ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ჩამოხვიდეთ ბათუმში

  1. მსოფლიოში ერთი-ერთი ყველაზე გრძელი ზღვისპირა ბულვარ

ზღვისპირა ბულვარი ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. 1987 წლიდან ბულვარი საქართველოს საბაღე-საპარკო ხელოვნების ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია და სარეკრეაციო ზონაა. ბულვარის ისტორია ბათუმის ისტორიის, ქალაქური ცხოვრებისა და ტრადიციების განუყოფელი ნაწილია.
ბულვარი საუკუნეზე მეტია რაც აერთიანებს ქალაქის სტუმრებსა თუ ძირძველ მაცხოვრებლებს. ის მოიცავს შვიდ კილომეტრიანი სასეირნო, ზღვისპირა პრომენადს, 4 ისტორიულ ხეივანს, ველობილიკს, ტერიტორიაზე ხარობს 40 ათასზე მეტი, სხვადასხვა დროს დარგული ხე-მცენარე.
ბულვარში ასევე მრავლადაა ბუნგალოები, კაფე-ლაუნჯები, რესტორნები, მაღაზიები, საბავშვო ატრაქციონები და სხვადასხვა სახის ფერადი თუ მოცეკვავე შადრევნები. უნიკალური მცენარეებით გაშენებულ ბათუმის ბულვარში შეგხვდებათ საინტერესო სკულპტურები, არქიტექტურული მონუმენტები. 

  1. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი  ბოტანიკური ბაღი

ბოტანიკური ბაღი აჭარაში, ქალაქ ბათუმიდან 9 კმ დაშორებით, მდინარე ჩაქვისწყლის შესართავს და მწვანე კონცხს შორის სანაპირო ზოლზე მდებარეობს. ბაღს ზღვის სანაპირო ზოლის დაახლოებით 1 კმ სიგრძის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი უკავია, რომელიც ზღვის დონიდან 0-220 მეტრ სიმაღლემდე ვრცელდება.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღს მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება იმ თვალსაზრისით, რომ აქ თანაარსებობენ სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული მცენარეთა სახეობები. ამ ჯადოსნურ ბაღში ერთნაირად კარგად ხარობს როგორც კანარის ფინიკის პალმა, ასევე იაპონური საკურაც.

 

 

  1. ულამაზესი ზღვის და მთის კურორტების მხარე

აჭარა არის ადგილი, სადაც ერთიანდება ზღვა, მთა და საინტერესო ტრადიციები. ზღვის დონიდან 1.500-2.200 მეტრის სიმაღლეზე ისეთი კურორტები მდებარეობს, რომლებიც წლის ოთხივე სეზონზეა გათვლილი და თავისი საუცხოო პეიზაჟებით რომანტიკულ დასვენებას სთავაზობს ტურისტებს. აჭარის მთიანი კურორტების წიწვოვანი ტყეები ახდენენ ჰაერის განსაკუთრებულ იონიზაციას და სასარგებლო სამკურნალო თვისებებით გამოირჩევიან. 

  1.  თანამედროვე და ისტორიული არქიტექტურის ულამაზესი ტანდემი

ბათუმის დათვალიერება პირველ რიგში მის ქუჩებში გასეირნებით და XIX- XX საუკუნეების არქიტექტურის დათვალიერებით უნდა დაიწყოთ. ამ ქალაქში ასევე შეძლებთ ყველა მთავარი რელიგიური მიმდინარეობის (მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი, ისლამი, იუდაიზმი)  საკულტო ნაგებობების მონახულებას. ბათუმისა და ზოგადად აჭარის ტერიტორიის უძველესი ისტორიიდან გამომდინარე მრავლადაა სხვადასხვა არქიტექტურული ძეგლები. 

მე-19 საუკუნეში, პორტო-ფრანკოდ წოდებულ პერიოდში, ბათუმი შენდებოდა ევროპელი არქიტექტორების მიერ. იგი ითვლებოდა პოპულარულ საპორტო და ტურისტულ ქალაქად საბჭოთა თუ პოსტ-საბჭოთა პერიოდებში. ბათუმი დღესაც გამოირჩევა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული არქიტექტურული იერის მქონე შენობების სიმრავლით.

  1. აჭარული სამზარეულოს გამორჩეული კერძებითა და ღვინო

ქართული სამზარეულოს და სუფრის გამორჩეული ტრადიციები ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანია, რაც ტურისტებს ჩვენ  ქვეყანაში იზიდავს.

აჭარული სამზარეულო ქართული ტრადიციული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია, თუმცა ამავდროულად განიცდის აზიური კულინარიის კულტურულ ზეგავლენას. მთიანი აჭარის სამზარეულოში რძის პროდუქტები ჭარბობს. აჭარული სამზარეულო წარმოუდგენელია აჭარული ხაჭაპურის გარეშე, რომელიც სხვა დანარჩენი სახეობებისგან უპირველესად ორიგინალური ფორმით გამოირჩევა. აჭარულ სამზარეულოში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტკბილეულობას. აჭარაში უძველესი დროიდან კარგად იყო განვითარებული მევენახეობა და დღემდე შენარჩუნებულია სხვადასხვა სიმწიფისა და შეფერილობის მქონე 50-მდე ვაზის ჯიში.

 

 

  1. კულტურული და ისტორიული ძეგლების მრავალფეროვნება

აჭარა ჯერ კიდევ საუკუნეების წინ აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს აღმშენებლობით საქმიანობაში. სწორედ ამაზე მეტყველებს აჭარის ტერიტორიაზე შემორჩენილი ციხესიმაგრეების, საკულტო ნაგებობებისა და ქვის თაღოვანი ხიდების ნაშთები. ვინაიდან აჭარა საქართველოს საზღვრისპირა რეგიონს წარმოადგენდა, იყო მოთხოვნა გამაგრებითი, თავდაცვით ნაგებობათა მშენებლობისა. ასეთია გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრე, პეტრასა და ხიხანის ციხეები. 
საპორტო ქალაქად გადაქცევის შემდეგ ბათუმში განსაკუთრებით მომრავლდა არქიტექტურულად მდიდარი შენობები, ისეთები როგორიცაა ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (ყოფილი კათოლიკური ეკლესია), ბათუმის ფოსტის შენობა, ზღვისპირა ბულვარის კოლონადები, არქიტექტორთა სახლი, საზაფხულო თეატრი. ქალაქის განაშენიანების პროცესში მონაწილეობას იღებდნენ ევროპელი არქიტექტორებიც. ძველი ქალაქი ძირითადად ორ და სამ სართულიანი შენობებით გამოირჩეოდა, ამავდროულად თითოეული შენობის არქიტექტურული იერი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებოდა, რაც უფრო საინტერესოს ხდიდა ქალაქის იერსახეს. იგივე ტენდეცია შეინიშნება თანამედროვე ბათუმის არქიტექტურაშიც. ბათუმი დღესაც გამოირჩევა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული არქიტექტურული იერის მქონე შენობების სიმრავლით.  სამომავლოდ რეგიონში არაერთი თანამედროვე არქიტექტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

  1. ტურიზმის მიმართულებების მრავალფეროვნება;

ტურიზმი დღეს ერთ-ერთ ყველაზე გლობალურ და პოპულარულ ინდუსტიას წარმოადგენს, რომელის მუდმივად დინამიურად იზრდება და ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩამოყალიბდა ტურიზმის სხვადასხვა სახეები და მიმართულებები, რადგან ტურიზმში ჩართულია სხვადასხვა სეგმენტის, გემოვნების, საჭიროებების მქონდე პირები, რომელთა დაკმაყოფილებაც უნდა მოხდეს მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზებებით.  

ტურიზმის სახეობები, რომლითაც აჭარის რეგიონში შეგიძლიათ დაკავდეთ:

  • საზღვაო ტურიზმი;
  • საქმიანი ტურიზმი- MICE;
  • საკრუიზო ტურიზმი;
  • ეკო ტურიზმი;
  • გასტრონომიული ტურიზმი;
  • ღვინის ტურიზმი;
  • კულტურული ტურიზმი;
  • სამთო-სათხილამური ტურიზმი;
  • სათამაშო ტურიზმი;
  • ფრინველებზე დაკვირვება;
  • სოფლის ტურიზმი - აგრარული ტურიზმი.
     

 

  1. დასვენების და გართობის მრავალფეროვანი არჩევანი 

აჭარა არის ადგილი სადაც ყველაფრის ნახვა შეგიძლიათ, გააჩნია რა ტიპის დასვენებას არჩევთ: ოჯახთან ერთად გსურთ შვებულების გატარება და ზღვაზე მშვიდად დასვენება, თუ თავგადასავლები გირჩევნიათ მეგობრებთან ერთად; მთიან აჭარაში ზურგჩანთით და კარვებით მოგზაურობა გაქვთ გეგმაში, თუ თანამედროვე სასტუმროების კომფორტს ირჩევთ – აჭარაში ყველა ტიპის  დამსვენებელი იპოვის მისთვის სასურველ გარემოს.  

ოჯახური დასვენებისთვის აჭარაში ზღვისპირა კურორტების დიდი არჩევანია: ბათუმი, ქობულეთი, სარფი, კვარიათი, გონიო, ციხისძირი, ჩაქვი და მწვანე კონცხი…

  • ბათუმი ზღვის პირას აქტიური დასვენების, ქუჩებში სეირნობის, ქალაქური კაფეებისა, კლუბებისა და რესტორნების მოყვარულებს იზიდავს;
  • ქობულეთის ხიბლი სანაპირო, ფიჭვნარი და ბუნგალოების ფართო არჩევანია;
  • მწვანე კონცხი, ჩაქვი, ციხისძირი, გონიო, სარფი და კვარიათი ეს ადგილები განკუთვნილია მათთვის ვისაც ქალაქისგან დასვენება და ულამაზესი ბუნებით დატკბობა სურს.
     
  1. სამკურნალო სარეაბილიტაციო კურორტების მრავალფეროვნება

კვარიათი (kvariati) საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. მისი სანაპირო ზოლი გამჭვირვალე წყლით გამოირჩევა. კურორტს სამკურნალო დანიშნულება აქვს, რომელიც გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და ნერვული სისტემების მკურნალობისთვის საუკეთესო ადგილია.
ქობულეთი შავი ზღვის სანაპიროსთან ყველაზე ახლოს მდებარე კურორტია, რომელიც გამორჩეულია თავისი ისტორიული ადგილებით იოდიზირებული ზღვის ჰაერით, რბილი სუბტროპიკული ჰავით, ფიჭვნარით და წვრილქვიშიანი სანაპირო ზოლით. ქობულეთი, თავისი ტენიანი, რბილი და სუბტროპიკული კლიმატით, სამკურნალო და გამაჯანსაღებელი დასასვენებელი კურორტია.
წვრილ-ქვიშიანი ნაპირი, კაშკაშა მზე კარგ პირობებს ქმნის ჰელიოთერაპიის, ძვალ-სახსრების, ლიმფური ჯირკვლებისა და სხვა ორგანოების, ბრონქიალური ასთმისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობისთვის.
მახინჯაური- კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი. სამკურნალო ტურიზმით დაინტერესებულებს აქ შეუძლიათ უმკურნალონ სასუნთქი გზების , გულ-სისხლძაღვთა, შარდ-სასქესო  და ნერვული სისტემების, ასევე – გინეკოლოგიური პროფილის დაავადებებს, რკინადეფიციტურ ანემიას, ენდოკრინული სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლით გამოწვეულ დაავადებებს.
ციხისძირი- მისი ჰავის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ზღვისა და მთის ჰაერის ნარევს წარმოადგენს და რეკომენდირებულია სასუნთქი გზების არატუბერკულოზური და ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებების სამკურნალოდ.
ასევე მაღალმთიან აჭარაში ინტენსიურად შენდება სამთო-სათხილამურო კურორტები, რომელთაც სპორტულის გარდა, სამკურნალო-რეკრეაციული დანიშნულება აქვთ და წლის ოთხივე სეზონისთვისაა გათვალისწინებული.

 

 

  1.  ულამაზესი, მსოფლიო მნიშვნელობის დაცული ტერიტორიები

აჭარის ბუნების სიმდიდრეს ამ ტერიტორიაზე არსებული დაცული ტერიტორიები და ბუნებრივი ნაკრძალების სიმრავლეც ცხადყოფს. მტირალას ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები, კინტრიშის ნაკრძალი თუ მაჭახელას ეროვნული პარკი საუკეთესო ადგილებია ეკოტურიზმის მოყვარულთათვის.

აჭარაში 4 დაცული ტერიტორია:

  • ქობულეთის დაცული ტერიტორიები სანაპიროდან სულ რაღაც სამასიოდე მეტრში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიოში ყველაზე ხელუხლებელი, ცოცხალი სფაგნუმიანი ტორფნარი.
  • კინტრიშის დაცული ტერიტორიები კინტრიშის დაცული ტერიტორიები რთული და მრავალფეროვანი რელიეფით ხასიათდება. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მთებსა და ხეობებს უკავია.
  • მტირალას ეროვნული პარკი მტირალას ბუნებრივ ლანდშაფტს განსაკუთრებულ ელფერს მაღალი ტენიანობა, ხშირი წვიმები და ნისლი სძენს.
  • მაჭახელას ეროვნული პარკი მაჭახელას ე.პ. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს და ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთის დაცულ ტერიტორიებს ერთმანეთთან აკავშირებს.
გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია