ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

რას გვთავაზობს თანამედროვე ბათუმი?

ზღვისპირეთის მთავარი ქალაქი  – ბათუმი ერთ-ერთი საუკეთესო და განვითარებული ტურისტული ადგილია საქართველოში. თავისი ძველი თუ ახალი არქიტექტურული შენობებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, მუზეუმებით, სტრატეგიული მნიშვნელობის უძველესი პორტით, ზღვისპირა 7 კილომეტრიანი ბულვარით, ევროპული მოედნებით და ქუჩებით, ბოტანიკური ბაღით, დელფინარიუმით, მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებითა და კაფეებით, ბათუმი თანამედროვე საქართველოს საუკეთესო სახეა.  

ბათუმი დღითი დღე მშვენდება, უკანასკნელი წლების განმავლობაში ქალაქი სწრაფი ტემპით ვითარდება. ბათუმი ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვეობას და ამავე დროს შეინარჩუნოს თავისი ისტორია და კულტურა. 

სტაბილური, საქმიანი  გარემო, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, დაბალი გადასახადები, ლიბერალური ეკონომიკური კანონმდებლობა და სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა - ეს არის ის მიზეზი, რის გამოც ბათუმი ინვესტორებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა.  

რატომ ბათუმი-ინვესტირების მიზეზი:

ტურიზმის სავიზიტო ბარათი საქართველოში  

  • ბათუმი თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ტურისტების გარდა უამრავ საერთაშორისო ღონისძიებას, საქმიან შეხვედრებს და კონფერენციებს მასპინძლობს, ამიტომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა აქ წელიწადის ნებისმიერ დროს მაღალია. 
  • საერთაშორისო მასშტაბით ბათუმის ცნობადობა ყოველწლიურად იზრდება. ინფრასტრუქტურისა და სანაპირო ზოლის განვითარებასთან ერთად, ბათუმი კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება როგორც ქართველი ასევე უცხოელი დამსვენებლებისთვის.  
  • 2019 წლის მონაცემებით ბათუმს 3.6 მილიონი ადამიანი ეწვია.   
  • ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სამოგზაურო ქალაქი Airbnb 2019;
  • "ევროპის წამყვანი მზარდი ტურისტული მომართუთება" World Travel Award 2019;
  • ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული მიმართულება European Best Destinations 2020.
     

ლიბერალური ეკონომიკური კანონმდებლობა

  • საქართველო -ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს მიერ გაფორმებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ხელმისაწვდომს ხდის ევროპულ ბაზარს ქართული კომპანიებისთვის;
  • დაბალი საგადასახადო განაკვეთები და შეღავათები ახალი გადასახადების დაწესება ან გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის ჩატარების შედეგად;
  • ლიბერალური ეკონომიკური კანონმდებლობა საქართველოს კანონმდებლობა ინვესტორებზეა ორიენტირებული. კანონები შემუშავებულია როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი ინვესტორების საქმიანობის ხელშეწყობისა და სტიმულირებისთვის. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა ბიზნესის დაწყება -დარეგისტრირების პროცედურების სიმარტივის მიხედვით;
  • სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქალაქია საქართველოში. ის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდია. ბათუმი მდებარეობს ტრანსკავკასიური დერეფნის დასავლეთით, შავ და კასპიის ზღვებს შორის, ისტორიული აბრეშუმის გზის აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ გზაჯვარედინზე;
  • გონივრული ინვესტიცია, 10% წლიური უკუგება TBC Capital 2019;
  • მე- 7 ადგილი ბიზნესის წარმოების სიმარტივის გათვალისწინებით Doing Business 2019;
  • უსაფრთხოების მაღალი ხარისხი Numbeo 2020;
  • ინვესიციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი ევროპაში Forbs 2020. 

დადებითი საინვესტიციო კლიმატი უპირველეს ყოვლისა განისაზღვრება იმით,თუ რამდენად მიმზიდველი და კომფორტულია ის , როგორც მსხვილი ასევე საშუალო ზომის საინვესტიციო პროექტებისა და ინვესტორებისთვის. ამ მხრივ ბათუმი ყველასთვის ნამდვილი აღმოჩენა, რადგან აქ როგორც მსხვილი ასევე საშუალო და მცირე ზომის ინვესტორებისთვისაც მოიძებნება საინტერესო პროექტი.  

ყველას, ვისაც ფულის ინვესტირება სურს, უნდა რომ რაც შეიძლება მაღალი სარგებელი მიიღოს. ამ კუთხით თუ შევხედავთ, საუკეთესო გადაწყვეტილება ფულის საკურორტო ზონებში ინვესტიციაა.

 თამამად შეიძლება ითქვას, რომ  დღეს ბათუმში საკუთარი საცხოვრებელი ბინის შეძენა პრესტიჟულიცაა და მომგებიანიც. ქალაქი იზრდება, მატულობს ტურისტული ნაკადიც. თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. ბათუმში უხვადაა ელიტური აპარტამენტები ზღვის ხედით, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, მწვანეში ჩაფლული მოკირწყლული ქუჩები, მუსიკალური შადრევნები, პარკები, ხეივნები...

ქალაქი თავს იწონებს ევროპაში ყველაზე გრძელი ბულვარით! ზაფხულობით ბათუმის პლაჟები დამსვენებლებით არის გადაჭედილი. სუფთა და კეთილმოსურნე ბათუმი თავისი სილამაზით მაგნიტივით იზიდავს ტურისტებს.  

გარდა ტურისტებისა- ბათუმი თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ტურისტების გარდა უამრავ საერთაშორისო ღონისძიებას, საქმიან შეხვედრებს და კონფერენციებს მასპინძლობს, ამიტომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა აქ წელიწადის ნებისმიერ დროს მაღალია.


 

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია