ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

მაღალმთიან აჭარაში ჩაძირული ულამაზესი ტბები

მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობისას წარმოუდგენელია არ ეწვიოთ და დატკბეთ მთებში ჩაძირული, ტყეებით გარშემორტყმული ულამაზესი ტბებით, რომელიც მრავლადაა რეგიონში და მნახველს ყოველ ჯერზე აღტაცებულს ტოვებს.

  • მწვანე ტბა - მდებარეობს ზემო აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, გოდერძის უღელტეხილის სიახლოვეს, ზღვის დონიდან 2058 მეტრ სიმაღლეზეა. საკმაოდ სუფთა და კამკამაა წყალია, მსუბუქად მინერალიზირებულია. ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ დღის განმავლობაში ტბას მწვანე ფერი აქვს, ხოლო საღამოს მოახლოებისას ფერს ამინდის შესაბამისად იცვლის. მწვანე ტბის მიმდებარე არეალებში შესაძლებელია დასვენება, პიკნიკისა და ლაშქრობის მოწყობა, კარვების გაშლა, დაბანაკება და ღამის გათენება.    
  • ყარაგოლის ტბა - თუ გსურს მაღალმთიანი აჭარის დალაშქვრა და მისი საოცარი პანორამული ბუნებით დატკბობა, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიო ყარაგოლის ტბას, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის სამხრეთ კალთაზე ზღვის დონიდან 2100-2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ყარაგოლის ტბა შედგება ორი ტბისგან, რომლებიც პანორამულად იშლება ბაკი-ბაკოს და სარი-ჩაირის იალების ფონზე. ამ ტერიტორიაზე ხშირად არის ნისლი, რომელიც იდუმალებას სძენს არემარეს და კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის.

  • შუამთის ტბები - 5 ტბისგან შემდგარი ტერიტორია მართლაც ზღაპრულ სამყაროს ქმნის, რომელიც, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ შუამთაში მდებარეობს. განთავსებულია ზღვის დონიდან 2150 მეტრზე. ტბების გარშემო ულამაზესი გარემოა, სიმწვანე და სოფლის ძველებური სტილის სახლები, რომლის მონახულებისთვის საუკეთესო დროა ზაფხულია. თუ ლაშქრობისა და ბუნების მოყვარული ხარ, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ შუამთის ტბებს და დატკბით აქ გატარებული ყოველი წამით.
  • ლელთის ტბა - სოფელ ნაღვარევში მდებარეობს ტბა, რომლის გარშემოც იშლება ულამაზესი და საოცარი ხედები.ტბამდე მისასვლელ გზაზე საინტერესო ტურისტული ლოკაციაა - ხაბელაშვილების ხის კონსტრუქციით ნაგები ხიდი, რომელიც 300 წლის წინ აშენდა. ლაშქრობის გაგრძელება შეგიძლია ასევე წისქვილის სოფელში, სადაც დღემდე ფუნქციონირებს რამდენიმე ხით აშენებული წისქვილი. ასევე შესაძლებლობა გექნებათ მოაწყოთ ლაშქრობა, ტბაში გაისეირნოთ ნავით და ბოლოს მოაწყოთ საუცხოო პიკნიკი და დატკბეთ ბუნებით.

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია