაკლებად ქრის ძლიერი ქარი“.

„ბათუმი“ ეტიმოლოგიურად ბერძნული სიტყვიდან  „ბათუსი“ (Bathus) მომდინარეობს, რაც ნიშნავს ღრმას. სახელის მნიშვნელობა და მისი წარმომავლობა გვეხმარება უკეთ გავიცნოთ ქალაქი. კონკრეტული  სახელწოდება განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ ბათუმი გამოირჩევა შავ ზღვაში ღრმა და მოსახერხებელი ყურით. ბათუმის შესახებ პირველი ცნობები არისტოტელეს (ძვ. წ.IV ს.) უნდა ეკუთვნოდეს. მასთან მოხსენიებული „ბათეა“, რომელიც ბერძნულად - „სიღრმეებს“ ნიშნავს ზოგიერთ მეცნიერს ბათუმის აღმნიშვნელად მიაჩნია. ბათუმს, როგორც ქალაქი უკვე ძვ. წ. 400 წელს იხსენიებს პლინიუსიც (23-79 წწ.) „ბატა“ „მატიუმი“-ს ფორმებით. მეორე რომაელი მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე - არიანე, რომელმაც პლინიუსის მსგავსად, კოლხეთისა და ქართლის სანაპიროები მოიარა, აფსარუნტს გარდა არც ერთ დასახლებულ პუნქტს არ ასახელებს აჭარის ტერიტორიაზე. მასთან მოიხსენიება მდინარე სახელით ‘’ბათისი’’, რომელიც ფონეტიკურად ახლოს დგას ბათუმის თანამედროვე სახელთან. 

 

ანტიკური წყაროების ანალიზის საფუძველზე ისტორიკოსი ყაუხჩიშვილი ასკვნიდა, რომ მსოფლიო რუკაზე ბათუმის შეტანა ნიშნავდა, რომ II საუკუნეში ბათუმი მნიშვნელოვანი ქალაქი და ნავსადგური იყო. მხოლოდ ბათუმს გააჩნდა ისეთი ყურე, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დიდ სავაჭრო გზაჯვარედინზე იყო და იგი საუცხოო ბუნებრივ ნავსადგურს წარმოადგენდა გემებისთვის. XIX საუკუნეში ბათუმში პორტო- ფრანკოს შემოღებამ, რკინიგზით გარე სამყაროსთან დაკავშირებამ და ბაქო-ბათუმს შორის ნავთობსადენის ამოქმედებამ საგრძნობლად გაზარდა და გააფართოვა ქალაქის ტერიტორია. ბიძგი მიეცა ვაჭრობისა და კუსტარული მეურნეობის განვითარებას. შენდებოდა ბიბლიოთეკები, სკოლები, გიმნაზიები, ფაბრიკა-ქარხნები. 1881 წლიდან დაინერგა კავშირგაბმულობის უახლესი საშუალებები, კერძოდ, 1885 წლის 1-ელ აპრილს ბათუმში პირველი სატელეფონო ზარი გაისმა. 

დღეს ბათუმი აჭარის და საქართველოს გამორჩეული მარგალიტია. ზღვისპირა ქალაქი ძველი და ახალი არქიტექტურული შენობების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ულამაზესი ზღვის ხედების, ევროპული სტილის არქიტექტურისა და კულტურული მრავალფეროვნების უნიკალური კომბინაციის წყალობით ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ადგილი საქართველოში. ზღვისპირა ბულვარით, ევროპული მოედნებით და ქუჩებით, მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებითა და კაფეებით, ბათუმი თანამედროვე საქართველოს საუკეთესო სახეა, რომლის მდიდარი და ანტიკური ისტორია იზიდავს უამრავ ისტორიკოსსა თუ მკვლევარს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია