ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

გამორჩეული ფაქტები და ადგილები აჭარაში

აჭარის დედაქალაქი ბათუმი ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდლის – ბათუმის ყურის ნაპირზე, მდინარე ბარცხანისა და ყოროლისწყლის შესართავთან არის გაშენებული. ის უძველესი ქალაქია, არქეოლოგიური გათხრების შედეგად ამ ტერიტორიაზე ძვ.წ. II-I ათასწლეულების დასახლების ნაშთები იქნა აღმოჩენილი. ანტიკურ ხანაში ბათუმის მიდამოები შედიოდა კოლხეთის სამეფოს საზღვრებში, მოგვიანებით ის ეგრისის სამეფოს ნაწილი გახდა, VIII საუკუნის ბოლოს ის აფხაზთა სამეფოს შეურთდა, 1008 წლიდან კი საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.

კლიმატი

აჭარის ზღვისპირეთში სუბტროპიკული ჰავაა, შესაბამისად ხასიათდება თბილი ზამთრით და ცხელი ზაფხულით. შავი ზღვის სანაპირო ზოლი ჭარბტენიანია, ვიდრე აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები. მაღალმთიანი ადგილები დიდთოვლიანობით გამოირჩევა, რომელიც ზოგჯერ რამოდენიმე მეტრს აღწევს. სწორედ ამიტომ ზაფხულში ტემპერატურა უფრო დაბალი 22-24 °C-ია დაბლობში და 17-21 °C მაღლობში.  ზამთარში ბათუმში ტემპერატურა 4-6 °C-ია, როცა მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში 3-2 °C-ს აღწევს. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,5 °C-ია, იანვარში — 7,1 °C-ია, აგვისტოში — 23,2 °C. ნალექები — 2560 მმ წელიწადში. შეფარდებითი სინოტივე — 81%.

სანაპირო ზოლი

აჭარა გამოირჩევა დაუვიწყარი და მიმზიდველი სანაპიროებით, რომლის ცქერისას საოცარი სიმშვიდე და თავისუფლების გრძნობა გეუფლებათ და დადებითი ემოციით ივსებით. აჭარაში ვიზიტისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ: ბათუმის, ციხისძირის, კვარიათის, ქობულეთის და მწვანე კონცხის სანაპირო ზოლი. 

დაცული ტერიტორიები

აჭარა თავის მრავალფეროვანი ბუნებით და კონტრასტული ლანდშაფტებით საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მხარეა. ამ ადგილის ბუნების სიმდიდრეს და მრავალფეროვნებას აქ არსებული დაცული ტერიტორიების და ბუნებრივი ნაკრძალების სიმრავლე ცხადყოფს. აჭარაში ვიზიტისას აუცილებლად მოინახულეთ ქობულეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორია, მტირალას და მაჭახელას ეროვნული პარკი.

თანამედროვე არქიტექტურა

ბათუმის სანაპიროს გასწვრივ გაერთიანებულია თანამედროვე და ძველი ქალაქის კლასიკურ არქიტექტურა. ამის გამო ბათუმს ხშირად ''კავკასიის ლას-ვეგას'' უწოდებენ. მე-19 საუკუნეში არქიტექტორებმა  ბათუმში შემოიტანეს დასავლური სტილი და ის ელეგანტურ ქალაქად აქციეს, რომლის მონახულება საოცარი ემოციით აგავსებთ. ამიტომ ბათუმში ყოფნისას აუცილებლად მოინახულეთ: ანბანის კოშკი, ჭაჭის კოშკი, ბათუმის პიაცა, ბათუმის ისტორიული სახლი, ასტრონომიული საათი და ა.შ.

 

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია