ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

ბათუმის ცენტრალური პარკი - ნურის ტბის ისტორია

 ცენტრალური პარკი ბათუმის გამორჩეული ადგილია, რომელსაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში უამრავი ვიზიტორი ჰყავს და გამოირჩევა საინტერესო ისტორიით. მაშინ, როცა საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ იყო და მთლიანი ტერიტორია ჭაობით იყო დაფარული, ბათუმის გუბერნატორმა - სმეკალოვსკიმ 1881 წელს გადაწყვიტა ამ ადგილას პარკის შექმნა და ტბის გარშემო სივრცის კეთილმოწყობა. ეს დაევალა პრუსიელ მებაღე- რესლერს. გუბერნატორის ბრძანებით, მას ბაღის მოწყობა 10 წელიწადში უნდა დაესრულებინა და გაეწმინდა ტბა ნარჩენებისა და ველური მცენარეებისაგან. შეთანხმების თანახმად, რესლერს ბუჩქოვანი მცენარეები, წიწვოვანი და დეკორატიული ხეები უნდა დაერგო. 1888 წელს  ბაღის მოწყობა დასრულდა და საბოლოო სურათის სანახავად ჩამოვიდა რუსეთის იმპერატორი, რომლის საპატივცემულოდ  ამ ადგილს “ალექსანდროვის ბაღი” ეწოდა.

1933 წლიდან პარკს “ბავშვთა პარკი”, მოგვიანებით კი “პიონერთა პარკი” დაერქვა. თუმცა მისი  განვითარების ისტორია ამით არ სრულდება. ქალაქის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა პარკის შესასვლეში აეშენებინა ბერძნული სტილის კოლონადები. სწორედ კოლონადების შუაში დაიდგა პირველი აჭარელი მფრინავი ქალის- ფადიაკო გოგიტიძის ძეგლი. მოგვიანებით მოეწყო  ზოოპარკი. 1936 წლიდან პარკი აქტიურ მონაწილეობას იღებს სხვა და სხვა აღმზრდელობით  პროგრამაში. გაიხსნა  საზაფხულო თეატრი, რამდენიმე წელიწადში კი  “ნორჩ მეზღვაურთა კლუბი”,  საჭადრაკო კლუბი და “ციცინათელა”. აქ ბავშვებს შეეძლოთ სასიამოვნო დრო გაეტარებინათ და  მიეღოთ ცოდნა.

1947 წელს პარკში დამონტაჟდა საქანელები და ატრაქციონები. 1975 წელს კი დელფინარიუმი გაიხსნა, 2007-2008 წლებში ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად.  პარკის ცენტრში მოთავსებულია ლაგუნური წარმოშობის ტბა ნური, რომელსაც ოვალური ფორმა აქვს და საზრდოობს მიწისქვეშა წყლით. არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმად ტბას საკმაოდ ტრაგიკული წარსული აქვს. ადგილობრივები იხსენებენ, რომ “ნური-გელის” ტბაში, რომელსაც წარსულში “გელ-ბაშის” ტბა ეწოდებოდა  ბავშვი დაიხრჩო სახელად „ნური“. დედა ყოველდღე ტბასთან მიდიოდა და იძახდა “ნური, გელი.“ სწორედ ამის შემდეგ  შეეცვალა ტბას სახელი და ეწოდა „ნური-გელის“ ტბა. დღეს ყველა ბათუმელმა იცის ამ ლეგენდის შესახებ. 

პარკის ისტორია 130 წელზე მეტს ითვლის. ამ დროის მანძილზე შეიცვალა ინფრასტრუქტურა, ტბის გარშემო დაირგო ახალი მცენარეები, გამაგრდა ტბის სანაპირო ზოლი. პარკს ასევე  შეეცვალა სახელი და “6 მაისის პარკი” ანუ „ ბათუმის ცენტრალური პარკი“ ეწოდა, მაგრამ შეუცვლელი დარჩა მისი მნიშვნელობა. ეს არის ადგილი, სადაც ყველა ასაკისა და კატეგორიის ადამიანს შეუძლია გაატაროს საინტერესო და სახალისო დრო.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია