ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

ბათუმის ბულვარი- ისტორიის, ქალაქური ცხოვრებისა და ტრადიციების განუყოფელი ნაწილი

ბათუმის ბულვარი- ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, სანაპირო ზოლის გასწვრივ. მისი სიგრძე 7 კმ-ს აღწევს. ზღვისპირა ბულვარი ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. 1987 წლიდან ბულვარი საქართველოს საბაღე-საპარკო ხელოვნების ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია და ამასთანავე სარეკრეაციო ზონას წარმოადგენს.

1881 წელს, ბათუმის ოლქის გუბერნატორს, ა.ი. სმეკალოვს გაუჩნდა ზღვისპირა პარკის შექმნის იდეა. სწორედ აქედან იწყება ბათუმის ბულვარის ისტორია, რომლის გაშენებაც თავდაპირველად პრუსიელ მებაღეებს, რესლერსა და რეიერს დაევალათ.

1884 წელს რესლერი გარდაიცვალა, ხოლო წარმატებით დაწყებული საქმე გადაიბარა ფრანგმა დიდგვაროვანმა, ცნობილმა მებაღემ მიხეილ დალფონსმა. ბულვარის დაგეგმარებაში მისი წვლილი ძალიან დიდია, ისტორიულ წყაროებში მას, „ბათუმის სანაპიროს კეთილ გენიადაა“ მოხსენიებული. ბულვარის განვითარების შემდეგი ეტაპი უკავშირდება მებაღე–დეკორატორ იასონ გორდეზიანს, რომელმაც ვერსალის სასოფლო–სამურნეო ნაციონალურ ინსტიტუტში მიღებული ცოდნის გამოყენებით, გადაახალისა მცენარეული საფარი, გააფართოვა ძველი და შექმნა ახალი სანერგეები.

ახალ ათასწლეულში შესვლის შემდეგ ბულვარის განვითარება კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდა, იტალიიდან ჩამოტანილი იქნა ანტიკური სტილის, მარმარილოს ქანდაკებები და კოლონადების პროექტი, აშენდა საზაფხულო თეატრი, ამუშავდა სამი ფერადი შადრევანი.

 

 

ბულვარის განვითარებაში  მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის   ი.გორდეზიანს, რომელიც 1917 წელს დაინიშნა ქალაქის პარკის, ბულვარის და სანერგის მმართველად. 1933 წლამდე მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა ქალაქის პარკისა და ბულვარის ნარგავთა  მთლიანი განახლება.

2009 წელს  ბათუმის ბულვარის ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა და თანამედროვე სტანდარტებით გაშენდა ესპანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული ე.წ. ახალი ბულვარი.

ტურიზმის მზარდი სტატისტიკით გამორჩეული საქართველო ყოველწლიურად 8 მილიონამდე საერთაშორისო ვიზიტორს მასპინძლობს, შავი ზღვის მარგალიტად წოდებულ ბათუმს კი 3 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმში ჩამოსული უცხოელისა თუ საქართველოს მოქალაქისთვის ბულვარში გასეირნება აუცილებელ რიტუალს წარმოადგენს, რომლის გარეშეც არავინ ტოვებს ამ ულამაზეს ზღვისპირა ქალაქს.

ბულვარი საუკუნეზე მეტია რაც აერთიანებს ქალაქის სტუმრებსა თუ ძირძველ მაცხოვრებლებს. ის მოიცავს შვიდ კილომეტრიანი სასეირნო, ზღვისპირა პრომენადს, 4 ისტორიულ ხეივანს, ველობილიკს, ტერიტორიაზე ხარობს 40 ათასზე მეტი, სხვადასხვა დროს დარგული ხე-მცენარე.

თავისი ისტორიული მნიშვნელობით და უწყვეტი განვითარების ციკლით, ბათუმის ბულვარი ქალაქი სავიზიტო ბარათად იქცა. აქ ყველა პოულობს თავის ადგილს.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია