ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

პარკები, რომლებიც აჭარაში ვიზიტისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

აჭარა ზღაპრული ბუნების, ულამაზესი სანაპირო ზოლის და ტურისტულად მიმზიდველი ინფრასტრუქტურის გარდა, გამოირჩევა ძველი და ახალი არქიტექტურული შენობებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, მუზეუმებითა და საუკუნოვანი ისტორიით, რომელიც მუდამ აღფრთოვანებას იწვევს. აქ ვიზიტისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ პარკები, სადაც შეძლებთ განიტვირთოთ და ამავდროულად გაერთოთ. წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს:

  • ციცინათელა - მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტთან ახლოს, რომლის მონახულება დადებითი შთაბეჭდილებების გარეშე არ დაგტოვებთ. პარკი ენერგიისა და ემოციების დახარჯვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, რომელიც სტუმრებს სთავაზობს ატრაქციონების მრავალფეროვნებას. თქვენ შეგხვდებათ 8 საბავშვო, 17 საოჯახო და 11 ექსტრემალური ატრაქციონი. ასევე ტერიტორიაზე არის სათამაშო ავტომატების დარბაზი, საბავშვო ლაბირინთი და ბოულინგი. შესაბამისად პარკი “ციცინათელა” ყოველ სეზონზე დაახლოებით 300 ათასივიზიტორი სტუმრობს და ნებისმიერი ასაკის ადამიანებს სთავაზობს გართობისა და სასიამოვნო დროის გატარების შესაძლებლობას.
  • დენდროლოგიური პარკი - მდებარეობს კურორტ შეკვეთილში, რომელიც თავისი მასშტაბით, გარემო პირობებითა და განსხვავებული განაშენიანებით ერთ-ერთი გამორჩეულია შავი ზღვისპირეთში. პარკი გაშენებულია 60 ჰექტარზე და მოიცავს, როგორც ადგილობრივი, ასევე მსოფლიო ფლორის მრავალ სახეობას. ტერიტორია დაყოფილია 2 ნაწილად, რომელიც აერთიანებს საქართველოს გარშემო არსებულ მცენარეთა ჯიშებს და მსოფლიოს კონტინენტებიდან წლების განმავლობაში შემოტანილ სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის მცენარეებს. აჭარაში ვიზიტისას აუცილებლად მოინახულეთ დენდროლოგიური პარკი და დაათვალიერეთ ქართული და მსოფლიოს უნიკალური მცენარეთა სახეობები.

  • საოცრებათა პარკი - მდებარეობს ბულვარის დასაწყისში, აქ სეირნობისას შეგიძლიათ შეიგრძნოთ შავი ზღვის ნოტიო ჰაერი ან დაესწროთ აქ გამართულ ფესტივალს და კონცერტებს. მისი გავლით შესაძლებლობა გექნება დაათვალიერო სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები, რომელთა შორისაც არის ანბანის კოშკი, “ალი და ნინო”, პანორამული ბორბალი, ბათუმის შუქურა, “მე შენ და ბათუმი”. ეს პარკი არა მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის არის კარგი არამედ ველოსიპედით მოძრაობისთვისაც. 
  • მინიატურული პარკი - მდებარეობს კურორტ შეკვეთილში, პარკის განსხვავებულობა იმაში მდგომარეობს რომ იგი მოიცავს საქართველოს 44 ტერიტორიის არქიტექტურული ძეგლის მინიატურებს, რომელთა შორის ნახავთ: მცხეთის ჯვარს, სვეტიცხოველს, სვანურ კოშკებს, ალავერდს, ძველ თბილისს, ბაგრატს და სხვა მრავალ კულტურულ ძეგლს. ასევე საინტერესო ფაქტია ის რომ თითოეული მინიატურული ძეგლისთვის შერჩეულია სპეციფიკური გარემო და ლანდშაფტი. მინიატურული პარკი ქმნის საოცარ გარემოს თავისი სიმწვანით, ბაღებით, ბილიკებით და დამსვენებლებისთვის საქართველოს კულტურისა და ღირსშესანიშნაობების ერთგვარი სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. 

  • ბათუმის ცენტრალური პარკი - მდებარეობს ნური-გელის ტბის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, რომლის განაშენიანებაში დიდი წვლილი მიუძღვის ფრანგ მებაღეს - მიხეილ დალფონს. პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს ბათუმის აკვარიუმი, დელფინარიუმი, უამრავი გასართობი ატრაქციონები პატარებისთვის, კვების ობიექტები, მოსასვენებელი სკამები, ნავები რომლითაც შეგიძლიათ ტბაში გაისეირნოთდა დაათვალიეროთ კულტურული ძეგლები.
  • მუსიკალური პარკი - პარკი მდებარეობს შეკვეთილში, Black Sea Arena-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც  გაშენებულია 21 ჰექტარზე და ის მოიცავს უნიკალური და მრავალფეროვან მცენარეთა ჯიშებს, ლამაზ ბილიკებს, მოსასვენებლე სივრცეებსა და სცენებს. პარკში არსებულ სკვერში შეხვდები ქართველებისა და უცხოელი მუსიკოსების ძეგლებს, რომელთა სიახლოვეს ისმის მათ მიერ შექმნილი მუსიკის ჰანგები. აქვეა მოწყობილი კოის ბაღი, რომელიც რამოდენიმე წყლის აუზზს მოიცავს. კოი არის იაპონური თევზი, რომელიც ბედნიერებისა და კეთილდღეობის არსებად მიიჩნევა. ეს არის საოცარი ადგილი, რომელიც საოცარ გამოცდილებასა და მოგონებებს დაგიტოვებთ.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია