ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

აღმოაჩინე აჭარა- ციხე-სიმაგრეები

საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე აჭარა გამოირჩევა არა მხოლოდ არაჩვეულებრივი ბუნებით, შავი ზღვის ულამაზესი სანაპიროებით და მზიანი დღეებით, არამედ განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი  კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლებით  დაწყებული პირველი საუკუნით დათარიღებული უნიკალური გონიოს ციხე-სიმაგრით, რომელიც საქართველოს ამ ერთ-ერთ უძველეს კუთხეს ანტიკურ და ბიზანტიურ ხანასთან აკავშირებს და დასრულებული სულ რამოდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით მდებარე  პეტრას ციხე-სიმაგრით , რომელიც დასავლეთ საქართველოს ბიზანტიის პროვინციებთან, ირანთან და სომხეთთან აკავშირებდა.

  • პეტრას ციხე

პეტრას ციხე - ისტორიული ციხე-ქალაქი აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე. ციხე ააშენა იოანე სტრატეგოსმა 535 წელს. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“ მრავალჯერ ნახსენები ქაჯეთის ციხე სწორედ პეტრას ციხე-სიმაგრეა. ზღვის პირას, კლდოვან ბორცვზე მდებარეობდა პეტრას აკროპოლისი, რომელიც მიუვალ ციხედ ითვლებოდა. აქედანაა მისი ბერძნული სახელწოდება „პეტრა“ – ქვა, კლდე. აქ დღემდეა შემორჩენილი ციხის, სასახლისა და ჯარისკაცთა საცხოვრებლის ნანგრევები, მათ შორის, VI-VII საუკუნეების ბაზილიკის საძირკველი, რომელიც პეტრას საეპისკოპოსო კათედრალის ნაშთია და სხვა საინტერესო არტეფაქტები.
XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული (ამ დროს მას შეეხო შვეიცარიელი არქეოლოგი ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე) დღემდე ამ ციხე-ქალაქის თავგადასავალი ისტორიკოსთა განხილვის საგანია. აქ რამდენიმე სადაზვერვო გათხრა ჩატარდა პირველი 1934 წელს ს. ჯანაშიას მიერ, ხოლო მეორე 1953 წელს ნ. ხოშტარიას ხელმძღვანელობით. 1908 წელს აქ აღმოაჩინეს მდიდარი სამარხი (ნაპოვნია ოქროს ჩარჩოში ჩასმული დიდი ბროლი, რომელიც ერმიტაჟში ინახება.). ნ. ხოშტარიას აზრით გათხრებისას აღმოჩენილი განძის კვლევამ დაადგინა რომ ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში პეტრას ციხე ერისთავის სარეზიდენციო  ყოფილა.
ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები 1987 წლიდან მიმდინარეობს. 1989 წლიდან ფუნქციონირებს პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალი. მუზეუმში დაცულია კომპლექსის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალა, რომელიც მოიცავს პერიოდს ბრინჯაოს ხანიდან – ადრეული შუა საუკუნეების ჩათვლით: არქიტექტურული დეტალები, მოზაიკის ფრაგმენტები, VIII-VI საუკუნეების სადგომელების მასალები, სამსხვერპლოსა და IV-V საუკუნეების ნაგებობის ნაშთები, კერამიკული, ნუმიზმატიკური მასალა და სხვა. მრავალი ბრძოლის მომსწრე ციხის ნანგრევები ზღვის მხრიდანაც კარგად მოჩანს და ხავსმოკიდებული წარსულის ამბებზე დააფიქრებს მნახველს.

  • გონიოს ციხე

ბათუმიდან სამხრეთით, 12 კმ. დაშორებით, მდინარე ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე გონიო-აფსაროსის I საუკუნის ციხე-სიმაგრე მდებარეობს. საქართველოში ერთ-ერთი უძველესი დასახლება ამ ციხის ირგვლივ იყო გაშენებული. გონიო-აფსაროსის ციხეს უნიკალური სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ის იცავდა ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობების შემოსასვლელებს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსა და რეგიონებს შავი ზღვის სანაპიროსთან აკავშირებდა. სწორედ ამგვარი მდებარეობის გამო იქცა გონიოს ციხე ჯერ რომის იმპერიის, შემდეგ კი – ბიზანტიისა და ოსმალეთის ერთ-ერთ ციტადელად აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. შესაბამისად, ციხე მოიცავს რამდენიმე ფენას: რომაულს (ძვ.წ. III-IV სს.), ბიზანტიურს (VI-VII სს.) და ოსმალურს (XVI ს.). ამ ყველაფერთან ერთად გონიოს ციხე წარმოადგენდა საქართველოს მეფეების ერთ-ერთ სტრატეგიულ თავდაცვით ობიექტს, რომელიც შეუცვლელი იყო მომხვდურის დასახვედრად.
გონიოს ციხეში 2010 წლიდან მოქმედებს მუზეუმ-ნაკრძალი, სადაც ძველი წელთაღრიცხვიდან XIX საუკუნის 80-იან წლებამდე დათარიღებული ექსპონატები ინახება.
გონიო-აფსაროსის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული არგონავტების მითთან. ცნობილია, რომ სწორედ აქ დაკრძალა მეფე აიეტმა თავისი ვაჟი აფსაროსი, რომელიც გაქცეულმა არგონავტებმა მოკლეს. გადმოცემის მიხედვით, აქვეა დაკრძალული ქრისტეს 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი, მატათა.

  • ხიხანის ციხე

ხიხანის ციხე მდებარეობს სხალთა-ხიხანის წყლის სათავეებში, ბათუმიდან 125 კმ-ის მოშორებით, არსიანის მთის ერთ-ერთ განშტოებაზე, აჭარა - შავშეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 2235 მეტრზე. 
ციხესიმაგრეში შედის სხვადასხვა ნაგებობები: გალავანი, კოშკები, ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები.
ხიხანის ციხე ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაში. იგი მეტად მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას იყო აშენებული და ქართველ დიდებულთა ერთ–ერთ თავშესაფარი იყო. როცა მტერი სძლევდა თბილისისა და გორის სიმაგრეებს, ისინი ამ ციხეს აფარებდნენ თავს.
ციხესიმაგრის საამშენებლო წყობაში გამოირჩევა რამდენიმე ფენა: უძველესი - X-XI საუკუნეებისა, ახალი XVII-XIX საუკუნეებისა (ოსმალთა მფლობელობის ხანისა).
ციხის ფართობი რამდენიმე ჰექტარს შეადგენს, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილია მოვაკებული, უმეტესი კი დამრეცი და ციცაბოა. ხირხათში მრავალი ნაგებობის ნანგრევია მოღწეული, მათგან ზოგი ნაწილობრივ არის შემონახული, ზოგიერთი კი სრულიად გასწორებულია მიწასთან.
ციხესიმაგრის საამშენებლო წყობაში გამოირჩევა რამდენიმე ფენა: უძველესი - X-XI საუკუნეებისა, ახალი XVII-XIX საუკუნეებისა (ოსმალთა მფლობელობის ხანისა).
ციხის ფართობი რამდენიმე ჰექტარს შეადგენს, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილია მოვაკებული, უმეტესი კი დამრეცი და ციცაბოა. ხირხათში მრავალი ნაგებობის ნანგრევია მოღწეული, მათგან ზოგი ნაწილობრივ არის შემონახული, ზოგიერთი კი სრულიად გასწორებულია მიწასთან.
- ამჟამად ხირხათში ოთხი კოშკის ნაშთია შემონახული.
- ამ კოშკის წინ ხუთი ქვევრია მიწაში დადასტურებული (ზოგი მთელი და ზოგიც დაზიანებითაა მოღწეული), ხიხანის მარანია: მარანი, როგორც ცნობილია, ძველად სპეციალურ შენობაში — საღვინე სახლში იყო მოთავსებული. ასეთი „საღვინე სახლი“ უნდა იყოს სწორედ ის ნაგებობა, რომლის ნაშთებიც აქ არის შემორჩენილი. ეს არის სწორკუთხედის ფორმის შენობა, რომლის სიგრძე 12 მეტრამდე აღწევს, ხოლო სიგანე 4,5 მეტრია. მისი ჩრდილო კედელი მიწამდეა გასწორებული, ხოლო სამხრეთი კედელი ერთ მეტრამდე სიმაღლითაა შემონახული.
- ციხეს ჰქონდა გალავანი. მის წყობაში აქა–ია აგურიცაა გამოყენებული. ალაგ–ალაგ გადარჩენილი კედლების სიმაღლე 5–6 მ–ს აღწევს. სისქე 90–95 სმ–ია. გალავნის კედლები კლდის გარე მიუვალ კიდეებზეა მორგებული, ამიტომაც მისი გეგმაც ძირითადად რელიეფს მიუყვება. ამჟამად გალავნის კედლები ბევრგან დაზიანებულ–ჩაქცეულია
2014 წელს ციხის მარანიც გაითხარა. სულ აღმოჩნდა 28 ქვევრი. სწორკუთხა მარნის სამხრეთ- აღმოსავლეთი ნაწილი ქარაფშია ჩაქცეული. ამავე მხრიდან უნდა ჰქონოდა შესასვლელიც. კედლები შემორჩენილია 1.5-2 მ სიმაღლეზე, სისქე 60-70 სმ-ია. მარანი ნახევრად მიწური ნაგებობა ყოფილა. 2015 წელს მეორე მარანში 43 ქვევრი აღმოჩნდა. 

  • კავიანის ციხე

კავიანის ციხე — საფორტიფიკაციო ნაგებობა, ქედის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავიანის სერზე მდინარე ჭვანისწყალისა და აჭარისწყლის შესართავის მარცხენა მხარეს.  მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 550 მეტრია. ციხე მაღლობიდან გადმოჰყურებს მდ. აჭარისწყლის ხეობის მთავარ მაგისტრალს.  
 ციხე ორი განყოფილებისაგან შედგება. პირველი განყოფილება, ჩვენამდე მოღწეული ფოსოების მიხედვით, შეიძლება ყოფილიყო რაღაც დანიშნულების სათავსო, რომელიც სავარაუდოდ სამსართულიანი უნდა ყოფილიყო. კედელზე ორი საძირკველი და ორი სარკმელია დატანებული. ციხის ამ კოშკშია შემორჩენილი სწორი ფორმის ორმო, რომელიც შელესილია კირით.
ციხის მეორე განყოფილებაში, რომლის ფართობი 112 კვმ-ს შეადგენს, კარგადაა შემონახული ჩრდილოეთის კოშკი, რომელიც არაწესიერი მართკუთხედის ფორმისაა და ასევე სამი სართულისაგან შედგებოდა. კოშკში ჩაყოლებულია სარკმლები. შედარებით კარგადაა შემონახული ციხის ეზოს დასავლეთი კედელი, რომლის სიგრძე 7,1 მეტრია, ხოლო სიმაღლე 5 მეტრი. ციხე აშენებულია ფლეთილი ქვებით, შიგადაშიგ რიყის ქვებიც გვხვდება.

  • ზენდიდის ციხე

ზენდიდის ციხე ქედის მუნიციპალიტეტის ამავე დასახელების სოფელში მაღალ გორაზე მდებარეობს. ბათუმიდან დაახლოებით 42 კილომეტრში, ხოლო ქედის ცენტრიდან 2 კილომეტრში. 
 VII-IX საუკუნეებში ბათუმ-არტანუჯის სავაჭრო ეკონომიკური კავშირის მთავარი ძარღვი ქედაში გადიოდა, როგორც ვახუშტი ბაგრატიონი ამბობს „მცირე ქალაქის მსგავსად დაბა ქედაში“ ცხოვრობდა აჭარის ბეგი. გამომდინარე აქედან ქედას სათანადო დაცვა ესაჭიროებოდა. ეს დაცვა კი, წარმოდგენილი იყო ზენდიდის ციხის სახით. აჭარის ხეობაში სხვა საფორტიპიკაციული ნაგებობების, სახელდობრ კი ბეგოშვილების, ცივასულას, საღორეთის, მთის უბანის, ჩხუტუნეთის სხვა ციხეებთან ერთად, არა მარტო ქედის დაცვა ევალებოდა არამედ ხეობაში გასავალ ცენტრალურ სავაჭრო სტრატეგიული გზების. 
ციხე-სიმაგრის აგების თარიღი ჩვენთვის უცნობია, მაგრამ მიუხედავად ამისა არქიტექტურული დეტალები მისი წარმოშობის ადრეულ საუკუნეზე მიგვანიშნებს. ციხე-სიმაგრემ ჩვენს დრომდე ძალიან დაზიანებული, თითქმის დანგრეული სახით მოაღწია.   

  • ცივასულას ციხე

ცივასულას ციხე — გვიანი შუა საუკუნეების ციხე მდებარეობს აგარისღელესა და აჭარისწყლის შესაყარში, ცივასულად წოდებულ ადგილის ზემოთ, სასირეს გორას აღმოსავლეთ ნაწილში. ციხეს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მისადგომი მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთიდან, ვიწრო ბილიკის სახითაა მოცემული. 
ის XI-XIII საუკუნეებით თარიღდება. ციხეს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, მისი ძირითადი ფუნქცია აჭარისწყლის ხეობასა და აგარისწყალზე გამავალი გზების გაკონტროლება იყო. მაღალ, კლდოვან კონცხზე აგებული სიმაგრე თითქმის მიუვალია, მას მისადგომი მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთიდან აქვს, ვიწრო ბილიკის სახით. ციხე პატარა ზომისაა და საკმაოდ დაზიანებულია, მისი ფართობი დაახლოებით 400 მ²-ია. ფლეთილი ქვით ნაგები ციხის კონტური მრუდხაზოვნად მიყვება კლდის კონტურს. დღესდღეობით შემორჩენილია ციხის ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლები და ნაწილობრივ აღმოსავლეთი კედლის ზემო ნაწილი. 

 

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია