ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

აჭარის ზღაპრული ფერები

აჭარაში მოგზაურობას განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდება. ეს რეგიონი   ოთხივე სეზონის განმავლობაში უამრავ ადამიანს იზიდავს, თავისი ულამაზესი ადგილებით, სადაც შეგიძლიათ იმოგზაუროთ, ეწვიოთ იდუმალ ტბებს, დატკბეთ ბუნებით და გაილამაზო სამყარო უამრავი ფერით. 

აჭარის ფერებზე საუბრისას შეუძლებელია არ გამოყო ზღვის ფერი ანუ ლურჯი. ქალაქის ყველა ქუჩა ლურჯად მოლივლივე ზღვისკენ მიდის, წარმოუდგენელია ამ ადგილს ესტუმრო და არ მოიხიბლო  ტალღებისა და ზღვის საოცარი პეიზაჟით. სანაპიროზე მზის ჩასვლა საოცარი სანახაობაა, ოქროსფერი მზე თუ როგორ იკარგება ზღვის ტალღებში, ჰორიზონტი კი  მეწამულ ფერად იღებება. აჭარის ლაჟვარდოვან სანაპიროს მოშორდებით თუ არა, თქვენ თვალსაწიერში ახალი ფერი გადაიშლება.

ეს მწვანეა, აჭარის ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეების ფერი, ბუნების მოყვარულთათვის მწვანე სამოთხე. ბათუმთან ახლოს მდებარეობს მცენარეთა უნიკალური ჯიშებით გაშენებული ბოტანიკური ბაღი, საიდანაც მთელი აჭარის ლურჯი სანაპირო მოჩანს. ლურჯი და მწვანე ფერების საოცარი კონტრასტი დამამშვიდებელ ეფექტს ქმნის. ბათუმთან ახლოსაა ეროვნული პარკები და დაცული ტერიტორიები, სადაც ველურ ბუნებაში გასეირნებას შეძლებთ.

თუ ველოსიპედით სეირნობა გიყვართ, გახსოვდეთ, რომ ბათუმი ველომოყვარულთა ქალაქია. ქუჩაში შეგიძლიათ დაიქირაოთ ველოსიპედი და ისეირნოთ  წითელ ველობილიკებზე.  თუ აჭარის მაღალმთიან რეგიონებში გადაწყვეტთ მოგზაურობას, აუცილებლად მოინახულეთ ალპური საძოვრები და ტბები. შემოდგომაზე აჭარის ფოთლოვანი ტყეები ოქროსა და მეწამულ ფერებად იღებება. ზამთარში შეგიძლიათ ეწვიოთ აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტებს და დატკბეთ მთიანი აჭარის დათოვლილი პეიზაჟების თეთრი ფერით.

 

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია