ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

10 ადგილი, რომელიც აჭარაში უნდა ნახოთ

  • მწვანე კონცხი​ -ბოტანიკური ბაღი

დაახლოებით 9 კმ. (5.6 მილი) დაშორებით ბათუმიდან, ადგილობრივების თქმით თქვენ აღმოჩნდებით “მწვანე სამოთხეში”, რომლის თვალწარმტაცი ხედები და სანაპირო ზოლი გულგრილს არავის დატოვებს. ტურისტები და ადგილობრივები ამ ადგილს სტუმრობენ არა მხოლოდ მზის აბაზანის მიღებისა და ცურვისთვის, არამედ დაივინგისთვისაც. მწვანე კონცხი მრავალი სასტუმროს ტიპის სახლებით, რესტორანითა და კაფე-ბარებით გამოირჩევა, ასე რომ იქ დარჩენა მთელი დღის განმავლობაში შესაძლებელია, იმისათვის, რომ დატკბით მწვანე სამოთხის სილამაზით.
მწვანე კონცხის შესანიშნავი ქვების სანაპიროზე, სუფთა წყალი არა მხოლოდ ცურვისა, არამედ დაივინგისთვისაც გამოდგება, რითიც ტერიტორია ერთ-ერთი პოპულარული და საყვარელი ადგილი გახდა დამსვენებლებისთვის.

- ბათუმის ბოტანიკური ბაღი 
ბოტანიკური ბაღი აჭარაში, ქალაქ ბათუმიდან 9 კმ დაშორებით, მდინარე ჩაქვისწყლის შესართავს და მწვანე კონცხს შორის მდებარე სანაპირო ზოლზე. ბაღს ზღვის სანაპირო ზოლის დაახლოებით 1 კმ სიგრძის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი უკავია, რომელიც ზღვის დონიდან 0-220 მეტრ სიმაღლემდე ვრცელდება.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბოტანიკური ბაღი დაარსებულია 1912 წელს ანდრეი კრასნოვის მიერ, რომელიც ბოტანიკისა და ფიზიკური გეოგრაფიის აღიარებული კლასიკოსია. ბაღის ფლორისტული სიმდიდრე 111 ჰექტარზე გაშენებულ ცხრა განყოფილებითაა წარმოდგენილი.
ესენია: აღმოსავლეთ აზიის,
ჩრდილოეთ ამერიკის,
ახალი ზელანდიის,
სამხრეთ ამერიკის,
ჰიმალაის,
მექსიკის,
ავსტრალიის,
ხმელთაშუა ზღვის და ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების განყოფილებები. ბოტანიკურ ბაღში ვიზიტი შესაძლებელია როგორც ფეხით, ისე სპეციალური საექსკურსიო ელექტრო-მობილებით.  

 

 

  • ულამაზესი საზღვაო კურორტები  

საზღვაო კურორტების ინფრასტრუქტურა, სუბტროპიკული კლიმატი, ზღვის და მთის ჰაერის უნიკალური კომბინაცია შესანიშნავ დასასვენებელ პირობებს ჰქმნის აჭარაში ჩამოსული დამსვენებლებისთვის. მრავალფეროვანია პლაჟების არჩევანი: ვისაც ზღვაზე დასვენებასთან ერთად ქალაქის აქტიური ცხოვრების გაზიარება გსურთ, ბათუმი თქვენთვის იდეალური ადგილია, აქ ზაფხულობით უამრავი კონცერტი, გასართობი და კულტურული ღონისძიება იმართება. უფრო მშვიდი, ქალაქს მოწყვეტილი გარემოს მოყვარულებს კი ციხისძირის, ჩაქვის, მწვანე კონცხის ზღვისპირა ადგილებს შეგიძლიათ ესტუმროთ. მყუდრო დასასვენებელი ინფრასტრუქტურაა შექმნილი სარფის, კვარიათის, გონიოს პლაჟებზეც. განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ქობულეთის პლაჟები.  

  • ციხისძირი - ციხე-ქალაქი პეტრა

პეტრას ნაქალაქარი მდებარეობს ქობულეთის რაიონის სოფ.ციხისძირში, ბათუმიდან ჩრდილოეთით 25  კმ-ის მანძილზე.  
ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული პატარა ციხისძირი, წარმოადგენს არქეოლოგიურ საიტს და შავი ზღვის კიდევ ერთ სანაპირო ზოლს. აქ ნახავთ გვიანდელი ანტიკურ-გამაგრებული ქალაქის ნანგრევებს, რომლებიც ცნობილია როგორც რომაული აგებული ციხე-ქალაქი - პეტრას სახელითაც. ქალაქი ძალიან პატარაა ის შესანიშნავი ადგილია, მათთვისაც ვისაც სუფთა წყალი, მშვიდი ადგილი და კლდოვანი პლაჟები იზიდავს.  

  • მწვანე ტბა - ზემო აჭარა

მწვანე ტბა ზემო აჭარაში, გოდერძის უღელტეხილთან ახლოს, არსიანის ქედის ჩრდილოეთით მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 2058 მეტრ სიმაღლეზე. ტბაზე წასვლა გვიან გაზაფხულზე,  ზაფხულსა და შემოდგომის პირველ ნახევარშია შესაძლებელი. ზამთრობით ტბასთან მისვლა შეუძლებელია, თოვლის მაღალი საფარის გამო. მწვანე ტბა განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომაზე.​ ტბის წყალი სუფთა, გამჭვირვალე, სუსტად მინერალიზებული და სასმელად ვარგისია, მასში არ არის თევზი.

 

 

  • მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნული პარკი ქობულეთის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს შორის მდებარეობს. ეროვნული პარკი ბათუმიდან 25 კმ, ხოლო ქობულეთიდან კი 27 კმ-ში მდებარეობს.
მტირალას ეროვნული პარკი გამოირჩევა მრავალფეროვანი ფლორითა და ეკოტურისტული სერვისებით. ტურისტებს და ადგილობრივ დამსვენებლებს შეუძლიათ ისარგებლონ პარკში მოწყობილი ზიპ-ლაინით. აქ ასევე მოწყობილია სპეციალური „თოკების პარკი“, რაც ეკო-საგანმანათლებლო ობიექტს წარმოადგენს. პარკში 2 ზონაა მოწყობილი, კერძოდ საოჯახო და მოზრდილებისთვის.
თუ ბუნებაში დასვენება, ლაშქრობა, მდინარის ცივ წყალში ბანაობა გიყვართ – მაშინ ეს ადგილი თქვენთვისაა. პარკში შესვლა უფასოა. არის საპიკნიკე და კარვის გასაშლელი ადგილები.

  • ბეშუმი

მთის კლიმატური კურორტი და საზაფხულო სოფელი აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე, ზღვის დონიდან 1850-1900 მ, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ, ხულოდან 30 კმ.
მწვანე ტბასთან ახლოს მდებარეობს კურორტი ბეშუმი. ძველი აჭარული არქიტექტურით ნაგები საზაფხულო სახლების გვერდით თანამედროვე კოტეჯის ტიპის სახლების ნახვაც შეგიძლიათ. კურორტი საზაფხულოა.
აქ არის უჩვეულოდ სუფთა ჰაერია, წიწვიანი ტყეებით და მდინარეები. კურორტი გამოირჩევა გამაჯანსაღებელი თვისებებით- აქ მკურნალობენ სუნთქვის ორგანოთა  და ბავშვთა ქრონიკულ დაავადებებს.  
თუკი ოდესმე ნისლიან ბეშუმში მოხვდებით, ამ კადრის დავიწყებას ვერ შეძლებთ.  

  • გონიო - გონიოს ციხე-სიმაგრე

გონიო — შავი ზღვისპირა კურორტი აჭარაში, ქალაქ ბათუმში, გონიო-კვარიათის უბანში. მდებარეობს მდინარე ჭოროხის მარცხნივ. გონიო - ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ზღვისპირა კურორტი საქართველოში. გონიოს, ადგილობრივების თქმით ყველაზე კარგი სანაპირო ზოლი აქვს. ციხისძირისგან განსხვავებით, გონიო უფრო გასართობ და ხმაურიან დასვენებას გთავაზობთ. ისტორიული და კულტური საიტების მოყვარულებს შეუძლიათ მოინახულონ რომაული ციხე-სიმაგრე და გონიოს ციხე-სიმაგრის ტერიტორიებიც, რომელიც დათარიღებულია პირველი საუკუნით. 

 

 

  • შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ფართობით, მცენარეთა მრავალფეროვანი და უნიკალური კოლექციით, ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული საიტი გახდა მთელს აჭარის რეგიონში. დაახლოებით 60 ჰექტარზე გაშენებული ბაღში შეგიძლიათ იხილოთ ეგზოტიკური ფლორის არაერთი სახეობა, როგორც ადგილობრივი, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი.

პარკი ორ ნაწილად იყოფა:
18 ჰექტარზე გაშენებულია საქართველოს ენდემური ჯიშის ხეები, დაახლოებით 200-ზე მეტი ნიმუში;
42 ჰექტარზე კი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი ეგზოტიკური სახეობის მცენარეთა კოლექციაა გაშენებული.

  • შეკვეთილის და კაპროვანის სანაპირო ზოლი

შეკვეთილი და კაპროვანი აჭარის ქვიშიანი პლაჟებია.  ითვლება, რომ ამ პლაჟებზე ქვიშა კარგია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ, ნერვული სისტემის პრობლემების, სტრესის, და კუნთების დაავადებების სამკურნალოდ. ფიჭვნარი, რომელიც იწყება შეკვეთილისა და კაპროვანის სანაპირო ზოლის უკან, დამსვენებლებისთვის სასიამოვნო და ულამაზეს გარემოს ქმნის.
შეკვეთილი და კაპროვანი მშვენიერი ადგილებია განსაკუთრებით ოჯახური მოგზაურობის, რადგან აქვე ახლოს არის ციცინათელას პარკი, რაც კიდევ უფრო შესანიშნავ გარემოს ქმნის ყველასთვის, მათთვისაც ვინც ბავშვებიც მოგზაურობს.

  • კინტრიშის ნაკრძალი

მდებაორებს აჭარაში, ქობულეთის რაიონში, საქართველოს ულამაზეს საზღვაო კურორტზე. იგი მოქცეულია მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში, სოფელ ცხემვანსა და ხინოს მთებს შორის, ზღვის დონიდან 300-2500 მეტრ სიმაღლეზე.
კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე შესაძლებელია საწყლოსნო, ეთნოლოგიური, ეკოლოგიური და ფრინველებზე დაკვირვების ტურების მოწყობა. ნაკრძალის ტერიტორიაზე ასევე შეგიძლიათ ნახოთ ორი ტბა  ტბიყელი და დიდვაკე,  ასევე ნაკრძალთან ახლოსაა ტბა, რომელსაც სიძერძალი ჰქვია.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია