ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

რატომ ბათუმი? - აღმოაჩინე საკუთარი თავი

ბათუმი შეუდარებელი ადგილია. ერთ სიტყვაში ჩატეული ემოცია და თავგადასავალია, რომელიც ყოველთვის შენ ხელთაა. ზღაპრული ადგილი, რომელიც წარსულში გამოგზაურებთ, საოცარი ბუნებით მოგხიბლავთ და თანამედროვე არქიტექტურით დაგატყვევებთ. თუ მოგზაურობის დიდი მოყვარული ხართ და ბევრი ადგილი გაქვთ ნანახი შესაძლოა გაგიჩნდეთ კითხვა რატო ბათუმი? ამ კითხვაზე პასუხს ამ ბლოგში ვერ იპოვი ეს თავად უნდა გამოცადოთ, რადგან ბათუმის მთავარ ხიბლს - მის საოცარ გულს და სიყვარულს მხოლოდ ზღვისპირა ქალაქში შეიგრძნობთ.

ბათუმში ყველაფერი განსხვავებული და განსაკუთრებულია, ქუჩები და შენობები თავის ისტორიას გიყვებათ, ადამიანები მუდამ დადებითად გხვდებიან და თავს სახლში გრძნობთ. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ აქ წვიმაც და ტალღებიც კი განსხვავებულია. წვიმის მოსვლისას საოცარი ემოცია გეუფლებათ, თითქოს დრო ჩერდება და ბუნება იწყებს ლაპარაკს.  სანაპიროზე სეირნობისა ტალღები სხადასხვა ისტორიას გიყვებიან და მზის ჩასვლისას მისი სილამაზე გატყვევებთ. დღის სხვადასხვა მონაკვეთში და სეზონზე თქვენ თვალწინ ფერების მთელი პალიტრა იშლება. თუ ქალაქის ისტორიას გინდათ გაეცნოთ, მაშინ ძველ ბათუმში უნდა მოინახულოთ, აქ მართლაც შეძლებთ წარსულში მოგზაურობას და XIX-XX საუკუნეების ევროპული არქიტექტურით მოიხიბლებით. ქვაფენილიანი ქუჩები, დახვეწილი ჩუქურთმებით მორთული აივნები, მასზე გადმოკიდებული ყვავილების ქოთნები, ფერადი კარები და ფანჯრები ყველაფერს უფრო ზღაპრულს ხდის. საღამოობით ქუჩებში ლამპიონები ინთება და ძველი ბათუმი კიდევ უფრო მომაჯადოებელი ხდება. აქ არასდროს დაიკარგებით, თუ ბათუმის პატარა საიდუმლო იცით - ყველა მთავარ ქუჩას აქ ზღვისკენ მიყავხართ. ღამის ცხოვრების მოყვარულებს ბათუმი დიდ არჩევანს სთავაზობს შეგიძლიათ ღამით ბულვარში ისეირნოთ, განათებულ ქუჩებში იაროთ და უყუროთ მოცეკვავე შადრევნებს. ან თუ სიმშვიდე გიყვართ გახვიდეთ სანაპიროზე და დატკბეთ ტალღების ხმაურით. 

ასე, რომ ბათუმში სტუმრობისას თქვენ წინ უამრავი თავგადასავალია, რომელიც თქვენ სურვილებზეა დამოკიდებული. თუ მოგზაურობა გადაწყვიტეთ ეწვიეთ ბათუმს, რათა აღმოაჩინოთ საკუთარი თავი და დატკბეთ ცხოვრების ყოველი წამით.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია