ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

რას წერენ ბათუმზე პოპულარული გამოცემები

საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ბათუმი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ცენტრია მთელს შავი ზღვის რეგიონში. ეს ქალაქი გამორჩეულია არქიტექტურული შენობებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, მუზეუმებით, სტრატეგიული მნიშვნელობის უძველესი პორტით, ზღვისპირა ბულვარით, ევროპული მოედნებით და ქუჩებით, მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებითა და კაფეებით, რაც ბათუმს თანამედროვე საქართველოს საუკეთესო სახედ წარმოაჩენს. ქალაქის განვითარების ტემპი მართლაც აღფრთოვენებას იწვევს. ბათუმმა უკვე მოიპოვა ევროპის ფარული მარგალიტის სტატუსი, და მის მიმართ ინტერესი უფრო იზრდება, ცნობილი მედიაპლატფორმებში ვხვდებით ბათუმის შესახებ სხვადასხვა სტატიებს.

“Forbes USA” მილიონობით მკითხველს ბათუმის ისტორიასა და კულტურაზე აწვდის ინფორმაციას. სტატიაში წერია: „მდიდარი ისტორიით, მემკვიდრეობით, მსოფლიოში უნიკალური მუზეუმებით და ევროპის ყველაზე თამამი არქიტექტურით, ბათუმი ასევე საინტერესო მიმართულებაა გურმანებისა და ღვინის მოყვარულთათვის.“

“Euronews”  აქვეყნებს სტატიას სათაურით- “აღმოაჩინე შავი ზღვის რეგიონი, სადაც სანაპიროები და თოვლიანი მწვერვალები ერთმანეთს ერწყმის“. სტატიაში ნათქვამია: „გადაეშვი აჭარის მრავალფეროვან პეიზაჟებში და აღმოაჩენ, რომ საქართველოს ეს ისტორიული რეგიონი სავსეა უძველესი არქიტექტურული მარგალიტებით, თვალწარმტაცი ბუნებითა და მღელვარე თავგადასავლებით რომ აღარაფერი ვთქვათ ღვინის კულტურაზე, რომლის შესახებ იუნესკოც კი
მოწმობს.“

გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია