ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

ბათუმი - თავისუფალი ხელოვნების ქალაქი

ბათუმი, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი, მხოლოდ შავი ზღვის გამორჩეული კურორტი კი არ არის, არამედ ეს არის ქალაქი შემოქმედებითი ცხოვრებით,  რომლის ტემპიც უფრო და უფრო იზრდება. ურბანული რეგენერაციის პროექტებმა და ქუჩის ხელოვნების ფესტივალებმა სერიოზული ზეგავლენა მოახდინა ბათუმზე და აქცია ქალაქის ცენტრი ადგილობრივი და საერთაშორისო მხატვრების ნამუშევრების ცოცხალ გალერეად. შესანიშნავი ქუჩის ხელოვნების ნიმუშები ეხმიანება ქალაქის ზღვისპირა ატმოსფეროს და აღბეჭდავს აჭარის რეგიონის უნიკალურ სულს.

 

პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ბათუმის ქუჩის ხელოვნების ჩამოყალიბებისთვის, არის ყოველწლიური ბათუმის გრაფიკარტის ფესტივალი, რომელიც 2013 წლიდან ხორციელდება და მის ფარგლებში ბევრი გამორჩეული ნამუშევარი შეიქმნა. მხატვრები საფრანგეთიდან, ირანიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდა ჩამოვიდნენ საქართველოში და ადგილობრივ მხატვრებთან ერთად მუშაობდნენ.  როდესაც ფესტივალი იმართება (ჩვეულებრივ აგვისტოში), არის მრავალფეროვანი ღონისძიებები რომლებშიც საზოგადოებას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს.

 

 

ქუჩის  მხატვრობის გარდა ბათუმს სკულპტურების ორიგინალურობა და მრავალფეროვნებაც გამოარჩევს. ამა თუ ქალაქში ჩასვლისას ყოველთვის გინდა იპოვოთ საინტერესო „ფოტო ზონები“ ან სკულპტურები, სადაც შეგიძლიათ გადაიღო საინტერესო და არაჩვეულებრივი ფოტოები და სელფები. ბათუმში ამისთვის ერთზე მეტი ასეთი შესაძლებლობა გექნება. ზოგიერთი ძეგლი მოგვითხრობს დრამატულ ამბებზე, ზოგიც თავისი იდეებით გაგართობთ.

 

ქანდაკება "ალი და ნინო" - სკულპტურა განასახიერებს რომანის გმირებს და მოგვითხრობს ახალგაზრდა მუსლიმანისა და ქართველი პრინცესა ნინოს ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას. უზარმაზარი ქანდაკებები ყოველ 10 წუთში ერთმანეთს შორდება და შემდეგ ისევ ერთიანდება. ღამით, როცა შუქი აინთება, სანახაობა უბრალოდ მომხიბვლელია. მანათობელი ფიგურები დიდხანს დატოვებს კვალს თქვენს გულში.

ქანდაკებები გულით - ორიგინალური ლითონის სკულპტურები განლაგებულია ზღვის სანაპიროზე - გოლფის მოთამაშე, შეყვარებული წყვილი დასხვა პერსონაჟები. ქანდაკებები დამზადებულია მარტივად,  მაგრამ ქმნის დაუვიწყარ განწყობას, რადგან ყველაფერი მარტივი - გენიალურია. ეს ქანდაკებები ბათუმის ნამდვილ სიმბოლოდ იქცნენ.

ქანდაკება „მე, შენ და ბათუმი“ -  ეს ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც მდებარეობს „საოცრებათა პარკში“, ყველა ტურისტს ეპატიჟება ტრადიციულ ბათუმურ ყავაზე. სკულპტურის ავტორი ირაკლი წულაძეა. ეს კომპოზიცია 2012 წლის ნოემბერში გაიხსნა.

 

 

და ბოლოს მოზაიკები - არსებობს უამრავი მოზაიკა, რომელიც ნამდვილად ხელოვნების ნიმუშია, ამისი ბრწყინვალე მაგალითია ბათუმში „რვაფეხას“  მოზაიკა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და ბათუმში ვიზიტისას აუცილებლად მოსანახულებელ ადგილებს შორის უნდა დაამატოთ. „რვაფეხა“ არამარტო ბათუმის, არამედ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოზაიკური კონსტრუქციაა. შენობის ძირითადი სტრუქტურა სპეციალური ლითონის ხელით გაღუნვით შეიქმნა, შემდეგ კი თხევადი შუშით შეივსო. ექსტერიერი ფერადი ნატეხებითა და ზღვისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ფორმებითაა გაფორმებული. ბათუმში ცნობილი მოზაიკაა ასევე დელფინარიუმის შენობაზე განთავსებული ნამუშევარი. 1974 წელს შესრულებულ მოზაიკაზე გამოსახულია დელფინები და ბიკინით შემოსილი მოცურავეების ფიგურები.

 

ასე, რომ გაისეირნეთ ბათუმის ქუჩებში და აღმოაჩინეთ თანამედროვეობისა და წარსული ხელოვნების ნიმუშების არაერთი ნაზავი.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია