ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

ტურიზმის სახეობები, რომლითაც აჭარის რეგიონში შეგიძლიათ დაკავდეთ

  • საზღვაო ტურიზმი

ეს აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურიზმის სახეობაა. სუბტროპიკული კლიმატი, თბილი ზღვის ჰავა, საზღვაო კურორტების ინფრასტრუქტურა, ზღვის და მთის კომბინაცია უნიკალურ დასასვენებელ პირობებს ქმნის აჭარაში ჩამოსული დამსვენებლებისთვის. საცურაო ზოლის მთლიანი სიგრძე 21 კმ-ს შეადგენს. ზღვის საშუალო ტემპერატურა + 21-29oC.

აჭარის ტერიტორია მოიცავს შემდეგ საზღვაო საკურორტო ზონებს: ბათუმი, ქობულეთი, მახინჯაური,მწვანე კონცხი, ჩაქვი, გონიო, კვარიათი, სარფი;

ბათუმი-  კარგი ინფრასტრუქტურა, გართობისა და დასვენების ამოუწურავი შესაძლებლობები ეს ბათუმია- მთელი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილი;

ქობულეთი- განსაკუთრებული მიკროკლიმატით გამორჩეული ბალნეოლოგიური კურორტი. წვრილ-ქვიშიანი ნაპირი, კაშკაშა მზე კარგ პირობებს ქმნის ჰელიოთერაპიის, ძვალ-სახსრების, ლიმფური ჯირკვლებისა და სხვა ორგანოების, ბრონქიალური ასთმისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობისთვის;

სარფი- წყლის საშუალო ტემპერატურა აქ +25oC, ჰავა კი, ზღვისა და მთის ნარევს წარმოადგენს. საკურორტო ადგილის სანაპირო ზოლში ზღვის წყალი განსაკუთრებულად გამჭვირვალეა. მიმზიდველია აქაური წყალქვეშა სამყაროც;

მახინჯაური- კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი. სამკურნალო ტურიზმით დაინტერესებულებს აქ შეუძლიათ უმკურნალონ სასუნთქი გზების , გულ-სისხლძაღვთა, შარდ-სასქესო  და ნერვული სისტემების, ასევე – გინეკოლოგიური პროფილის დაავადებებს, რკინადეფიციტურ ანემიას, ენდოკრინული სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლით გამოწვეულ დაავადებებს. 

კვარიათი- ისევე, როგორც სარფში, სანაპირო ზოლში ზღვის წყალი აქაც განსაკუთრებულად გამჭვირვალეა, წყალქვეშა სამყარო კი – მიმზიდველი. სამკურნალო ტურიზმის მოყვარულებისთვის საინტერესო იქნება კურორტის ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, რომელიც ნერვული სისტემებისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობისთვის არის რეკომენდებული;

მწვანე კონცხი- მის ულამაზეს ფერდობებზე გაშენებულია ევროპაში ერთ-ერთი მდიდარი ბოტანიკური ბაღი;

ჩაქვი- დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩაქვის სანაპირო ზოლი. ისტორიულად ქართული ჩაის სამშობლოა. სწორედ აქ შემოიტანა პირველად ჩაი ჩინელმა მეცნიერმა ლაო ძინ ძაომ;

ციხისძირი- მისი ჰავის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ზღვისა და მთის ჰაერის ნარევს წარმოადგენს და რეკომენდირებულია სასუნთქი გზების არატუბერკულოზური და ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებების სამკურნალოდ.

  • საქმიანი ტურიზმი- MICE

MICE ტურიზმი – მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას:

Meetings – შეხვედრები, სტრატეგიული თათბირები, მოლაპარაკებები, პრეზენტაციები;

Incentive – წამახალისებელი მოგზაურობები, სამოტივაციო პროგრამები, პარტნიორებისა და თანამშრომლების ლოიალობის სტიმულირება;

Conferences/Congresses – კონფერენციები, ფორუმები, კონგრესები;

Exhibitions/Events – გამოფენები, კონკრეტულ ღონისძიებებზე დასწრება, კორპორატიული ღონისძიებები.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა, უგემრიელესი ადგილობრივი, ევროპული თუ აზიური სამზარეულო, მსოფლიო დონის მომსახურება, მომხიბვლელი გარემო – ის პირობებია, რომელიც აჭარაში ტურიზმის ამ სახეობის განვითარებას განაპირობებს. აჭარაში ყოველწლიურად გამართულმა მრავალრიცხოვანმა საერთაშორისო მნიშვნელობის და მაღალი დონის ღონისძიებებმა რეგიონს MICE- ტურიზმის ტრანსნაციონალურ ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი შესძინა.

გარდა საერთაშორისო ბრენდებისა – „რადისონი“, „ჰილტონი“, „შერატონი“, „ვინდჰემი“ – რომლებიც აჭარაში ოპერირებენ, მაღალი დონის შეხვედრების, კონფერენციებისა და გამოფენების გასამართად საჭირო ინფრასტრუქტურას აქ ადგილობრივი სასტუმროები და აპარტ ჰოტელებიც შემოგთავაზებენ.

 

 

  • საკრუიზო ტურიზმი

ისტორიულად ბათუმის პორტი კავკასიის რეგიონში ლოჯისტიკურ ცენტრს წარმოადგენს. ეს იყო პირველი პორტი, რომლის წყალობითაც საქართველომ სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია შეიძინა. ბათუმის პორტის კიდევ უფრო განვითარებას ხელი შეუწყო 1878 წელს პორტის პორტო ფრანკოდ გამოცხადებამ . 

ბათუმის პორტი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში პოპულარულ საკრუიზო მიმართულებას წარმოადგენდა. ბოლო წლებში საკრუიზო ტურიზმი კვლავ აქტუალური ხდება, რასაც ადასტურებს შავი ზღვის აუზის ქვეყნების დაინტერესება ბათუმის მიმართულებით.​

​საკრუიზო გემები, რომლებიც ბათუმს სტუმრობდნენ: "Riviera", "Amadeus", "Island Sky", "Albatros", "Silver Wind", "Minerva", "Spirit of Advernture", "Prinsendam", "Regatta", "Princess Daphne".

 

 

  • ეკო ტურიზმი

ასეთი ტურების მიზანია ველურ ბუნებასთან ურთიერთობა. ეკოტურიზმს მინიმუმამდე დაჰყავს გარემოზე ეკოლოგიური და კულტურულ‐სოციალური ხასიათის უარყოფითი ზეგავლენის შედეგები. ტურიზმის ეს სახეობა ხელს უწყობს დაცული ტერიტორიებისა და რეგიონების მოსახლეობის ეკონომიკური შემოსავლების ზრდას.

ეკო ტურიზმი აჭარაში ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი სახეობაა. უცხოელი ტურისტების დიდ ნაწილს აჭარაში სწორედ ტურიზმის ეს სახეობა იზიდავთ. აჭარის მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა, ასევე ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლე ეკო ტურიზმის განვითარებისათვის საუკეთესო პირობებს ქმნის.

აჭარაში ოთხი დაცული ტერიტორია, კეთილმოწყობილი ბილიკებითა და ველობილიკებით, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილებით. აჭარის ლანდშაფტი შესანიშნავ საშუალებას იძლევა ლაშქრობების მოსაწყობად, საცხენოსნო, სამეცნიერო და ეკო-ტურების გასამართად. მოვლილი, ხელუხლებელი ბუნება, მდიდარი მწვანე გარემო, ჩანჩქერები, ტბები და მდინარეები, ნაკრძალები – ენდემური და რელიქტური სახეობებით, მთები, რომელიც ცასთან გაახლოებს და ზღვა- სამოთხე  ეკო ტურიზმის მოყვარულებისთვის . ქობულეთის, კინტრიშის, მტირალასა და მაჭახელას დაცული ტერიტორიები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მწვანე ტბა, გოდერძის ტყე და ქვიშის დიუნები ყველა ტურისტისთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცევა.

 

 

  • გასტრონომიული ტურიზმი

გასტრონომიული ტურიზმი – მოიცავს ყველა იმ აქტივობას, რაც დაკავშირებულია კვებასთან. ეს შიძლება იყოს კულინარიული მასტერკლასები, კულინარიული ტურები ა.შ. ამ მიმართულებით ძირითადად კულინარიის მოყვარული ადამიანები ინტერესდებიან.

საქართველოში, გასტრონომიული ტურიზმი ნელ-ნელა ვითარდება. ამას კი ხელს უწყობს ადგილობრივი, უნიკალური და განსხვავებული სამზარეულო, მრავალფეროვანი ადგილობრივი ვაზის ჯიშები, რომლისგან დამზადებული ღვინოებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გასტრონომიულ ტურიზმში. 

აჭარულ სამზარეულოზე დიდი გავლენა მოახდინა მაღალმთიანი რეგიონების ცხოვრების წესმა, რის გამოც რძის პროდუქტები ადგილობრივი კერძების მთავარ კომპონენტს წარმოადგენს. ეს რეგიონი განსაკუთრებულია ადგილობრივი ტრადიციული სამზარეულოთი. არსებობს კერძები, რომლებიც მხოლოდ აქ უნდა დააგემოვნოთ.

აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის ამოცანას ტურიზმის ამ მიმართულების განვითარება წარმოადგენს. 

 

 

  • ღვინის ტურიზმი

ვაზის სამშობლოში ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის საკმარისი რესურსი არსებობს. ამის საფუძველს საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა გვაძლევს. მეღვინეობა-მევენახეობის ტრადიციები 8000 წლის წინათ იღებს სათავეს. მსოფლიოში ცნობილი 2000 ყურძნის ჯიშიდან 500 ქართულია.

ღვინის ტურიზმში მნიშვნელოვან კომპონენტს ტურები წარმოადგენს, რომელიც მოიცავს ვენახების მონახულებას, ღვინის დაყენების ტექნოლოგიის შესწავლას და დეგუსტაციებს. ღვინის ტურში მონაწილე ადამიანებს, ყველაზე მეტად ადგილობრივი ღვინო, მისი ისტორია და კულტურა ხიბლავთ. ეს ყველაფერი კი საქართველოს ნამდვილად არ აკლია.

დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერას სწორედ აჭარა წარმოადგენს. აჭარაში მევენახეობის ისტორიულ კერად მიჩნეულია ქედის მუნიციპალიტეტი. აჭარაში წარმოებული ღვინის უნიკალური სახეობებია "ქედის ცოლიკაური" და "ჩხავერი".

ჩხავერი - ვარდისფერყურძნიანი ვაზის ჯიშია. აჭარაში გავრცელების ზონაა ქედის მუნიციპალიტეტი.. იძლევა მაღალხარისხოვან საღვინე მასალას. 

​ცოლიკაური - თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, ის ქედის მუნიციპალიტეტში ფართოდაა გავრცელებული. ცოლიკაური საგვიანო სიმწიფის ჯიშია.

 

 

  • კულტურული ტურიზმი

კულტურული ძეგლების დათვალიერებას, ფესტივალების, მუზეუმების, კულტურული მოვლენების, ეროვნული ხელნაკეთობების, ტრადიციული კულინარიის გაცნობა დათვალიერებას. მოიცავს ტურიზმის თითქმის ყველა იმ მიმართულებას, რომლებიც დაკავშირებულია ერის ისტორიასთან, კულტურასთან, ეთნოგრაფასთან, მატერიალური და სულიერ მემკვიდრეობასთან.

აჭარა თავისი მრავალფეროვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლებით, ფესტივალებითა და კულტურული ღონისძიებებით ნამდვილი აღმოჩენაა კულტურული ტურიზმის მოყვარულთათვის. აჭარაში კულტურული ღონისძიებების ეპიცენტრი ბათუმია. ​განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს, რათა ბათუმი ფესტივალების ქალაქად გადაიქცეს.

ბათუმი ყოველწლიურად მნიშვნელოვან კულტურულ, სპორტულ და სამეცნიერო ღონისძიებებს, სახალხო დღესასწაულებს, საერთაშორისო მუსიკალურ თუ კინო ფესტივალებს მასპინძლობს.

ბოლო 10 წლის განმავლობაში, აჭარას სტუმრობდნენ: ჯამიროქუაი, მეისი გრეი, პროდიჯი, ქუინსი ჯონსი, სნუუპ დოგი, Aerosmith, ლორინ ჰილი, ჯო სთოუნი, დე ლა სოული, Maroon 5, Sting, 30 seconds to mars, ერიკა ბადუ და სხვები.

 

 

  • სამთო-სათხილამური ტურიზმი

აჭარის რეგიონს გარდა საზღვაო კურორტისა სამთო-სათხილამურო კურორტის დიდი პოტენციალი გააჩნია.

მთიან აჭარაში მთების საშუალო სიმაღლე 2.000-2.500 მეტრია. ბოლო წლებში მაღალმთიან აჭარაში დაიწყო სამთო კურორტების გაშენება. მათ როგორც სამკურნალო-რეკრეაციული, ასევე გასართობი დანიშნულება აქვთ და ისინი წლის ოთხივე სეზონზეა გათვლილი. 

აჭარის მაღალმთიანეთში, ზღვის დონიდან 2350 მეტრ სიმაღლეზე, უკვე მუშაობს სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“, რომელსაც წელიწადში 20 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობს.

​საქართველოს კურორტებიდან გოდერძი ყველაზე უხვთოვლიანიცაა, რაც საშუალებას იძლევა სეზონი ადრე გაიხსნას და გვიან დაიხუროს. სათხილამურო ტრასის საერთო სიგრძე 8 კმ-ია. მუშაობს ორი სახის საბაგირო გზა – რვა ადგილიანი გონდოლა და ექვს ადგილიანი ბაბლი. 

 

 

  • სათამაშო ტურიზმი

ტურიზმის ეს სახეობა ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მომგებიანია.

​საქართველოს კანონმდებლობით სათამაშო ბიზნესის წარმოება ნებადართულია. ვიზიტორების საკმადო დიდი ნაწილი აჭარას სწორედ სათამაშო ბიზნესის სფეროებით გასართობად სტუმრობენ​.

​სათამაშო ბიზნესი ბათუმში დიდი პოპულარობით სარგებლობს და აზარტის მოყვარულებს კაზინოების ფართო არჩევანს სთავაზობს. ამჟამად, ბათუმში არსებული კაზინოების უმრავლესობა 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების შენობებშია განლაგებული.

 

 

  • ფრინველებზე დაკვირვება

ფრინველებზე დაკვირვება (Birdwatching) მსოფლიოში დღეს უამრავი ადამიანის გატაცებაა.

სათავგადასავლო და ეკო ტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული ფრინველებზე დაკვირვება დიდ პოტენციალს ფლობს საქართველოშიც, კერძოდ აჭარის რეგიონში.

უნიკალური ტოპოგრაფია და კლიმატი განაპირობებს გადამფრენი ფრინველების სიმრავლეს, რაც Birdwatching-ის მოყვარულების დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ქმნის.

შავი ზღვის სანაპირო, ბათუმის შემოგარენი ,,აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის” სახელითაა ცნობილი. აქ ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება.

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალიც კი ტარდება სექტემბერში, რომელიც ხელს უწყობს ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივების ეკონომიკურ კეთილდღეობასა და გადამფრენ მტაცებელ ფრინველთა სახეობების კონსერვაციას.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლები - სახალვაშო და ჩაისუბანი, საუკეთესო ადგილია მათთვის, ვინც ერთმანეთს ინფორმაციას უზიარებს მტაცებელი ფრინველების ეკოლოგიისა და მიგრაციის შესახებ.

 

 

  • სოფლის ტურიზმი - აგრარული ტურიზმი 

სასოფლო ანუ აგრარული ტურიზმი - ითვალისწინებს: ტურისტთა განთავსებას ადგილობრივი ტრადიციებით აგებულ სახლებში, კვებას - ადგილობრივი წარმოების კვების პროდუქტებით და მონაწილეობას - სოფლის ცხოვრებაში.

აჭარის თვალწარმტაცი ბუნება, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება და სტუმართმოყვარე მოსახლეობა  ტურიზმის ამ სახეობის განვითარების საუკეთესო პირობებს ჰქმნის. აჭარის სოფლებში ტურისტებს საშუალება ეძლევათ ჩაერთონ სხვადასხვა საქმიანობებში, ისეთში როგორიცაა: მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მებაღეობა, მეღვინეობა, მეფუტკრეობა. ასევე გაეცნონ ხალხური რეწვის სახეებს, იჯირითონ ცხენზე, ინადირონ, ითევზაონ, მოაწყონ ლაშქრობები, დააგემოვნონ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან დამზადებული ადგილობრივი კერძები და გაეცნონ ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია