ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

ბათუმი - გამორჩეული ჯილდოები და ნომინაციები

საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ბათუმი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ცენტრია მთელს შავი ზღვის რეგიონში. გამორჩეული ძველი და ახალი არქიტექტურული შენობებით და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, ზღვისპირა ბულვარით, საოცარი ხედებით, ევროპული მოედნებით და ქუჩებით, მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებითა და კაფეებით თანამედროვე საქართველოს საუკეთესო სახეს წარმოადგენს. შესაბამისად ბათუმის მიმართ ინტერესი მსოფლიოშიც იზრდება და ნელ- ნელა სხვადასხვა ჯილდოსა და ნომინაციებს იღებს:

  • ‘’მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება’’ - 29-ე World Travel Awards-ის გალა ცერემონიაზე ომანის დედაქალაქ მუსკატში, ბათუმმა მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების 2022 წლის ჯილდო მოიპოვა.
  • ‘’ევროპის საუკეთესო ფარული მარგალიტი’’ - ევროპაში პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმამ European Best Destinations ბათუმი 2022 წლის ევროპის საუკეთესო ფარულ მარგალიტად დაასახელა.
  • ‘’ევროპის წამყვანი მზარდი ტურისტული მიმართულება’’ - 2022 წელს ბათუმმა World Travel Awards პრესტიჟულ დაჯილდოვებაზე ეს ნომინაცია მოიპოვა. 
  • ‘’ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულება’’ - პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმამ European Best Destinations ბათუმი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა.
  • ‘’ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულება’’ - 2019 წელს ბათუმმა World Travel Awards პრესტიჟულ დაჯილდოვებაზე გაიმარჯვა აღნიშნულ ნომინაციაში გაიმარჯვა.
გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია