ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

რატომ უნდა შეიძინოთ აპარტამენტები ბათუმში?

ზღვის პირას ცხოვრება ყოველთვის პოპულარულია ადამიანებისთვის, ვისაც ბუნებასთან სიახლოვე, მშვიდი გარემო ხიბლავს ან უბრალოდ კარგი ინვესტიციის განხორციელება სურს. დღეს ბათუმი ძალიან საინტერესო გახდა მათთვის, ვისაც უძრავ ქონებაში საკუთარი კაპიტალის დაბანდება სურთ. ეს ქალაქი ნამდვილად არაჩვეულებრივია თქვენი ინვესტიციებიდან სტაბილური შემოსავლის მისაღებად, რადგან აქ ბიზნესისთვის ხელსაყრელი და სტაბილური გარემოა შექმნილი. ბათუმში შეგიძლიათ დატკბეთ ლამაზი ხედებით, შეიგრძნოთ ზღვის ტალღები და ამავდროულად განახორციელოთ ინვესტიცია, რომელიც სარგებელს მოგიტანთ. ბათუმის გამორჩეული მახასიათებლებია:

  • კლიმატი - აჭარის ზღვისპირეთში სუბტროპიკული ჰავაა, შესაბამისად ხასიათდება თბილი ზამთრით და ცხელი ზაფხულით. შავი ზღვის სანაპირო ზოლი ჭარბტენიანია, ვიდრე აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები. მაღალმთიანი ადგილები დიდთოვლიანობით გამოირჩევა, რომელიც ზოგჯერ რამოდენიმე მეტრს აღწევს. სწორედ ამიტომ ზაფხულში ტემპერატურა უფრო დაბალი 22-24 °C-ია დაბლობში და 17-21 °C მაღლობში. ზამთარში ბათუმში ტემპერატურა 4-6 °C-ია, როცა მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში 3-2 °C-ს აღწევს. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,5 °C-ია, იანვარში — 7,1 °C-ია, აგვისტოში — 23,2 °C. ნალექები — 2560 მმ წელიწადში. შეფარდებითი სინოტივე — 81%;
  • საინვესტიციოდ მიმზიდველი ადგილი - აჭარაში სტაბილური და განვითარებადი გარემოა, რადგან საქართველოს კანონმდებლობა იცავს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ და გამოყენებულ ინვესტიციებს. გამოირჩევა დაბალი ფასებით, ევროპის უმეტეს ქვეყნებთან შედარებით დაბალი ფასებია. საქართველოში ქონების გადასახადის მოქნილი კანონია ანუ საკუთრების გადასახადი 0% და თქვენ რამდენიმე წუთში შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ საკუთარი ქონება. ქონების ფლობა კი გაძლევთსაშუალებას მიიღოთ ბინადრობის უფლება და ლეგალურად მართოთ;
  • თანამედროვე არქიტექტურა - ბათუმის სანაპიროს გასწვრივ გაერთიანებულია თანამედროვე და ძველი ქალაქის კლასიკურ არქიტექტურა. ამის გამო ბათუმს ხშირად ''კავკასიის ლას-ვეგას'' უწოდებენ. მე-19 საუკუნეში არქიტექტორებმა ბათუმში შემოიტანეს დასავლური სტილი და ის ელეგანტურ ქალაქად აქციეს, რომლის მონახულება საოცარი ემოციით აგავსებთ. ამიტომ ბათუმში ყოფნისას აუცილებლად მოინახულეთ: ანბანის კოშკი, ჭაჭის კოშკი, ბათუმის პიაცა, ბათუმის ისტორიული სახლი, ასტრონომიული საათი და ა.შ.

თუ გინდა ბათუმში ფლობდეთ უძრავ ქონებას SOLIS Residence-ის პროექტი ზღვის პირველ ზოლში საშუალებას გაძლევთ პრემიუმ-კლასის სასტუმრო ტიპის 26 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსში გახდეთ აპარტამენტის მფლობელი. პროექტი გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურული დიზაინით, კარგი ადგილმდებარეობით, პანორამული ხედებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით, რომელიც მაქსიმალურად კომფორტულ საცხოვრებელ და დასასვენებელ გარემოს ქმნის.

კომპლექსში თქვენ შეგხვდებათ სამი ტიპის საცხოვრებელი ფართი:

  • სტუდიოს ტიპის აპარტამენტი;
  • აპარტამენტი ერთი საძინებლით;
  • აპარტამენტი ორი საძინებლით.

რომელიც თავის მხრივ ნაწილდება ხუთ კატეგორიად:

  • პანორამული ზღვის ხედით;
  • პირდაპირი ზღვის ხედით;
  • ნაწილობრივი ზღვის ხედით;
  • მცირე ნაწილი ზღვის ხედით;
  • ზღვის ხედის გარეშე.

SOLIS Residence ს აპარტამენტები ეს არის თქვენ საკუთრებაში არსებული მაღალი კლასის სასტუმროს ნომერი, რომელიც არის ინვესტიცია თქვენს სტაბილურ მომავალში.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია