ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

რამდენ ხანში ამოიღებთ აპარტამენტში ჩადებულ ინვესტიციას?

ბათუმი ცდილობს, ფეხი აუწყოს თანამედროვეობას და ამავდროულად, შეინარჩუნოს თავისი გამორჩეული ისტორია. ზღვისპირა ქალაქი დღეს არამხოლოდ ტურისტების, არამედ ინვესტორების დიდი ყურადღების ცენტრში მოექცა, რამაც უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა. აპარტამენტების მშენებლობა და ინვესტიციის სახით მისი შეძენა უკანასკნელ წლებში ძალიან აქტუალურია.  ამ ბლოგში წარმოგიდგენთ თუ რატომაა მნიშვნელოვანი ბათუმში ინვესტიცია და გაგაცნობთ იმ ძირითად კითხვებს, რომელის დახმარებით გაიგებთ რამდენ ხანში შეძლებთ აპარტამენტში ჩადებულ ინვესტიციის ამოღებას. 

როგორია ბათუმში აპარტამენტების გაქირავების ტენდენცია?

აპარტამენტების გაქირავების ტენდენცია ბათუმში უფრო და უფრო იზრდება. ქალაქი  საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება, მის მიმართ ტურისტული დაინტერესება გაიზარდა არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად გაიზარდა აპარტამენტებზე მოთხოვნას, რომელიც დამსვენებელს მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის. 

რამდენ ხანშია შესაძლებელი „სოლის რეზინსის“ აპარტამენტებში ჩადებული ინვესტიციის ამოღება?

სოლის რეზიდენსში აპარტამენტის შეძენისას მფლობელი ჩადებული ინვესტიციის უკუგებას 5 წლის ვადაში შეძლებს. მაგალითად სტუდიოს ტიპის ბინის საინვესტიციოდ შეძენის შემთხვევაში სეზონური და არასეზონური პერიოდის გათვალისწინებით აპარტამენტის გაქირავების დღიური საფასური საშუალოდ შეადგენს 56$ (ექვივალენტი ლარში), რაც ჯამში წლის ბოლოს საშუალოდ მოგვცემს 10650$ (ექვივალენტს ლარში), მოცემული ამონაგები მოიცავს: გაქირავების მომსახურების (აპარტამენტის მენეჯმენტი, დაზღვევა, კომპლექსის ზოგადი მოვლა (კომპლექსური მომსახურების საფასური 1 $ (ექვივალენტი ლარში) / მ 2), კომუნალური გადასახადებს, ოთახების მოვლა (დასუფთავება და სამრეცხაო სამუშაოები), 5% საკომისიო (
საშემოსავლო გადასახადი) რის შედეგადაც თქვენი სუფთა მოგება საშუალოდ შეადგენს - 7502$ (ექვივალენტი ლარში).

გასაქირავებლად რა ფართის აპარტამენტებია მოთხოვნადი ?

ყველა ადამიანს თავისი ინტერესიდან გამომდინარე სხვადასხვა მოთხოვნა აქვს, მაგრამ ყველას სურს კომფორტული, სუფთა, ნათელი ბინა დიდი აივნით, რომელსაც ექნება პანორამული ხედი ზღვაზე.  ყველა აპარტამენტს თავისი უპირატესობა აქვს, ზოგიერთი ადამიანი სტუდიოს ტიპის საცხოვრებელს ანიჭებს უპირატესობას. მეორე მხრივ კი არიან დამსვენებლები, ვისაც იზოლირებული საძინებელი სურს. “სოლის რეზიდენსში” თქვენ შეგხვდებათ სამი ტიპის საცხოვრებელი:

  • სტუდიოს ტიპის აპარტამენტი; 
  • აპარტამენტი ერთი საძინებლით;
  • აპარტამენტი ორი საძინებლით.

რა არის ის ძირითადი კრიტერიუმები, რომელსაც აპარტამენტები უნდა აკმაყოფილებდეს? 

აპარტამენტი, რომელსაც დასასვენებლად ირჩევთ, უნდა იყოს მშვიდ, წყნარ გარემოში, ზღვის ხედით, რეკრეაციული ზონასთან ახლოს, სრულად მოწყობილი და კარგი ინფრასტრუქტურით, რათა ნებისმიერ სეზონზე შეძლოთ დროის სასიამოვნოდ გატარება და საუკეთესო მოგონებების შეიქმნა.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია