ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

აჭარული კულინარია

აჭარისთვის საკვებისა და ღვინის დამზადება წარმოადგენს მისი ისტორიისა და იდენტობის განუყოფელ ნაწილს. აქაური გასტრონომია ხელს უწყობს და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ამ ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას, ბრენდირებას, ადგილობრივი ტრადიციების მრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ავთენტურობას. აჭარული სამზარეულო გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და თავისებურებით, კერძების მრავალფეროვნებითა და მომზადების ტექნოლოგიით, სუფრის გაშლის წესებითა და მასთან დაკავშირებული რიტუალებით. ამ ბლოგში წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს, რომლის ნამდვილ გემოს მხოლოდ აჭარაში შეიგრძნობთ.

  • სინორი

გამორჩეულად ნოყიერი აჭარული კერძია. მის მოსამზადებლად სპეციალურად გამომცხვარი ცომის ფირფიტებს, ნადუღსა  და ერბოს იყენებენ, რომლებსაც ოსტატურად ურევენ ერთმანეთთან და კეცზე გამოცხობის შემდეგ უგემრიელსი კერძი შენს წინაა.

  • ბორანო

მომზადებისას წნილ ყველს ყრიან ცხელ წყალში და ზემოდან ასხავენ დამწვარ კარაქს ან მთის დაწნულ ყველს, დაჭრილს და ცხელწყალგადავლებულს ცივ კეცში აწყობენ და ზევიდან მომწვარ კარაქს ასხავენ. კერძი გემრიელი და ნოყიერია, ძალიან უხდება ჭადი, ძირითადად საუზმეზე და ვახშამზე მიირთმევენ. ბორანო მზადდება სხვადასხვანაირად მაგალითად: კარტოფილით, კვერცხით, ჭადის ფქვილით, თუმცა ძველი და ტრადიციული წესით მხოლოდ ყველით მომზადებული ბორანოა.

  • იახნი

იახნის მოყვარულებს აჭარის ყველა რაიონში შეხვდებით, მაგრამ ეს კერძი განსაკუთრებით პოპულარულია ქობულეთში. მას საქონლის მკერდის ნაჭრისგან ამზადებენ. იახნის დასამზადებლად იყენებენ სანელებლების ნაირსახეობას, რაც კერძს განსაკუთრებულ გემოს სძენს. 

  • ქალაჯო

ქართული სუფრის გამორჩეული ნაწილია ჭადი და ყველი. აჭარლები უკვე გაციებული ჭადისგან ქალაჯოს ამზადებენ. ერთ კოვზ დამწვარ იაღში ამატებენ ორ ჭიქა წყალს, შემდეგ დიდი სუფრის კოვზით ნადუღს, ცოტა მარილს გემოვნებით და როცა ეს ყველაფერი წამოდუღდება ამატებენ პატარა ნაწილებად დატეხილ ჭადს. ქალაჯოსსხვადასხვა გემო აქვს, რადგან ზოგი ნიორს, ზოგი კი ნიგოზს ამატებს.

  • ბაქლავა 

ყველაზე პოპულარული და ხრაშუნა ტკბილეული, რომელიც მზადდება ცომის ძალიან თხელი ფენებით, წვრილად დაფქვული ნიგვზით ან თხილით, ფენებს შორის კი ერბოს ამატებენ. გამომცხვარ ბაქლავას ზემოდან ასხამენ სიროფს, როცა გაგრილდება და ფენებს შორის სიტკბო კარგად გაუჯდება, მას შემდეგ ჭრიან ნაჭრებად. მისი გემო კი ნამდვილად დაუვიწყარია.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია