ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

5 მიზეზი ზღვაზე წასასვლელად

  • დასვენება

თითქმის ყველა ადამიანისთვის შვებულება პირველ რიგში ასოცირდება დასვენებასთან.  ბევრისთვის ეს ხდება მხოლოდ წელიწადში ერთხელ, ასე რომ ჩვეულებრივი რუტინისგან განსხვავებით ერთი ან ორი კვირა ხსნას ჰგავს. როცა მთელი წლის განმავლობაში შეუჩერებლად მუშაობთ თუნდაც საყვარელ საქმეს აკეთებდე მაინც იღლები.  ზღვის სურნელი, ტალღების ხმა, ლურჯი ჰორიზონტი, წყლის ზედაპირიდან არეკლილი მზის სხივები- უკეთეს დასვენებას ვერც ინატრებდით.  ბათუმი არის ადგილი სადაც თითოეული ადამიანი იპოვის თავის ადგილს. 

  • ჯანმრთელობა

ზღვაზე წასვლის მეორე უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი არის ჯანმრთელობა. ჩვენ ბავშვობიდან ვიცით, რომ ზღვის ჰაერი და წყალი აძლიერებს და აჯანსაღებს როგორც სხეულს ასევე  ფსიქიკასაც. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანების 89% მოგზაურობის მეორე დღეს  სტრესის მნიშვნელოვან შემცირებას განიცდის. ჩვენ  ბევრ დაავადების მიზეზი სწორედ ნერვული აშლილობითაა გამოწვეული. 

  • თავგადასავლები და ახალი შთაბეჭდილებები

ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაღაც უჩვეულო და საინტერესო იშვიათად  თუ ხდება. უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ვიცით რა გველოდება დღეს, ხვალ და უახლოეს დღეებში. სპონტანურობა არის ბოლო რამ, რითაც ჩვენ გადაწყვეტილების მიღებისას   ვხელმძღვანელობთ. მოგზაურობაში წასვლისას კი სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილებები დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გვპირდება, მეგობრებთან ერთად ახალი ადგილების აღმოჩენა, ულამაზესი ხედებით დატკბობა ახალი გემოების აღმოჩენა, ექსტრემალურ თავგადასავლებში მთელი თავით გადაშვება, ზღვიდან ულამაზეს მთიან ბუნებაში აღმოჩენა- ამ ყველაფერს თქვენ ერთი კუთხე აჟარა გთავაზობთ. 

თავგადასავლებისას, ჩვენ ყოველთვის ვიღებთ ახალ გამოცდილებას, რომელიც გვამხნევებს და შთააგონებს მთელი წლის განმავლობაში. სუვენირები და რუჯი შეიძლება გაქრეს, მაგრამ  დადებითი ემოციები მუდამ ჩვენთან დარჩება. 

 

 

  • ახალი ნაცნობები  და  ჰორიზონტები 

ახალ ადგილებში მოგზაურობა, ახალი კულტურის და ხალხის გაცნობა მოგზაურობის განუყოფელი ნაწილია. ყურადღებიანი და კეთილგანწყობილი ხალხი ვიზიტის დროს ხშირად შეგხვდებათ და ეს განწყობა აუცილებლად დაგამახსოვრდებათ. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ უცხოელი ტურისტები ყოველთვის აღფრთოვანებული ტოვებენ ჩვენ  სამშობლოს და ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხს გვიწოდებენ.  

ახალი ადგილის მონახულება, სხვადასხვა ქვეყნის კულტურისა და მათი ცხოვრების წესის გაცნობით, ჩვენ ვაფართოებთ  ცნობიერებას, ვსწავლობთ რაიმე ახალს.  

  • შთაგონება და სულიერი სიმდიდრე

ის, რომ შთაგონება მხოლოდ შემოქმედებით ადამიანებს სჭირდებათ სრული აბსურდია. მენეჯერს და ადვოკატსაც ისევე სჭირდება შთაგონების წყარო , როგორც მხატვარს და კომპოზიტორს. შთაგონება ყოველთვის არ არის საჭირო  რაიმეს შესაქმნელად. ზღვის სურნელი, ტალღების ხმა, ლურჯი თვალუწვდენელი ჰორიზონტი, წყლის ზედაპირიდან არეკლილი მზის სხივები ნებისმიერი ადამიანისთვის იქცევა შთაგონების წყაროდ. აჭარა არის ადგილი სადაც მთა და ზღვა ერთიანდება, აქ გატარებული თითოეული დღე უამრავ ახალ ემოციას და შთაბეჭდილებას გპირდებათ.   

მოგზაურობისას ჩვენ სულიერად ვივსებით და ეს ფიზიკურადაც გვეტყობა- არა მარტო გარუჯულ კანზე და გაღიავებულ თმაზე, არამდე ღიმილზე და უბრალო გამოხედვაზეც კი. ძნელია ამის სიტყვებით გადმოცემა, მაგრამ შეუძლებელია არ იგრძნოთ  ყოველი დაისის დროს როგორ ივსებით დადებით  ემოციებით. 

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია