ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

უძრავი ქონება მომავლის ქალაქში

ბათუმი გამორჩეული რეგიონია კავკასიაში თავისი უნიკალური მდებარეობით, რომელიც ერთნაირად მიმზიდველია როგორც დამსვენებლებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის. ბათუმს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები აქვს მეზობელ ქვეყნებთან, რომელთა რიცხვს უკვე ევროპის და აშშ-ს ქალაქებიც მიეკუთვნება, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მზარდ განვითარებაში და მსოფლიო მასშტაბის ქალაქად გარდაქმნაში. ბათუმი  სწრაფი ტემპით ვითარდება, შესაბამისად საკურორტო ქალაქის ასეთმა წინსვლამ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის მაღალი ტემპი განაპირობა. უფრო და უფრო მეტად საინტერესო გახადა დეველოპერული კომპანიებისთვის და მყიდველებს შორის მკვეთრად გაიზარდა საზღვარგარეთის ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა. 

 

უძრავი ქონება ბათუმში

უძრავი ქონების შესახებ ბაზრის კვლევები აჩვენებს რომ, აპარტამენტები ბათუმში დიდი მოთხოვნით სარგებლობს რუსეთის, ბელარუსის, ისრაელისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებში. ძირითადად უპირატესობას მათ მდებარეობას, ხედს, ფასს და ხარისხს ენიჭება. აღსანიშნავია ფაქტიც რომ, ბათუმში აპარტამენტების შეძენა ნაკლებად ხდება პირადი მოხმარებისთვის, ძირითადად ეს ერთგვარი სამომავლო ინვესტიციაა.

 

რატომ არის ბათუმი ასეთი მიმზიდველი? 

ბათუმს ხშირად მოიხსენიებენ უწყვეტ განვითარებაზე ორიენტირებულ ევროპულ ქალაქად, სადაც ძველი ბათუმის უნიკალურ არქიტექტურასა და მის ნათელ ქუჩებს იდეალურად ერწყმის თანამედროვე შენობა-ნაგებობები, რომელიც ქალაქს აცოცხლებს და უფრო დინამიკურს ხდის.

  • ტურისტების მუდმივი ნაკადი - ბათუმი წლის განმავლობაში ნებისმიერ სეზონზე ღია და მიმზიდველია მოგზაურთათვის. შესანიშნავი მდებარეობა, საოცარი ბუნება, ურბანული გარემო, უნიკალური სამზარეულო და ხელმისაწვდომი ფასები ხელს უწყობს ტურისტების სტაბილურ ნაკადს წლის ნებისმიერ სეზონზე;
  • კონკურენტული და დივერსიფიცირებული საფასო პოლიტიკა - უძრავი ქონება ბათუმში იყოფა სხვადასხვა კატეგორიებად მდებარეობის, ზღვასთან სიახლოვისა და განვითარების პოტენციალის მიხედვით. აქედან გამომდინარე, ბაზარზე არის ფასების ფართო დიაპაზონი: დაახლოებით 30 000 $-იდან (ეკვივალენტი ლარში) - 300 000 $-მდე (ეკვივალენტი ლარში);
  • ადასახადების და მოსაკრებლის ფასის სიმცირე - საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეები უძრავი ქონების გადასახადისგან თავისუფლდებიან, ხოლო კომუნალური გადასახადების სისტემა შექმნილია ისე, რომ მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს მხოლოდ ის, რასაც იყენებს. მაგალითად თუ ბინაში არავინ ცხოვრობს, საჭირო არ არის რემონტის, მოვლის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და სხვა საფასურის გადახდა;
  • უსაფრთხოების მაღალი ხარისხი - უცხოელ ინვესტორთა უფლებები საქართველოში ისევე დაცულია, როგორც ქვეყნის მოქალაქეების. შესაბამისად, ინვესტორი უძრავი ქონების შეძენისას 100%-ით დარწმუნებულია მისი საკუთრების უსაფრთხოებაში.
  • სახელმწიფოში ბინადრობის მიღების შესაძლებლობა - უცხოელი ინვესტორი, რომელიც გადაწყვეტს დააბანდოს 100 000 $ (ეკვივალენტი ლარში) ბინის შესაძენად, შეუძლია მიიღოს ბინადრობის მოწმობა;
  • კარგი ბიზნეს კლიმატი - სტაბილური, საქმიანი გარემო, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, დაბალი გადასახადები და ლიბერალური ეკონომიკური კანონმდებლობა.
გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია