ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

შავ ზღვასთან ცხოვრების ჯანსაღი უპირატესობები

ბათუმში მოგზაურობა დაუვიწყარ მოგონებებს და თავგადასავლებს გთავაზობთ. აქ ყოველ ნაბიჯზე მოულოდნელ სანახაობას, ულამაზეს ადგილებს და შავი ზღვის საოცარი პეიზაჟებს წააწყდებით. თუ გიყვართ ზღვა და გინდათ გარემოს შეცვლა წარმოგიდგენთ იმ მნიშვნელოვან მიზეზს, თუ რატომ უნდა გადახვიდეთ ზღვისპირას საცხოვრებლად და რა დადებითი გავლენა შესაძლოა ქონდეს შავ ზღვას თქვენ ჯანმრთელობაზე.

წყალი

ზღვის წყალი შეიცავს ოთხმოცამდე ელემენტს, მათ შორის - ბრომს, იოდს, ქლორს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, სულფატებს, კარბონატებს. ხშირად მცირე ყურეებში გროვდება ზღვის ტალახი, რომლითაც შესაძლებელია სხეულის დაზელვა, რაც ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, არბილებს ნაწიბურებს და ამცირებს ანთებას, აჩქარებს ძვლების შეხორცებას მოტეხილობის შემდეგ, აუმჯობესებს სახსრების მოძრაობასა და მოქნილობას, თირკმელზედა ჯირკვლის მუშაობას.

კლიმატი

შავი ზღვის სანაპიროზე თბილი და ტენიანი კლიმატია. წყალი არასოდეს იყინება, რადგან იგი ზღვებს შორის ყველაზე თბილია. წყლის ტემპერატურა ზედაპირზე 6 თვის განმავლობაში 16 გრადუსზე მაღალია. ზამთარში 6-8 გრადუსს უტოლდება, ზაფხულში კი 25 გრადუსს აჭარბებს. მზის აქტივობა კი სამხრეთის სხვა კურორტებთან შედარებით დაბალია.

რა გავლენა აქვს ზღვის კლიმატს?

  • ამცირებს არტერიულ წნევას - არტერიული წნევის შესამცირებლად რეკომენდებულია ზღვის პირას ცხოვრება, რადგან აქ ატმოსფერული წნევა უფრო მაღალია, რის შედეგადაც ჰაერი შეიცავს ჟანგბადის მეტ რაოდენობას;
  • აუმჯობესებს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემას - სანაპიროზე სიარული ხელს უწყობს რევმატიული დაავადებების და სითხის შეკავებას, რაც აუმჯობესებს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემებს; 
  • აძლიერებს იმუნური სისტემას - იმუნური სისტემა ძლიერდება ფიზიკური და ემოციური ნაკრებით;
  • ამდიდრებს ორგანიზმს D ვიტამინით - წელიწადში თითქმის 365 დღის განმავლობაში შეგიძლიათ მზით დატკბეთ და მიიღოთ D ვიტამინი;
  • მარილიანი წყალი კანს მაგნიუმით ამდიდრებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია კუნთის ფუნქციონირებისთვის;
  • ზღვის წყალი და ჰაერი კანქვეშა ქსოვილებს ამარაგებს უარყოფითად დამუხტული იონებით, რომლებიც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს;
  • ზღვის პირას გატარებული ნებისმიერი დღე სასარგებლოა ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. ადამიანი, რომელიც ზღვის ხედს ხედავს ბედნიერია, ნაკლებად ღიზიანდება და თავს მშვიდად გრძნობს.
გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია